საქართველოში მოქალაქეს უფლება აქვს, სახელი და გვარი შეიცვალოს და ამისთვის სხვადასხვა პროცედურა გაიაროს. დეტალური ინფორმაცია იუსტიციის სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მათი ინფორმაციით, საქართველოში სახელისა და გვარის შეცვლის უფლება აქვს:
საქართველოს მოქალაქეს;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა დაბადების ხელახალი რეგისტრაციისა);გასათვალისწინებელია, რომ შეცვლილი მონაცემების შემდეგ, ადამიანი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც შეცვალოს.
ხშირად მოქალაქეები არ ეთანხმებიან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, თუმცა არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების თაობაზე.
პატენტი/სასარგებლო მოდელის მოწმობა არის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას. აღნიშნული გულისხმობს პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებულ მონოპოლიური უფლებას, რომლის საფუძველზეც მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონების/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის გამოყენება.
სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მიხედვით:ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,
- ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით:- მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
- ნივთის გადაცემად ითვლება:
• შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში;
• არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად;
• მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
სახლიდან გაუსვლელად ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის განაცხადის დასარეგისტრირებლად საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, ელექტრონულად ატვირთოთ საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.
რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში.
სახლიდან გაუსვლელად სულადობის ცნობის მისაღებად ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება სულადობის ცნობის მიღებასთან დაკავშირებით.
"საქართველოს ორგანული კანონი "შრომითი კოდექსის შესახებ" აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, რომელთანაც დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. კანონი უშვებს განსაზღვრულ თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას, თუმცა შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამასთან, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" (საქართველოს შრომის კოდექსი). დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაზე, შრომით უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, იურისტი მერი დაუშვილი გვესაუბრება:
21-ე საუკუნეში ხშირია თაღლითობები და ამისთვის თაღლითები ხშირად იყენებენ მოტყუების სხვადასხვა მეთოდს. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თაღლითი გიკავშირდებათ და თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი შედეგები.
ბიზნეს საქმიანობის დაწყება და საკუთარი შემოსავლის ამ სფეროთი გაზრდა თითქმის ყველა ადამიანს უნდა. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ სფეროში ფეხის შედგმა მხოლოდ სურვილი არ არის და მის წარმატებით განხორციელებას რიგი საკითხების სწორად დაგეგმვა-გადაწყვეტა სჭირდება. ამ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე სამართლებრივად გამართული და დახვეწილი იყოს. ვიცოდეთ, რა დოკუმენტების შეგროვება დაგვჭირდება, რა სამართლებრივი პროცედურები უნდა გავიაროთ და ა.შ.
მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის, როგორ მოიგოს მწვანე ბარათი და გაიაროს რეგისტრაცია, გთავაზობთ ინფორმაციას თქვენი ოცნების ასახდენად და ამერიკული ცხოვრების დასაწყებად, გისურვებთ წარმატებებს!
რეგისტრაცია 2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამისთვის დაიწყო 2022 წლის 5 ოქტომბერს. რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 8 ნოემბერს, სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე. სარეგისტრაციო პერიოდში აპლიკანტის მიერ ერთზე მეტი განაცხადის შეტანა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.
აპლიკანტები, რომლებიც ამ პროგრამით შეირჩევიან, კვალიფიკაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ მარტივ, მაგრამ მტკიცე მოთხოვნებს. სახელმწიფო დეპარტამენტი გამარჯვებულებს კომპიუტერის დახმარებით, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს. მოთხოვნები განმცხადებლებისათვის:
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უძრავი ქონების აგენტობა პოპულარული საქმიანობა გახდა, საქართველოში ის, როგორც პროფესიული საქმე, ახლა იხვეწება. ადამიანები თავის უძრავ ქონებას სამართავად ანდობენ პროფესიონალს და ხშირად, არ ინტერესდებიან მათი პროფესიული გამოცდილებით თუ ლიცენზიის არსებობით. საერთაშორისო ბაზარზე, უძრავი ქონების აგენტი ლიცენზირებული და სპეციალური განათლების მქონე ადამიანია, რომელსაც სწორად შეუძლია ბაზრის ანალიზი, თქვენი უძრავი ქონების შეფასება და კეთილსინდისიერ და ხარისხიან მომსახურებას გთავაზობთ. საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალურად ლიცენზირების შესაძლებლობა ლოკალურად და რეალტორთა უმეტესი ნაწილი გამოცდილებაზე დაყრდნობით მუშაობს.
მშენებლობის პროცესი უამრავი პრობლემბისა და გამოწვევის გადალახვასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევა არის ქვეყანაში მოქმედ სამართლებრივ რეალობასთან ადაპტაცია.
შენობა-აგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება მოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პირობითად, თბილისში მშენებლობის უფლებამოსილების გამცემი ორგანოა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი- არქიტექტურის სამსახური.
ნაფიც მსაჯულთა გამოძახების უპასუხოდ დატოვება არ არის კარგი იდეა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ორ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზეზი, თქვენ უნდა გაიაროთ იურიდიული პროცესი თავის დაღწევის მიზნით. ამისთვის კი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლითაც შეძლებთ თავის არიდებას.
კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა დაქირავებულთა უკანა ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში და, ფაქტობრივად, რუსული არმიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების დაწყება გამოაცხადა.
კონფლიქტი "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის (რომელსაც სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა), 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ფონზე დაიწყო და 2023 წლის 23 ივნისის აჯანყება გამოიწვია.
ვაგნერელებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე და ცდილობდნენ მოსკოვისკენ სვლას ლიპეცკის ოლქის გავლით. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრიგოჟინის შეჩერება - 24 ივნისის საღამოს მოახერხა. პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კოლონას უკან აბრუნებდა.
პრიგოჟინი ადრე ყოველთვის აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ 23 ივნისს კონფლიქტმა პიკს მიაღწია.