როგორ მოქმედებს ნაყოფის ჯანმრთელობაზე დედის სიცილი, ტკივილი ან სევდა
სიცილი ამცირებს ორსულობის დროს დეპრესიის განვითარებას
ორსული ქალები ხშირად მოწყენილნი არიან, ხშირია განწყობის ცვალებადობა ჰორმონების გამო. სევდა მოგვიანებით შეიძლება მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში გადაიზარდოს. ამიტომ არ მოიკლოთ სიცილი - სეროტონინი არასდროს არავისთვის ყოფილა ზედმეტი.
ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლო
ბავშვი სიცილზე ყოველთვის მოძრაობით რეაგირებს. აქტიურობა კი ყოველთვის კარგია. გარდა ამისა, ბავშვები გრძნობენ დედის განწყობას, როდესაც ის ბედნიერია - ისინიც მხიარულობენ. თავს დაცულად გრძნობენ. ბავშვი ასევე მძაფრად აღქვამს დედის ცუდ განწყობასაც. ამიტომ ორსულის სტრესი ყოველთვის არასასურველია ბავშვებისთვის. განაგრძეთ კითხვა