ორსულობა - rogor.ge

როგორ დაორსულდეთ: აპრობირებული რეკომენდაციები

დაორსულება ბიოლოგიურად მარტივი, თუმცა ამავდროულად კომპლექსური პროცესია, რომელიც რამდენიმე მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული: სწორი დროის შერჩევა, ორგანიზმის მომზადება და ზოგადი ჯანმრთელობა.

თუ გეგმავთ ორსულობას, აი, ყველაზე ეფექტური და მეცნიერულად დადასტურებული ნაბიჯები, რომლებიც საგრძნობლად გაზრდის დაორსულების შანსს:

როგორი ტანსაცმლის ჩაცმა არ შეიძლება კატეგორიულად ორსულობის პერიოდში

ორსულობის პერიოდში ვიწრო ტანსაცმლის ტარება შესაძლოა არა მხოლოდ დისკომფორტს იწვევდეს, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს როგორც ქალის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის — ამის შესახებ წერს Only My Health.

ორსულობა გულისრევის გარეშე: ტოპ-7 პროდუქტი, რომლებიც ტოქსიკოზის დროს გიშველით

ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს გულისრევის შეგრძნების შემცირებას ორსულობის დროს. ეს მოიცავს მსუბუქ, ნახშირწყლებით მდიდარ წახემსებებს, ასევე ჯანჯაფილისა და ვიტამინ B6–ის შემცველ პროდუქტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საჭმლის მონელებასა და ზოგად მდგომარეობაზე.

როდის და როგორ გავაკეთოთ ორსულობის ტესტი სწორად, უტყუარი შედეგის მისაღებად

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტია. ნანატრი პატარას "ფარული გამოჩენა” თუ პირიქით, არასასურველი ორსულობა დღეს საკმაოდ მარტივი დასადგენია ორსულობის ტესტის მეშვეობით.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როდის და როგორ გააკეთოთ ორსულობის ტესტი, რათა შედეგი უტყუარი იყოს.

ფერმკრთალი ხაზი ტესტზე - როგორ განსაზღვროთ არის თუ არა ორსულობა?

თანამედროვე სამყაროში შეგიძლიათ გაიგოთ ორსულობის დაწყების შესახებ სახლის ტესტის საშუალებით. მაგრამ ზოგჯერ ფერმკრთალი ხაზი ჩნდება ორსულობის ტესტზე. როგორ განვსაზღვროთ ასეთ სიტუაციაში არის თუ არა ორსულობა, თუ ამ შემთხვევაში ორსულობა არ არის, ერთად გავარკვიოთ.

როგორ მოახდინოთ რეაბილიტაცია მშობიარობის შემდეგ 2 თვეში: ნაბიჯ-ნაბიჯ ალგორითმი

ორსულობა და მშობიარობა ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდაა. აღდგენითი პროცესები დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაუბრუნდეთ ფორმას. რაც უფრო გონებრივად და ფიზიკურად იყო მომზადებული დედა ჩასახვამდეც, რაც უფრო ფრთხილად ეკიდებოდა ჯანმრთელობას 9 თვის განმავლობაში, რაც უფრო სწრაფად ჩაერთო ბავშვის დაბადების შემდეგ ადაპტაციის პროცესში, მით უფრო ადვილი და ეფექტურია გამოჯანმრთელების პროცესი.

როგორი უნდა იყოს სწორი კვება ორსულობის პირველი თვიდან მშობიარობამდე

ორსულობის დროს დაბალანსებული დიეტა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ორსულობის პირველ თვეებში, როცა ქალებს ტოქსიკოზი და მუდმივი გულისრევა აწუხებთ, რეგულარული კვება შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც უნდა გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა.

როგორ აიცილოთ თავიდან ზედმეტი კილოგრამების მომატება ორსულობის პერიოდში

ბევრ თანამედროვე ახალგაზრდა ქალს აქვს ორსულობის შიში. ეს მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, თუ როგორ უნდა გაზარდოთ ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ არ მოიმატოთ ჭარბი წონა ამ პერიოდში და სწრაფად აღადგინოთ ფიგურა მშობიარობის შემდეგ. კვების მიმართ სწორი მიდგომით და ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, არ უნდა შეგეშინდეთ ორსულობის.

რა უნდა გააკეთოს ახალდაქორწინებულმა წყვილმა ორსულობის დაგეგმვამდე? - აუცილებელი რჩევები რეპროდუქტოლოგისგან

როგორი უნდა იყოს ორსულობის წინა მოსამზადებელი პერიოდი, ქალისა და მამაკაცის კვების, ძილის, დღის რეჟიმი? ხშირად, როდესაც ახალი ოჯახი იქმნება, წყვილები პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას საჭიროდ არ თვლიან. ხშირ შემთხვევაში ორსულობაც არ იგეგმება წინასწარ და ხანდახან ამას ბევრი გართულება მოჰყვება. როდესაც ბავშვის მომავალი დედა ან მამა გარკვეული ინფექციის ან დაავადების მატარებელია, ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდშივე ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, ან რთულდება დაორსულება. საკუთარ შვილზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე უნდა დავიწყოთ. როგორი უნდა იყოს ორსულობის წინა მოსამზადებელი პერიოდი, ქალისა და მამაკაცის კვების, ძილის, დღის რეჟიმი? სასურველ ორსულობამდე რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა, ამ საკითხებზე რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ოლიკო მურღულია გვესაუბრება.

