ცენტრალური გათბობა - rogor.ge

6 ნიშანი, თუ როგორ მიხვდეთ, რომ გათბობის ქვაბი გასაწმენდია

გათბობის ქვაბიდან წყლის რეგულარულად გადინება მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა მისი სიცოცხლის გახანგრძლივების, ეფექტურობის გაზრდის, მოულოდნელი გაჟონვის ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად და საბოლოოდ ფულის დასაზოგად.

თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ გათბობის ქვაბი გასაწმენდია:

9 ხერხი, როგორ გათბეთ სახლში, სანამ გათბობას ჩართავთ

შემოდგომას მოაქვს სიცივე, და თუ ბინაში ცენტრალური გათბობა არ არის ჩართული, შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ. თუმცა, არსებობს რამდენიმე ეფექტური ხერხი, როგორ შეინარჩუნოთ სითბო მაშინაც კი, როცა გათბობა ჯერ არ ჩართულია.

გათბობის რადიატორები ბევრად უფრო ცხელი გახდება: მარტივი ხრიკი ბოთლით და ხრახნით

გათბობის სეზონი იწყება, მაგრამ ბევრს აწუხებს პრობლემა, ოდნავ თბილი რადიატორების გამო. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად ჩნდება მრავალსართულიანი შენობების ზედა სართულების მცხოვრებლებს შორის. როცა პირველად ჩართავთ გათბობას, აუცილებლად უნდა დააჰაეროთ რადიატორები.

ეს შეიძლება გაკეთდეს სპეციალისტების დახმარების გარეშე, ან დამოუკიდებლად. რადიატორიდან ჰაერის ამოღება ხელს შეუწყობს სტრუქტურის შიგნით წნევის ამაღლებას და გათბობის გაუმჯობესებას. პროცედურა ტარდება ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში და მხოლოდ გათბობის ჩართვის შემდეგ. ბატარეის დაჰაერებამდე მოამზადეთ ცარიელი ბოთლი და ბრტყელტუჩა.

როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯი? რჩევები პროფესიონალისგან

გათბობის ყველაზე თანამედროვე და გავრცელებული საშუალება ცენტრალური გათბობის სისტემაა. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ გათბობის სისტემა, სწორად დააპროექტოთ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშაოს და ამავდროულად დავზოგოთ კომუნალური ხარჯი, ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. მათ, ვინც გადაწყვიტა სახლში ცენტრალური გათბობის მონტაჟი, ან სარგებლობს გათბობის ამ სისტემით ცენტრალური გათბობის სისტემების დამპროექტებელი ნიკოლოზ გაზდელიანი საინტერესო რჩევებს უზიარებს.

როგორ მოვიქცეთ გათბობის სისტემის გაყინვის შემთხვევაში

თუ ცივი ზამთრის პერიოდში გათბობის სისტემაში წყალი გაიყინა, სახლის ან ბინის ყველა მკვიდრის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა.ამ პრობლემის მოგვარება კი ხშირ შემთხვევაში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამ სტატიაში განვიხილავთ პრობლემის ძირითად გამომწვევ მიზეზებს, გასწავლით, თუ როგორ შეიძლება მათთან გამკლავება დიდი ფინანსური დანაკარგების გარეშე და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება.

როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად ცენტრალური გათბობის სისტემა - დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

სა­ბი­ნაო ექ­სპერ­ტის რი­ჩარდ მუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით (Thermal comfort and control, Richard Moore) სა­ერ­თო ოთა­ხის­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა 21C°, სა­ძი­ნე­ბელ­ში 18C° , გა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ­ცერთ ოთახ­ში არ უნდა იყოს 16C° ნაკ­ლე­ბი, თუ 2 სა­ათ­ზე მეტი გავ­ჩერ­დე­ბით ოთახ­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა 12C°-ია, გა­იზ­რდე­ბა წნე­ვის აწე­ვის, გუ­ლის შე­ტე­ვი­სა და ინ­სულ­ტის რის­კი. ამ სტან­დარ­ტებ­ზე უფრო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბიც არ არის სა­სურ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის და სა­ცხოვ­რებ­ლის გა­რე­მოს სით­ბუ­რი ბა­ლან­სი.

როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი და სხვა დეტალები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას - სპეციალისტის რჩევები

გათბობის სისტემის შერჩევა, შეძენა და მონტაჟი არც ისე მარტივი საქმეა და ბევრი დეტალის გათვალისწინებას, ცოდნას მოითხოვს. როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი, რადიატორები, მილები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და დიდი დანახარჯიც არ გვქონდეს, ან როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას, ამის შესახებ საცალო პროექტებისა და გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ნავროზაშვილი გვესაუბრა.

როგორ დავმალოთ რადიატორი ლამაზად

სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ რადიატორი და გათბობის სისტემა ინტერიერს აუშნოებს. თავს იჩენს ხოლმე საჭიროება, ეს ნივთი შეინიღბოს. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს თან ლამაზად და თან უსაფრთხოდ. მოდით ვნახოთ ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

სანამ ცენტრალურ გათბობას დაამონტაჟებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

გათბობის ყველაზე თანამედროვე და გავრცელებული საშუალება ცენტრალური გათბობის სისტემაა. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ გათბობის სისტემა, სწორად დააპროექტოთ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშაოს, ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. მათ, ვინც გადაწყვიტა სახლში ცენტრალური გათბობის მონტაჟი, ცენტრალური გათბობის სისტემების დამპროექტებელი კახა ქიტიაშვილი საინტერესო რჩევებს უზიარებს.

როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე (კუსტარულად)

ცენტრალური გათბობა ძვირი სიამოვნებაა და თან ამასთანავე მას შეზღუდვები გააჩნია. ძირითადად ასეთი სისტემები მუშაობს გაზზე ან ელექტრო ენერგიაზე (რა თქმა უნდა ბევრ ელექტრო ენერგიას მოიხმარს). რა ვქნათ მაშინ, როდესაც ვიმყოფებით ქვეყნის პერიფერიაში, სადაც არ არსებობს გაზ-გაყვანილობა და ადამიანებს არ შეუძლიათ ძვირადღირებული ელექტრო სისტემების შეძენა. ამ ინსტრუქციაში ახსნილია, თუ როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე კუსტარულად.