როგორ გადავარჩინოთ ნახევრად გამხმარი მცენარე - ეს საშუალება ყველა აფთიაქშია - rogor.ge

როგორ გადავარჩინოთ ნახევრად გამხმარი მცენარე - ეს საშუალება ყველა აფთიაქშია

ასპირინი მცენარეებისთვის – ეს სამედიცინო პრეპარატი სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ:

როდესაც ფოთლები იწყებენ ცვენას;

თუ ოთახის მცენარეზე ახალი კვირტები არ ჩნდება;

როცა ყვავილი იწყებს ჭკნობას, გაშრობას, ფერის დაკარგვას.

ასპირინის დახმარებით შეძლებთ მცენარის სწრაფად რეანიმირებას და ასევე მისი ზრდის და ახალი კვირტების გაჩენის სტიმულირებას. ასევე, ასპირინი ეხმარება მცენარეებს ეფექტურად აიცილონ თავიდან სოკოვანი დაავადებები და ამარტივებს სტრესს მცენარის გადარგვის შემდეგ.

რატომ არის ის ეფექტური

როდესაც მცენარე სტრესულ მდგომარეობაში ვარდება, ის იწყებს სალიცილის მჟავის გამომუშავებას, რათა შექმნას იმუნიტეტი და უკეთ გაუმკლავდეს სხვადასხვა პრობლემებს. თუ ასპირინის ხსნარით შეწამლავთ მცენარეებს, შექმნით დამატებით დამცავ ბარიერს.

როგორ გამოიყენება ასპირინი ოთახის მცენარეებისთვის სასუქის მოსამზადებლად

დაფქვით ტაბლეტი და გახსენით წყალში. ამ ხსნარით უნდა შეწამლოთ და მორწყოთ ოთახის მცენარეები კვირაში 2-3-ჯერ. ზამთარში, როდესაც მცენარეები დასვენების პერიოდში არიან, უმჯობესია ეს იშვიათად გაკეთდეს.

როგორ მოვუაროთ სპატიფილუმს, რომ იყვავილოს