როგორ გადავარჩინოთ ოთახის მცენარეები ზამთარში - rogor.ge

როგორ გადავარჩინოთ ოთახის მცენარეები ზამთარში

ნაცარი

ნიადაგის ფერფლით გამდიდრება შესაძლოა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად ეფექტური საშუალებაა. თუ ამჩნევთ, რომ ფოთლებმა დაიწყო გამოშრობა კიდეებზე და გაუჩნდა ლაქები, მცენარეს კალიუმის ნაკლებობა აქვს. ნაცარი მდიდარია ამ მიკროელემენტებით, ასევე კალციუმის კარბონატით, ამიტომ მას შეუძლია მცენარეების გაჯანსაღება და მათი სიცოცხლის გახანგრძლივება. ნაცარი ასევე აჩქარებს სასარგებლო ნივთიერებების მოძრაობას მცენარის უჯრედებში, რითაც ახდენს ბიოქიმიური პროცესების ნორმალიზებას, აუმჯობესებს მიკროელემენტების შეწოვას. არეგულირებს წყლის ბალანსს, ააქტიურებს ფოტოსინთეზის პროცესს, შეიცავს მაგნიუმს.

სახამებლიანი წყალი

რატომ უჭირს მცენარეს ზამთარში? მზის სინათლის დეფიციტის გამო, ზოგიერთი მცენარის კვების ძირითადი წყარო სწორედ სინათლეა. პრობლემის მოსაგვარებად იყენებენ სახამებელს. დაუსხით მცენარესმაკარონის ან კარტოფილის ნახარში, რა თქმა უნდა, გაციებული. განაგრძეთ კითხვა

როგორ გადავრგოთ კაქტუსი უსაფრთხოდ: წესები და რეკომენდაციები