თქვენი ოთახის მცენარეები ხმება? ფოთლები ცვივა, ხოლო ღეროები მტვრევადი გახდა? არსებობს ბიუჯეტური სასუქი, რომელიც მათ გადარჩენაში დაგეხმარებათ. ის ნებისმიერ საოჯახო აფთიაქში შეგიძლიათ იპოვოთ, წერს ТСН.ua.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ასპირინი მრავალი დაავადების მკურნალობაში გამოიყენება. გარდა ამისა, ეს პრეპარატი ძალიან ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში. თუმცა, აცეტილ სალიცილის მჟავის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სამკურნალოდ. ასპირინი შესაძლოა ბიუჯეტური სასუქი გახდეს მცენარეებისთვის.
სპატიფილუმი ცნობილია თავისი თეთრი ყვავილებითა და ხასხასა მწვანე ფოთლებით. ჩვეულებრივ, ამ მცენარეს მარტივ მოსავლელს უწოდებენ, თუმცა, მისი მფლობელები ხშირად აწყდებიან პრობლემას – მცენარე არ ყვავილობს, მისი ფოთლები მოწყენილია და ჩნდება ლაქები.
თუ გსურთ, რომ თქვენი სახლის მცენარეები აყვავდნენ, ისინი უნდა იყვნენ საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში, სადაც მიიღებენ საკმარის წყალს, მზეს და ჰაერს. თუმცა, დროთა განმავლობაში მცენარეები მოიხმარენ ნიადაგში არსებულ თითქმის ყველა საკვებ ნივთიერებას და ორგანულ მასალებს.
მართა სტიუარტის ვებსაიტზე საუბარია იმაზე, თუ რატომ გჭირდებათ ნიადაგის გამოცვლა ქოთანში და როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად.
ზაფხულში, დასვენების სეზონზე, ბევრი ადამიანი მიდის დასასვენებლად. თუმცა, მოგზაურობის საერთო პრობლემაა ყვავილების მორწყვა. სახლის მცენარეები შეიძლება უბრალოდ მოკვდნენ, თუ წყლის გარეშე დარჩებიან. თუმცა, არსებობს მარტივი და დროში გამოცდილი მეთოდი, რომელიც გადაარჩენს თქვენს მცენარეებს სახლიდან შორს ყოფნისას.
თქვენს საძინებელში მცენარეების დადგმამ შეიძლება გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი ნახშირორჟანგის შთანთქმით და გაფილტვრით და ჟანგბადის გამოყოფით.
ყველა სახლის მცენარის შენახვა არ შეიძლება საძინებელში, მაგრამ ეს სამი არა მხოლოდ არ დააზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, არამედ ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას.
ზამთარში განსაკუთრებით რთულია მცენარეებისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნება. მზის ნაკლებობა, მშრალი ჰაერი, ცვალებადი ტემპერატურა, დღის სინათლის ნაკლებობა - ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ყვავილების მდგომარეობაზე. მცენარეების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ რჩევას.თითოეული მცენარეს ინდივიდუალური მიდგმა სჭირდება. ზოგი უხვად მორწყვას საჭიროებს, ზოგი - იშვიათად, ზოგს ჩრდილი მოსწონს, ზოგს კი მზის სხივების მუდმივი ზემოქმედება სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ნიადაგის გამდიდრება, საკვები ნივთიერებების გარკვეული დონის შენარჩუნება და დროული გადარგვა.
მისაღები ოთახი ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ოთახია თქვენს ბინაში. ის აუცილებლად შესანიშნავად უნდა გამოიყურებოდეს, უნდა იყოს პრაქტიკული და კომფორტული. პროფესიონალი დიზაინერების რჩევები დაგეხმარებათ მოაწყოთ მყუდრო მისაღები ოთახი.
გაგიკვირდებათ, მაგრამ სეზონის ცვალებადობა ოთახის მცენარეებზეც აისახება. ზამთარში დღე კლებულობს, ტემპერატურა ეცემა, შენობაში ჰაერი შრება, რაც შედეგად ხელს უშლის მცენარის განვითარებას და მის ზრდას. როგორ დავეხმაროთ ოთახის მცენარეებს ზამთრის პერიოდის გადატანაში?
ამ ეფექტური მცენარის ტოტი მართალია, ბამბუკს მოგაგონებთ, თუმცა მას დრაცენა სანდერა ქვია. ინგლისელები მას ბედნიერების ბამბუკს ეძახიან და სჯერათ, რომ მას სახლში სიმდიდრე და წარმატება მოაქვს.
ბირმინგემის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კვერცხის ნახარში გამოიკვლიეს და საოცარი შედეგი მიიღეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს: კვერცხის მოხარშვის შემდეგ წყალი არ უნდა გადაღვაროთ!
ოთახის მცენარეების მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ პატარა ქოთნის მცენარეებისთვის ადგილის მიჩენა მარტივია, ისინი ადვილად ერწყმიან ოთახის საერთო ინტერიერს. ცოტა ძნელია დიდი ზომის, მაღალი მცენარეების განლაგება. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ასეთი მცენარისთვის ყველაზე ხელსყრელი ადგილი მისაღები, კონკრეტულად კი მისაღების კუთხეა. თუმცა, ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ასე სულაც არ არის, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდვია.
კაქტუსი - საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. მაგრამ ყველგან ისინი არ ხარობენ. იმისათვის, რომ მიაღწიოთ კაქტუსის აყვავებას, საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.