როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარეები - rogor.ge

როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარეები

დრაცენა

დრაცენა სანდერა საკმაოდ გამძლე მცენარეა. +20 გრადუსიდან +40 გრადუსამდე სითბოს უძლებს, ასევე -18 გრადუსამდე ყინვასაც უძლებს. ძირითადად ეს მცენარე აქვთ ოთახებში. სადაც დრაცენაა მოთავსებული ის ოთახი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. რაც შეეხება გამრავლებას კალმით მრავლდება დრაცენა სანდერა.

ჩინური ვარდი

ჩინურ ვარდს სჭირდება ნათელი მზიანი ადგილი, მას არ უყვარს ჩრდილი. იგი დაახლოებით 2მ-მდე სიმაღლეზე იზრდება თავისუფლად თუ გავუშვებთ, მაგრამ თუ გვინდა ლამაზი მცენარე მივიღოთ სასურველია გაზაფხულზე გავსხლათ ხოლმე. გაზაფხულზე ასევე სასურველია კალუმინიანი სასუქი მივაყრათ, რაც ყვავილობაში ხელს შეუწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს მიწის გაფხვიერება. რაც შეეხება მიწას არ უნდა იყოს მშრალი.

როგორ დავაფესვიანოთ გლიცინი

ავიღოთ მცირე ზომის ყუთი. სასურველია მისი სიღრმე იყოს 20-25სმ. ჩავყაროთ მასში დაახლოებით 15სმ-ს სიღრმეზე მიწა, შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გარეცხილი სილა. ვიღებთ მცენარის კალამს, მასზე უნდა იყოს 2 კვირტი მაინც და მას ვამზადებთ ამ გამზადებულ ნიადაგში. გლიცინის დაფესვიანება უნდა მოხდეს სანამ კვირტები გაიშლება. ნიადაგი არ უნდა გამოშრეს. მისი პერიოდულად მორწყვა აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ დაფესვიანებისას რამდენიმე კალამს დავაკალმებთ, მათ შორის მანძილი აუცილებლად უნდა იყოს დატოვებული. მე რეკომენდაციას დასაფესვიანებელ სტიმულატორებსაც ვუწევ, ის მცენარეს გახარებაში ეხმარება.

როგორ დავაფესვიანოთ ვარდი

ვარდის წყალში დაფესვიანება არ ხდება, იგი მიწაში უნდა დავაფესვიანოთ. მისი დაფესვიანებაც კალმით ხდება სადაც სპეციალურად გამზადებულ მიწაში ვდებთ. მორწყვა აუცილებელია, ოღონდ ზომიერად.

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ალოეს

ალოე საკმაოდ ადვილი გასამრავლებელია. ადრე გაზაფხულზე ან თუნდაც ზაფხულში მცენარეს შეგვიძლია მოვატეხოთ ტოტი , 2 დღის განმავლობაში დავდოთ ისე რომ გამოშრეს, გამოშრობის შემდეგ კი ქვიშაში ჩავდებთ და გაიხარებს. მორწყვა აქაც უნდა, რა თქმა უნდა ზომიერად.

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჟასმინისებრ გარდენიას

ჟასმინისებრი გარდენია ოთახის პირობებში უფრო ძნელი მოსავლელია, ამ მცენარეს უფრო გარეთ რგავენ. ჟასმინისებრ გარდენიას აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად უჭირს გახაარება , ეს მცენარე დასავლეთში უკეთესად ხარობს. ოთახის პირობებში ამ მცენარის გახარება შეიძლება თუ მას ტორფით გამოვკვებავთ. ზაფხულში იგი აუცილებლად გარეთ უნდა დაიდგას. ამ შემთხვევაშიც ნიადაგი არ უნდა გამოშრეს, სასურველია მისი ხშირი მორწყვა.

როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს

ყველა მცენარისთვის სასუქი სასურველია და ამისთვის გარკვეული პერიოდები არსებობს. ამ სემთხვევაში არც ბარაქის ხეა გამონაკლისი. მცენარე როდესაც ვეგეტაციას იწყებს იმ პერიოდში სასურველია მივცეთ აზოტის შემცველი სასუქები. ეს ყველაფერი მცენარის ზრდას უწყობს ხელს. შემდეგ უკვე შემოდგომის პერიოდში კალუმინიანი და ფოსფორიანი სასუქებია სასურველი. ბარაქის ხისთვის სასუქებთან ერთად აუცილებელია კარგი განათებაც. მას სჭირდება სინათლე განსაკუთრეებით ზამთრის პერიოდში.

წყარო: ambebi.ge