როგორ დაწვათ ზედმეტი კალორიები 15 წუთში სახტუნაოს დახმარებით
ნაბიჯი 1. დაიწყეთ სწორად
თუ გადაწყვეტთ სახტუნაო თოკით ხტომას, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დაწყება. პირველ რიგში, დაიკავეთ სწორი პოზიცია: თოკი უნდა იყოს ბარძაყის დონეზე, მუხლები ოდნავ მოხრილი და ხელისგულები სხეულისკენ. ასევე, საჭიროა სწორად ხტუნვა: ხტუნვისას ზურგი გამართული გქონდეთ და ტერფებით იხტუნავეთ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ თუ გსურთ ინტენსივობის გაზრდა, დაიწყეთ ხტუნვა მსუბუქი თოკით, მაგრამ დამწყებებმა უმჯობესია აირჩიონ უფრო მძიმე თოკი - ეს ხელს შეუწყობს ხტუნვის ტემპის შენელებას.
ნაბიჯი 2. ფეხის შეცვლა
მას შემდეგ, რაც ერთი წუთით დაისვენებთ, კვლავ იხტუნავეთ მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა ფეხით, თითქოს დარბიხართ. ეს ვარჯიში ასევე უნდა შესრულდეს ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ კიდევ ერთი წუთი.
ნაბიჯი 3. 8-დან 8-მდე
ცოტათი დასვენების შემდეგ შეასრულეთ 8 ნახტომი, მარჯვენა და მარცხენა ფეხით მონაცვლეობით, შემდეგ კიდევ 8 ნახტომი, ორივე ფეხით ერთდროულად. იხტუნავეთ ერთი წუთის მანძილზე, დაისვენეთ იმავე დროით და შემდეგ ისევ გაიმეორეთ.
ნაბიჯი 4. დაასრულეთ სავარჯიშო
ახლა ვარჯიში უნდა გართულდეს. ერთი წუთის განმავლობაში გადაახტით თოკს ოდნავ მაღლა, ვიდრე ადრე, ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფეხით, მეტად მოხარეთ მუხლები. შემდეგ ერთი წუთით დაისვენეთ.
ნაბიჯი 5. ინტენსიური ვარჯიში
და ბოლო ეტაპი. ხუთი წუთის განმავლობაში იხტუნავეთ ორივე ფეხით. თუ გსურთ ვარჯიშის გართულება, მაშინ მონაცვლეობით მარჯვენა ან მარცხენა ფეხით. თუ არ შეგიძლიათ ერთი და იგივე ტემპის შენარჩუნება მთელი ხუთი წუთის განმავლობაში, მაშინ გააკეთეთ ხუთი მისვლა თითო წუთის განმავლობაში, ერთწუთიანი ინტერვალით.
როგორ გავაკეთოთ პრესის შეუმჩნეველი ვარჯიში ოფისსა და ტრანსპორტში