როგორ მოვიშოროთ ხვრინვა სწრაფად და სამუდამოდ - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ხვრინვა სწრაფად და სამუდამოდ

გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს

ეს რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ხვრინვა:

  • აკონტროლეთ წონა;
  • დაიძინეთ გვერდზე. თუ სიზმარში ისევ ზურგზე გადატრიალდებით, სცადეთ პიჟამის უკან ჯიბე გაიკეთოთ და მასში ჩადოთ, მაგალითად, ჩოგბურთის ბურთი;
  • ოდნავ აწიეთ საწოლის თავი ან გამოიყენეთ პატარა ბალიში;
  • დალიეთ ნაკლები ალკოჰოლი და საძილე აბები, ან კიდევ უკეთესი, უარი თქვით მათზე;
  • მოწევას თავი დაანებეთ;
  • იძინეთ საკმარისად. მოზრდილებს დღეში მინიმუმ 7 საათი უნდა ეძინოთ. ბავშვებისთვის ძილის რეკომენდებული რაოდენობა განსხვავდება ასაკის მიხედვით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ეს არის 10-13 საათი დღეში, უმცროსი მოსწავლეებისთვის - 9-12, ხოლო მოზარდებისთვის - 8-10.

ისარგებლეთ სპეციალური საშუალებებით

ხვრინვის თავიდან აცილებას ხელს უწყობს სპეციალური საშუალება. ცხვირისთვის არსებობს სპეციალური დასაკრავი პლასტირი, რომელიც აფართოებს ნესტოებს და ზრდის ჰაერის ნაკადის მიწოდებას. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხსნელი სფრეი, ოღონდ მთავარია, არ გადააჭარბოთ და არ შეეჩვიოთ მას.

მიმართეთ ქირურგს

  • სეპტოპლასტიკა, ან ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე, რომელიც გამრუდების პრობლემას აგვარებს;
  • ტონზილექტომია, ან ტონზილების მოცილება;
  • ადენოიდექტომია, ან ადენოიდების მოცილება.