როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი და სხვა დეტალები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას - სპეციალისტის რჩევები - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი და სხვა დეტალები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას - სპეციალისტის რჩევები

- რა დეტალებისგან შედგება გათბობის სისტემა და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?

- გათბობის სისტემა შედგება გათბობის ქვაბის, მილგაყვანილობის და რადიატორებისგან. ძირითად როლს თამაშობს გათბობის ქვაბი. გათბობის ქვაბის შერჩევა უნდა მოხდეს არა კვადრატულობით, არამედ რადიატორების სიმძლავრითა და მილგაყვანილობის მიხედვით. უფრო დეტალურად გავშიფრავ - მაგალითად, თუ მაქვს ბინა, ბინის სითბოს დანაკარგი რამდენი მაქვს, დათბუნება მაქვს, თუ არ მაქვს, მეზობელი ცხოვრობს, თუ არც ცხოვრობს გვერდით, რა ტიპის მილგაყვანილობა მაქვს, ვაფასებთ ამ ყველაფერს და ამის შემდეგ ხდება რადიატორების შეფარდება კონკრეტულ, არსებულ ბინაზე. თუ ბინაში სითბოს დანაკარგი მეტი მაქვს, ამ შემთხვევაში სხვანაირად უნდა გავთვალო არასტანდარტულად. ჩვენ რომ კვადრატულობით ვსაუბრობთ, ძნელია ესე გამოთვლა. სასურველია სიმძლავრეებით გავითვალისწინოთ, მაგალითად, თუ 10 კვტს-ყოფნის ერთი მეტრი რადიატორი, ე.ი ერთი კილოვატია და ასე უნდა დავითვალოთ, ეს უფრო სწორია. მე თუ მაქვს ოთხი მეტრი რადიატორი, ე.ი. ოთხი კილოვატია. ამ შემთხვევაში უკვე ვიცი, მინიმალური სიმძლავრის ქვაბიც რომ შევიძინო, აუცილებლად ეყოფა.დღეს ძალიან ბევრი მომმართავს იმ მიმართულებით, რომ უკვე უყენია კონკრეტული სიმძლავრის ქვაბი და რადიატორების არასწორი შერჩევის გამო, პრობლემა „ბრალდება“ ქვაბს. რაც ჩემი აზრით არასწორია, „იძახიან“ რომ ქვაბი არ ათბობს და ა.შ. როცა მიდიან ჩემს მიერ რეკომინდებირებული სპეციალისტები, ნახულობენ, რომ რადიატორები ძალიან ცხელია, მაგრამ ქვაბის ბრალი არ არის. რაშია საქმე? ძირითად შემთხვევაში კონკრეტულ ფართობში რადიატორი სწორად არ არის შერჩეული. ქვაბი ამ შემთხვევაში არის „გამაცხელებელი“.ქვაბმა გააცხელა წყალი, რადიატორში შედის და რადიატორიც ცხელდება, მაგრამ კონკრეტულ ფართობს ვერ ყოფნის ის კონკრეტული რადიატორის სიმძლავრე. ამ შემთხვევაში ქვაბი დატვირთვით მუშაობს, ხარჯი მეტია და პრობლემებიც აქედან მოდის.

- თუ აქვს მნიშვნელობა, რა ადგილას მონტაჟდება ქვაბი?

- ძირითად შემთხვევაში გათბობის ქვაბის სწორად მონტაჟი რეკომენდებულია ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა არის პლუს გრადუსი. ნებისმიერ გათბობის ქვაბს უწერია, რომ პლუს გრადუსი ტემპერატურის რეჟიმში უნდა იყოს ჩართული. მომხმარებლებს ვურჩევ, რომ დახურულ სივრცეში, პირობითად სამზარეულოში დაამონტაჟონ ქვაბი. თუ სამზარეულოში არ აქვთ ადგილი, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ აივანზე, მაგრამ რა თქმა უნდა ჰერმენტულად. ამ დროს აუცილებელია კარგად შეიფუთოს ქვაბიც და მილებიც, რათა არ გვქონდეს დანაკარგი. თუ ქვაბი შეფუთულია და მილები არა, გაცხელებული წყალი როცა გადავა მილებში, გზაში ისევ გაცივდება, ვერ მიაღწევს რადიატორებამდე სასურველ ტემპერატურას. ამ შემთხვევაშიც გადაიღლება ქვაბი და ხარჯიც მეტი იქნება. წაიკითხეთ ვრცლად