როგორ მოვიქცეთ გათბობის სისტემის გაყინვის შემთხვევაში - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ გათბობის სისტემის გაყინვის შემთხვევაში

გაყინვის ძირითადი მიზეზები:

მილების გაყინვა ყველაზე ხშირად აგარაკებსა და კოტეჯებში ხდება, რომელთა კედლები არ არის სათანადოდ იზოლირებული. ამ პრობლემის გამომწვევი კიდევ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ჩვენი ბრალი.

პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს:

  • სერვისის მომწოდებელი კომპანიის გაუმართაობამ, როდესაც გაზი საკმარისი წნევით არ მოეწოდება სისტემას, მას უჭირს ძლიერ ყინვასთან გამკლავება.
  • გათბობის სისტემის გაფუჭებამგაზის მილები ზოგიერთ ქალაქსა თუ უბანში წლების განმავლობაში არ შეცვლილა, ამიტომაც მილის დიამეტრის მნიშვნელოვანი შევიწროება იწვევს ტეპერატურის ვარდნას, ხოლო თბოიზოლაციის დარღვევა კი ყინულის კრისტალების გაჩენას.
  • ამინდის მოულოდნელმა გაუარესებამთუ მოულოდნელად ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, ამაში დამნაშავე არავინაა. მილები ვერ უძლებენ ძლიერ ყინვას და შესაბამისად ვდგებით დიდი პრობლემის წინაშე.

rogor-1667304052.jpg

ჩვენ გასწავლით 2 მარტივ ხრიკს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა:

მდუღარე წყალი

გაყინულ მილს, პრობლემურ ადგილზე შემოახვიეთ ნაჭრის რამდენიმე ფენა და დაასხით ცხელი წყალი. სასურველია დახმარება ოჯახის წევრს სთხოვოთ.

სასურველი შედეგის მისაღებად ეს მეთოდი გაიმეორეთ რამდენიმეჯერ 10-12 საათის განმავლობაში.

თმის საშრობი ფენი

თუ შედარებით პატარა ბინაში ცხოვრობთ და ფიქრობთ, რომ სიტუაცია არც ისე რთულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის საშრობი ფენი.

გირჩევთ დააყენოთ სპეციალური თერმორეზისტენტული მილი, რომელიც აღჭურვილია კარგი იზოლაციის ფუნქციით.

თიკო ღაჭავა