როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯი? რჩევები პროფესიონალისგან - rogor.ge

როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯი? რჩევები პროფესიონალისგან

რა აუცილებელი დეტალები უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორად მოხდეს გათბობის მონტაჟი?

მონტაჟის დროს, უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ტიპის ბინაა. თუ ბინა გარემონტებულია და მილების გაყვანა ხდება კედლებზე, გარედან, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი მაღალი ხარისხის მილების დაყენება, რადგან, თუ გასკდება ის მილი, რომელიც გარეთ არის დაყენებული, მარტივად გადავაბამთ, აღვადგენთ და ამით დასრულდება. არ დაგვჭირდება ათხრა, იატაკის აყრა და ა.შ. ამ დროს, ეკონომიის მიზნით საშუალო ხარისხის მილის გამოყენებაც შეიძლება.

რაც უფრო დიდია ქვაბი, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო კარგია გათბობისთვის?

არა, ეს მცდარი მოსაზრებაა არსებობს არასწორი მოსაზრება რომ ერთი სექცია ყოფნის ერთ კვადრატს, ან 10 სმ რადიატორი ყოფნის ერთ კვადრატს, ესეც სიცრუეა სინამდვილეში, განიერი, თბილი კედელი სადაც გვაქვს, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები სექციების დაყენებაა საჭირო. როდესაც ვიტრაჟია და სახლს გვერდზე მცხოვრები არ ჰყავს, არის კუთხის ბინა, რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტი თბოდანაკარგია და უფრო მეტი სექცია სჭირდება

როდის უნდა დავკეტოთ რადიატორი

- რადიატორი იმ შემთხვევაში შეიძლება დავკეტოთ, როდესაც ოთახის კარები იქნება გამოკეტილი. თუ იმ ოთახის კარები გამოკეტილია, რომელ ოთახშიც რადიატორს ვკეტავთ, რადიატორის გათიშვა არ არის შეცდომა. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ერთი რადიატორია ჩართული, ცოტას დაწვავს, თუმცა პირიქით ხდება. სწორ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში, რადიატორი უნდა მუშაობდეს 12 საათი. პირობითად, თუ იმუშავა ერთი წუთი, უნდა დაისვენოს ერთი წუთი. თუ ეს რეჟიმები დარღვეულია, მაშინ ხდება ხარჯის ზრდა. გაგრძელება

წყარო: ss.ge