როგორ დაარეგისტრიროთ განაცხადი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახლიდან გაუსვლელად? - rogor.ge

როგორ დაარეგისტრიროთ განაცხადი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახლიდან გაუსვლელად?

ვის შეუძლია მოითხოვოს ბინადრობის ნებართვის მიღება ონლაინ რეჟიმში?

ონლაინ რეჟიმში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე განმცხადებელი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი უცხოელი. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ბინადრობის ნებართვის მისაღებად ონლაინ რეჟიმში განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ საქართველოში მყოფ უცხოელს, ხოლო ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე ონლაინ რეჟიმში განაცხადის შემოტანა შეუძლია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფ პირს.

რა სახის ბინადრობის ნებართვებზეა შესაძლებელი ელექტრონული განაცხადის წარდგენა?ონლაინ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვებზე:

შრომითი ბინადრობის ნებართვარომელიც, გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტი სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის.

უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. შრომითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.სასწავლო ბინადრობის ნებართვარომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. სასწავლო ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნითრომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვარომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით.სპეციალური ბინადრობის ნებართვარომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი;

დროებითი ყოფნის უფლება გაიცემა უცხოელზე როდესაც მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;

მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;

მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება ან როდესაც უცხოელის გაძევების გადავადების საფუძველი არ აღმოიფხვრა გაძევების გადავადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ან როდესაც ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება ან როდესაც გასაძევებელი უცხოელის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს.

სპეციალური ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ მთავრობის წევრის ინიციატივით მოგვმართავს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით.მუდმივი ცხოვრების ნებართვამუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე.

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვარომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვამოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს −აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით.

რა დოკუმენტებია საჭირო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ონლაინ რეჟიმში გაკეთებულ განაცხადს ელექტრონულად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.შრომითი და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.

ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.

ცნობა უცხოელის დამსაქმებელ საწარმოში/დაფუძნებულ საწარმოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელთა რაოდენობის შესახებ.

ფოტოსურათი, ზომით 3/4.შენიშვნა: ონლაინ რეჟიმში გაკეთებულ განაცხადში სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდი.

რა ვადაში განიხილება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურებისათვის?

შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება 30 კალენდარულ დღეში და მომსახურების საფასური შეადგენს 300 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 20 კალენდარულ დღეში 450 ლარს, 10 კალენდარულ დღეში - 600 ლარს.

რა დოკუმენტებია საჭირო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ონლაინ რეჟიმში გაკეთებულ განაცხადს ელექტრონულად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით).

უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები.ფოტოსურათი, ზომით 3/4.

რა ვადაში განიხილება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურებისათვის?

სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება 30 კალენდარულ დღეში და მომსახურების საფასური შეადგენს 300 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 20 კალენდარულ დღეში 450 ლარს, 10 კალენდარულ დღეში - 600 ლარს.

რა დოკუმენტებია საჭირო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ონლაინ რეჟიმში გაკეთებულ განაცხადს ელექტრონულად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.
  • საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები.ფოტოსურათი, ზომით 3/4.

რა ვადაში განიხილება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურებისათვის?

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება 30 კალენდარულ დღეში და მომსახურების საფასური შეადგენს 300 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 20 კალენდარულ დღეში 450 ლარს, 10 კალენდარულ დღეში - 600 ლარს.

რა დოკუმენტებია საჭირო საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ონლაინ რეჟიმში გაკეთებულ განაცხადს ელექტრონულად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.ფოტოსურათი, ზომით 3/4.

შენიშვნა: უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

რა ვადაში განიხილება საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი და რა საფასურია დაწესებული აღნიშნული მომსახურებისათვის?

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება 30 კალენდარულ დღეში და მომსახურების საფასური შეადგენს 300 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 20 კალენდარულ დღეში 450 ლარს, 10 კალენდარულ დღეში - 600 ლარს.

რა დოკუმენტებია საჭირო სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის ელექტრონული ფორმით წარსადგენად?

სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ონლაინ რეჟიმში გაკეთებულ განაცხადს ელექტრონულად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად:უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა.საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.ფოტოსურათი, ზომით 3/4.

იხილეთ ვრცელი ინსტრუქცია