როგორ დავმალოთ რადიატორი ლამაზად - rogor.ge

როგორ დავმალოთ რადიატორი ლამაზად

იმისათვის, რომ ბატარეა ისე შეიფუთოს, თან ლამაზი იყოს და თან სითბოს სათანადოდ გამოსცემდეს, უსათუოდ უნდა იცოდეთ, რა პრინციპით ათბობს ტერიტორიას.

ყველაზე პრაქტიკული, როგორც წესი, არის დასამაგრებელი ან მისადგამი ატრიბუტები, რომელიც ძალიან მარტივად მაგრდება და სერიოზულად არ აფერხებს სითბოს გამოცემას, ასევე ნებისმიერ დროს შეძლებთ რადიატორთან წვდომას საჭიროების შემთხვევაში. ასეთი საჭიროება კი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდეს. კედელში და თაბაშირმუყაოში ჩამონტაჟებული რადიატორი კი ამ მხრივ პრობლემას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დემონტაჟისა და გამონგრევის გარეშე პრობლემას უბრალოდ ვერ მოაგვარებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დეკორატიული ბუდე იყოს დამზადებული ისეთი მასალისგან, რომელიც არ შეაფერხებს სითბოს გამოცემას. იმისთვის, რომ ჰაერი თანაბრად გათბეს, ის თავისუფლად უნდა ახერხებდეს შესვლას რადიატორის ქვემოდან და შემდეგ ზემოდან ამოსვლას.

იხილეთ სრულად