ტერფები მთელი დღის მანძილზე ძლიერ დატვირთვას განიცდიან. ძალიან ხშირად, ადამიანების უმრავლესობა საღამოობით ფეხების დაღლილობასა და სიმძიმის შეგრძნებას უჩივის, აღნიშნული პრობლემა უმეტესად ქალებს აწუხებთ, რომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებით ხიბლავთ ...
ტერფის მასაჟი პირველ რიგში, სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, ხოლო თუ მას სისტემატურად გაიკეთებთ, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ.
ყელის ტკივილი საშინელი შეგრძნებაა. საბედნიეროდ, უამრავი საშუალება არსებობს მის მოსაშორებლად. თუმცა, თუ ყელის ტკივილი 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა უფრო სერიოზული ჩარევა დაგჭირდეთ.
მაღალი წნევა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა. მაღალი წნევის მქონე ბევრ ადამიანს უწევს მედიკამენტების მიღება. თუმცა, წნევა შეიძლება შემცირდეს მედიკამენტების გამოყენების გარეშეც. ეს მეთოდები ეფექტურია, თუ გაქვთ პრეჰიპერტენზია და ჯერ არ გჭირდებათ რეგულარული მედიკამენტები.
სპეციალური ტექნიკა, მათ შორის დიეტა და ცხოვრების წესის ცვლილებები, მედიკამენტებთან ერთად, დაგეხმარებათ არტერიული წნევა კონტროლის ქვეშ იქონიოთ და გააუმჯობესოთ თქვენი საერთო ჯანმრთელობა.
რატომ არის ასე ძნელი სიგარეტის გადაგდება? - მიზეზი, რის გამოც თამბაქო არ "უშვებს" თავის მომხმარებლებს, მდგომარეობს ნიკოტინისადმი დამოკიდებულებაში. თამბაქოს ნაწარმის ხანგრძლივი ყოველდღიური მოხმარება 6-7-ჯერ უფრო მეტად იწვევს დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლური სასმელები. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას ეწევა ადამიანი - სიგარეტს, სიგარას, ჩილიმს თუ ვაიპს - მათი ხანგრძლივი და ყოველდღიური მოხმარებით ნიკოტინზე დამოკიდებულება ყალიბდება.
კონტრაცეფციის ეს ფორმა სიცოცხლის მანძილზე, შეიძლება ნებისმიერ ქალს, არაერთხელ დასჭირდეს. გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს: პროგესტინულ აბს, კოკს (კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივს), ანტიპროგესტერონს (მიფეპრისტონს - გინეპრისტონს), საშვილოსნოსშიდა საშუალებას (სპირალი).
ენერგიის ნაკლებობის გამო დაღლილობის სინდრომი მოზრდილებში ძალიან გავრცელებულია. ხანგრძლივი სამუშაო საათები, ძილის ცუდი რეჟიმი, არაჯანსაღად კვება და არასაკმარისი ვარჯიში ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ენერგიის გაზრდაში დაგეხმარებათ. თქვენ ასევე შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური ენერგიის დონე ცხოვრების წესსა და დიეტაში გარკვეული ცვლილებების შეტანით.
საღამოსკენ შიმშილის გრძნობა განსაკუთრებულად მძაფრდება და როდესაც სიცხე უკან იხევს, ადამიანებს "საღამოს ძღომა" ეწყებათ,მაცივრიდან გამოაქვთ ყველაფერი! იმისათვის რომ ეს არ დაგემართოთ, რამდენიმე წესი დაიცავით:
დღეს არსებობს თანამედროვე ტრადიციული მედიცინა და ხალხური მედიცინა, რომელიც სხვადასხვა ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას ეფუძნება.ხალხში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ეფექტიანობა დრომ გამოსცადა. უფრო და უფრო ხშირად იყენებენ მათ თანამედროვე ფარმაცევტულ წარმოებაშიც. გთავაზობთ ხალხური მედიცინის იმ რეცეპტებს, რომლებიც გამოგადგებათ გაღიზიანებადობის, ნევროზის, უძილობის, დაღლილობისა და სისუსტის სამკურნალოდ.
დედას კარგი მხედველობა აქვს, მამასაც, ბავშვს კი სათვალე ესაჭიროება. რა არის ამის მიზეზი? როგორ უნდა შეამჩნიოთ მხედველობის პრობლემები შვილს ან როგორია მხედველობის დარღვევის საწყისი ნიშნები?
მნიშვნელოვანია პულსის განსაზღვრა, რადგან ეს მოქმედებს შემდეგ ჯანმრთელობის სხვა ფაქტორებზეც. მოზრდილებში, მოსვენების დროს, გულისცემა წუთში 60-100 დარტყმაა. შესანიშნავ ფორმაში მყოფ სპორტსმენებს შეიძლება ჰქონდეთ გულისცემა წუთში 40-60 დარტყმის ფარგლებში. ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პულსი ჩვეულებრივ უფრო ნელია, ვინაიდან გული უფრო ეფექტურად მუშაობს. თქვენი გულისცემის გაზომვით, შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად ჯანმრთელია თქვენი გული და თვალყური ადევნოთ იმას, თუ რამდენად ინტენსიური ხართ ვარჯიშის დროს.
