როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოღომ გიკბინათ - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოღომ გიკბინათ

კოღოს ნაკბენის დროს ჩნდება ძლიერი ქავილი - საჭიროა დიდი მოთმინება, რათა არ მოიქავოთ ნაკბენის ადგილი. ამაში დაგვეხმარება ნაკბენის ადგილზე წასმული სოდის ხსნარი ან ანტიალერგიული გელი, რომელიც განკუთვნილია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება.

ზოგჯერ კოღოს ნაკბენი იწვევს ალერგიას, კულიციდოზს, რომლის დროსაც ნაკბენი შეშუპებულია და კი არ გექავებათ, არამედ გტკივათ. ამ შემთხვევაში მედიკამენტები ხშირად შეუცვლელია, თუმცა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

კოღოების ნაკბენის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ რეპელენტები - სპრეი, მალამოები ან ლოსიონები, რომლებიც დაიცავს თქვენს კანს და თქვენ.