როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მენსტრუალური ციკლი აუზზე ან ზღვაზე წასვლის წინა დღეს დაგეწყოთ - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მენსტრუალური ციკლი აუზზე ან ზღვაზე წასვლის წინა დღეს დაგეწყოთ

ტამპონი

ტამპონი მარტივი გამოსაყენებელია, ის შესაფერისია ინტენსიური გამონადენისთვისაც კი და საიმედოდ იცავს გაჟონვისგან. ცურვისას ტამპონი შეიწოვს წყალს, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ რაც შეიძლება მცირე ზომა და შეცვალოთ იგი ცურვისთანავე. სხვა შემთხვევაში ტამპონების გამოცვლა საჭიროა ყოველ 4-8 საათში, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება ინფექციის რისკი.

მენსტრუალური ჭიქა

მენსტრუალური ჭიქა აგროვებს სეკრეციას, მაგრამ არ შთანთქავს. როგორც წესი, მენსტრუალური ჭიქა იცვლება ყოველ 6-8 საათში, ზუსტი დრო დამოკიდებულია მის ზომასა და მენსტრუაციის ინტენსივობაზე. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ თქვენზე უნდა მოირგოთ და თავდაპირველად შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ.

მიიღეთ სითხე

გარდა ჰიგიენური საშუალებებისა, აუცილებელია მიიღოთ ბევრი სითხე. როცა წყალში ხართ და ოფლი მაშინვე "ირეცხება", შესაძლოა წყურვილი ვერ იგრძნოთ. მენსტრუაციის დროს ჰორმონალური "რყევები" კიდევ უფრო ზრდის დეჰიდრატაციის რისკს. ამიტომ მნიშვნელოვანია თან წაიღოთ წყალი და დალიოთ რეგულარულად.

რაც შეიძლება მალე გაიხადეთ სველი საცურაო კოსტიუმი

ნოტიო თბილი გარემო ქმნის იდეალურ პირობებს სოკოების და ბაქტერიების გამრავლებისთვის. ამიტომ უმჯობესია რამდენიმე საცურაო კოსტიუმი წაიღოთ სანაპიროზე და ცურვის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიცვალოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ მიდრეკილება სხვადასხვა ინფეცქიური დაავადებისკენ.

რატომ არის პმს ზოგიერთი ქალისთვის გამოწვევა, ზოგისთვის კი ჩვეულებრივი მოვლენა