ადამიანთა უმრავლესობა დღე-ღამეში 4-6-ჯერ შარდავს. შარდის გამოყოფა მეტწილად დღისით ხდება, ღამით კი ეს პროცესი უმეტესად ერთჯერადია. გამოყოფილი შარდის რაოდენობა სხვადასხვაა - 700 მილილიტრიდან 3 ლიტრამდე.შარდვის გახშირება რამდენიმე სახისაა:
იზრდება გამოყოფილი შარდის მოცულობა, რასაც მედიცინის ენაზე პოლიურია ეწოდება;ხშირდება შარდვა, თუმცა გამოყოფილი შარდის ჯამური მოცულობა უცვლელია;შარდვაც ხშირდება და შარდის მოცულობაც იმატებს.
შარდვის გახშირებას შესაძლოა თან ახლდეს დისკომფორტი შარდვისას, შარდის შეკავების გაძნელება. ზოგჯერ პაციენტები ხშირ შარდვას უჩივიან, თუმცა მათ ეს შეგრძნება მხოლოდ იმიტომ უჩნდებათ, რომ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ შარდის ბუშტის დაცლა, რეალურად კი გამოყოფილი შარდის მოცულობა უცვლელია. ღამით შარდვის გახშირებას მედიცინაში ნიქტურიას უწოდებენ. ის ზოგჯერ დაავადებაზე მიუთითებს, არცთუ იშვიათად კი იმის ბრალია, რომ ადამიანი საღამო ხანს ან უშუალოდ ძილის წინ იღებს სითხეს, ანდა დღის განმავლობაში იმაზე მეტ წყალს სვამს, ვიდრე სხვები.
მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.ეს სიმპტომი ხშირად ახლავს გაციებას და ვირუსულ ინფექციებს. ცხადია, თერაპევტისა თუ პულმონოლოგის მეთვალყურეობით მკურნალობა აუცილებელია, თუმცა არატრადიციული მედიცინის რჩევების გათვალისწინებასა და შესაბამისად, ხალხური საშუალებების გამოყენებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხველისგან თავდასაღწევად.
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.აღნიშნულ სიტუაციაში არსებობს გამოსავალი და შესაძლებელია თვიურის დაჩქარება. უნდა აღინიშნოს, რომ მენსტრუალური ციკლის იძულებითი დარღვევა, განსაკუთრებით, თუ ეს რეგულარულად ხდება, შეიძლება ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ რეაგირებს ორგანიზმი ფიზიოლოგიური პროცესების ხელოვნურად დარღვევაზე.
პირველი, რაც ამ შემთხვევაში მოიშლება, ჰორმონული ფონია, რაც ქალის ორგანიზმისთვის შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. ამიტომ, თვიურის დაჩქარება უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.
მენსტრუაციის დაჩქარების ერთ-ერთი გზა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებაა, მათ დალევას იწყებთ ციკლის დაწყების სასურველ ვადამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე და ერთი კვირის შემდეგ წყვეტთ. როგორც კი ამას გააკეთებთ მენსტრუაცია დიდ ხანს აღარ გალოდინებთ.
ჯანჯაფილი (კოჭა) - უბრალოდ აღმოსავლური სანელებელია, რომელსაც ძალუძს განსაკუთრებული გემო მისცეს ნებისმიერ საკვებს, მაგრამ ამავდროულად იგი გამოიყენება სამკურნალოდაც. ითვლება, რომ ჯანჯაფილს გააჩნია ბევრი უნიკალური თვისება, რომელთა რიცხვშიც შედის ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის თვისებაც.
გიგრძვნიათ თვალების სიმშრალე, წვა ან ქავილი? თუ ასეა, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გამო თვალების გადაღლა გავრცელებული და ხშირი პრობლემაა.
კოშმარული სიზმრები ძილში სიარულთან, საუბარსა და ღამის შიშებთან ერთად პარასომნიური ბუნების ძილის დარღვევებს მიეკუთვნება, რომლებიც ძილის ყველაზე ღრმა სტადიაში წარმოიშობა. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 5%-ს ტანჯავს სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ღამის კოშმარები, რომლებიც მათ მოსვენებას გაღვიძების შემდეგაც არ აძლევს - ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ღამით ნანახის უსიამოვნო გავლენისა და ტყვეობის ქვეშ რჩება. რატომ ესიზმრებათ ღამის კოშმარები და რა წარმოადგენს მათ რეალურ საფუძველს?