წყალბურთი გუნდური თამაშის სახეობაა, რომელშიც თითოეული გუნდი შედგება 7 მოთამაშისგან. თამაშის მიზანია დაიცვათ საკუთარი კარი და ბურთი შეაგდოთ მოწინააღმდეგის კარში.
მოთამაშეებს არ აქვთ ფსკერთან, ან აუზის გვერდებთან შეხების უფლება, ისინი თამაშის მიმდინარეობისას მუდმივად უნდა იყვნენ წყლის ზედაპირზე. თამაში შედგება 4 ეტაპისგან, რომელიც გრძელდება ზუსტად 7 წუთი და მათ შორის შესვენება გრძელდება 2 წუთის განმავლობაში.
რა შეიძლება იყოს ჯანსაღ კვებაზე უკეთესი? რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება, რომელიც დაეხმარება სამყაროს, უკეთესი გახდეს. გიამბობთ კლიმატურ დიეტაზე - გახდომის ახალ ტრენდზე მსოფლიოში.
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ დიეტას, რომელიც შეგვინარჩუნებს ჯანმრთელობას და წონაში კომფორტულად დავიკლებთ, ყოველგვარი შიმშილის გარეშე. მაგრამ რა მოხდება, თუ დიეტასთან ერთად შეძლებთ ეკოლოგიის დახმარებასაც?
კლიმატური დიეტა არის კვების გზა, რომელიც ფოკუსირებულია მცენარეულ საკვებზე და ხორცის შემცირებულ მიღებაზე. ასეთი პრინციპის დაცვა აუცილებელია, ნახშირბადის კვალის შესამცირებლად ატმოსფეროსთვის (და კლიმატისთვის), სათბურების საზიანო გაზების გამონაბოლქვი, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების საქმიანობის შედეგად ხდება პლანეტაზე.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხორცის და რძის პროდუქტების მოყვარულებს მთლიანად მოუწევთ ამ პროდუქტების რაციონიდან ამოღება, უბრალოდ უნდა ფოკუსირდეთ ადგილობრივ პროდუქტზე და არა უცხოური წარმოებისაზე.
სხვათა შორის, კლიმატური დიეტა დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ მსოფლიოში გარემოსდაცვით პროცესებზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნისას არ გინდათ ადგომა და მოძრაობა, ამის გაკეთება ხელს უწყობს ტვინში ქიმიური ნივთიერებების გააქტიურებას, რაც თავის მხრივ ორგანიზმის დამშვიდებას შეუწყობს ხელს.
სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს განწყობას და ეხმარება დეპრესიასთან, შფოთვასთან და სტრესთან ბრძოლაში.
სცადეთ და ნახავთ, თუ როგორ შეუძლია ვარჯიშს თქვენი განწყობის და თავდაჯერებულობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა.
„პლანკა“ (ფიცარი) სტატიკური ვარჯიშია, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. არც ერთი სხვა ვარჯიში არ არის პლანკაზე უკეთესი ეფექტურობისა და დროის დაზოგვის თვალსაზრისით.
რეგბი როგორც ჩვენთვის ცნობილია გუნდური სპორტის სახეობაა სადაც ორი მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს ერთმანეთისადმი ბურთის გადაწოდებებით საბოლოოდ ლელო დადოს ,ან გაიტანოს ბურთი H ფორმის კარში. მე გეტყვით რომ ამ სპორტს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც მოგითხრობთ.
რადგან ზაფხული დასრულდა, არ ნიშნავს, რომ თქვენს ფიგურას არ სჭირდება ყურადღების მიქცევა და დახვეწა. ყველაზე ხშირად ზუსტად შემოდგომაზე ხდება მიღწეული შედეგის დაკარგვა, რასაც შემდეგში ხანგრძლივი ვარჯიში სჭირდება. თუ ახლა თქვენ გაქვთ ბევრად მცირე დრო ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ან ნაკლები მოტივაცია, რომ დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, გირჩევთ, რომ დილაობით დაკავდეთ მცირე ვარჯიშებით მაინც, რომელიც დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და სიზარმაცის მიუხედავად ფიგურის შენარჩუნებაში. მათ შესასრულებლად არ არის საჭირო დიდი დრო და არც ზედმეტ დატვირთვას მოითხოვს.
ჩვენი დგომა [i](осанка)[/i] გამოხატავს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ მდგომარეობასაც. იმისათვის, რომ ვიდგეთ გამართულად დ გვქონდეს სწორი დგომა საჭიროა მუშაობა, კერძოდ გარკვეული ვარჯიშების შესრულება, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. მოცემული ვარჯიშები დაგეხმარებათ გაიმაგროთ ზურგის კუნთები. რაც თქვენ დაგჭირებათ ეს არის მცირეოდენი დრო ყოველდღიურად, სურვილი შედეგის მიღწევის და ნებისყოფა. გაეცანით ინსტრუქციას სრულად და იზრუნეთ საკუთარი ფიგურის დახვეწაზე.
იმისათვის, რომ ვარჯიში არ გადაიქცეს მწვალებლურ სესიად აუცილებელია სწორი დასვენება და ენერგიის აღდგენა. ვინც დიდი ხანია ვარჯიშობს, მან კარგად იცის თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სრულფასოვან დასვენებას და ენერგიის აღდგენას. ზუსტად დასვენებაზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი, თუ როგორი იქნება, დამაკყმაყოფილებელი თუ არა.
ყველა მსურველს ვინც გადაწყვიტა ვარჯიშის დაყება, გვერდს ვერ აუვლიან ჰანტელებით ვარჯიშს. ძელზე ვარჯიშთან შედარებით ჰანტელებით ვარჯიშს აქვს რამდენიმე განსხვავება და უპირატეობა. ჰანტელების საშუალებით არის შესაძლებელი ერთი კონკრეტული კუნთის ვარჯიში ისე, რომ არ დაიტვირთოს სხვა კუნთები. გარდა ამისა ჰანტელებით ვარჯიშის დროს მუშაობს უფრო მცირე ზომი სკუნთები და სახსრებიც თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ.
იმ შემთხვევაში თუ გიჭირთ ღამე დაძინება, არსებობს ინსომნიის, იგივე უძილობის დასამარცხებელი მრავალი მეთოდი, ასე რომ არ აღელდეთ და გაეცანით ინსტრუქციას სრულად. მოცემული სავარჯიშოები დაგეხმარებათ ნერვული სისტემის გაჯანსაღებაში, სტრესის დაძლევასა და რელაქსაციაში.
მოცემული 6 პოზა ყველასთვისაა განკუთვნილი, მათთვისაც კი ვინც ცხოვრებაში არასდროს დაკავებულა იოგით. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ვარჯიშის შემდეგ დატკბეთ მშვიდი ძილით არის ბალიში. მოთავსდით საწოლზე კომფორტულად, 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შემდეგ კი დაიწყეთ.