როგორ მოქმედებს ნაყოფის ჯანმრთელობაზე დედის სიცილი, ტკივილი ან სევდა

ბავშვს დაბადებამდეც ესმის ბევრი რამ და გრძნობს. მათ შორის სიცილსაც.

დედა ნაყოფის ყოველ გამოძრავებას შეიგრძნობს, მაგრამ რას განიცდის ნაყოფი, როცა დედა სევდიანია ან იცინის.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბავშვი ნამდვილად გრძნობს დედის სიცილს. როგორც აღმოჩნდა, ის ამ დროს ისეთ მოძრაობაშია, როგორიც ბატუტზე ხტუნვაა. თუმცა ეს არ არის მისთვის საზიანო: დედის სიცილი ასტიმულირებს ბავშვის აქტივობას, ხელს უწყობს, რომ მემტი იმოძრაოს.

სიცილს ნაყოფისთვის ბევრი დადებითი მხარე აქვს. ზოგი შიშობს, რომ სიცილისგან წარმოქმნილმა ბიძგებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფს და მშობიარობაც დააჩქაროს. ეს მითია და სანერვიულოც არაფერია. სიცილის გამო მსგავსი არაფერი მოხდება. პირიქით, სიცილის უამრავი სარგებელი მოჰყვება.

როგორ ჩაანაცვლოთ ყავა ორსულობისას

თუ ძალიან გიყვართ ყავა და ორსულად ხართ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს სტატია. ბევრს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. როდესაც ქალი ორსულდება, ხშირად უჭირს ამ ჩვევაზე უარის თქმა. რისთვის არის ცუდი ყავის დალევა ორსულობის დროს?

უძილობა - ქალებს ორსულობის დროს ძილის რეჟიმი ეცვლებათ. თუ ყავას დალევენ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ ეს მდგომარეობა და დაძინება გაუჭირდებათ. ამიტომ გირჩევთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში არ დალიოთ ყავა და ჩაით ან წვენებით ჩაანაცვლოთ.

ანემია - ყავის შემადგენლობაში არის ფენოლი, რაც უშლის ხელს სისხლში რკინის შეწოვას. ამის გამო კი შეიძლება, შიშები და პანიკაც დაგეწყოთ.

გულძმარვა - ორსულობის დროს აქტიურად გამომუშავდება პროგესტერონი - ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი ემბრიონის ჩამოყალიბებაში. მისი ზემოქმედების ქვეშ ნაწლავები დუნდება. ყავისგან გამოწვეული გულძმარვა კი საკმაოდ უსიამოვნო იქნება ამ დროს.

გარდა ამისა, ყავის ხშირი მოხმარება იწვევს სხვა ცუდ შედეგებსაც:

ნაყოფის დაბალი წონა - ორსულობის დროს მეტაბოლიზმი ნელდება, ამიტომ კოფეინის რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს ქალის ორგანიზმში, ყავის გამოყენების გარეშეც. თუ ამას კიდევ ყავასაც დაუმატებთ, რომელშიც კოფეინი დიდი რაოდენობითაა, ეს შეიძლება მომავალი ბავშვის წონაზე აისახოს. თუმცა არსებობს ასევე კვლევა, რომ ბავშვის წონაზე ყავა იმ შემთხვევაში აისახა მკვეთრად, როდესაც მომავალი დედა ყავასთან ერთად, თამბაქოსაც ეწეოდა.

ტაქიკარდია ახალშობილში - კოფეინის მაღალი შემცველობის გამო დედის ორგანიზმში, ბავშვს უძლიერდება გულისცემა. ტაქიკარდია შეიძლება შენარჩუნდეს დაბადების შემდეგაც და თუ ბავშვს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია გამოუვლინეს, გართულებებიც არის მოსალოდნელი.

როგორ მოემზადოთ მშობიარობისთვის და რა უნდა წაიღოთ სამშობიაროში

გაინტერესებთ, როდის უნდა დაიწყოთ მშობიარობისთვის სერიოზული მომზადება? თეორიულად, სამშობიარო ჩანთა უნდა იყოს მზად ორსულობის 35-ე კვირიდან და მასში უნდა იყოს შემდეგი ნივთები:

როგორ მოვიშოროთ მუცელი მშობიარობის შემდეგ

ბავშვის დაბადება ამაღელვებელია, თუმცა ეს გრძნობები შეიძლება დაჩრდილოს ჩამოკიდებულმა მუცელმა და სტრიების გაჩენამ. მუცლის კანი მშობიარობის შემდეგ კარგავს ელასტიკურობას და საკმაოდ არამიმზიდველია.

როგორ უნდა იკვებოს ორსული, რომ ბავშვი უფრო განვითარებული გონებით დაიბადოს

რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩანასახის ტვინის განვითარებისთვის სასარგებლოა კორნელის უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩანასახის ტვინის განვითარებისთვის სასარგებლოა. კვერცხის გული, უცხიმო წითელი ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები, ნიგოზი და ჯვაროსანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი, პირშუშხა, რაფსი, შალგი და სხვა) ქოლინით მდიდარი პროდუქტებია და ცალსახად ნაჩვენებია ორსულებისთვის.