ჯანსაღი, მბზინავი და მოცულობითი თმა ყველას ოცნებაა. თუმცა ყოველდღიური სტრესი, გარემოს ზემოქმედება და თმის ხშირი გასწორება აზიანებს თმის სტრუქტურას. გამოსავალი ყოველთვის არ არის ძვირადღირებული სალონური პროცედურები — ბევრი ეფექტური საშუალება შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მეთოდი არის თმის ნიღაბი სახლის პირობებში, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული.
მტვრევადი თმა კარგავს ბზინვარებას და სისქეს, ბოლოები იშლება (იყოფა), კანი ღიზიანდება, იწყება ქავილი და აქერცვლა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც საკვები ნივთიერებების ნაკლებობით, ასევე არასათანადო მოვლის გამო - ხშირი შეღებვა და დახვევა, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება, ცხელი ჰაერი (საუნა, ცხელი შხაპი) ან სიცივე...
როზმარინის ზეთით თმის დაბანა შესანიშნავია თმის ძირების გასამაგრებლად და თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად, ის ასევე აჩქარებს თმის ზრდას. გარდა ამისა, ის კვებავს და ბზინვარებას მატებს თმის ბოჭკოებს, არეგულირებს სკალპის ცხიმს და ხელს უწყობს თმის პიგმენტაციას ჭაღარების თავიდან ასაცილებლად.
გახსოვთ კანის მოვლის რამდენ პროდუქტს იყენებთ სახისთვის? გამწმენდების გარდა, ყველაზე ძირითადი მოვლა აუცილებლად მოიცავს ტონერს, რამდენიმე შრატს და დამატენიანებელს. სკალპის მოვლა, როგორც წესი, შამპუნით სრულდება. და ძალიან უშედეგოდ, რადგან თმის ზრდის ტემპი და ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგულარული აქერცვლა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სკრაბი ან მჟავა პილინგი. ისინი აუცილებელია სკალპის დროული განახლებისთვის. დაამატეთ თქვენს მოვლას სკალპის სპეციალური ნიღბები და შრატები: ისინი უზრუნველყოფენ კვებას, დატენიანებას, გააძლიერებენ მის დამცავ ბარიერს და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს.
როგორც წესი, თმის კონდიციონერს შამპუნის შემდეგ ვიყენებთ. თუმცა, თუ ამ წესს მიჰყვებით, შეგიძლიათ მიიღოთ ბევრად მეტი სარგებელი ამ პროდუქტისგან.
ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ამჯერად ტანმოვარჯიშე მეორე შვილის მოლოდინშია.
"პირველი ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.
დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში.
ქეთი გამომწერებს თმის ზრდასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებს უზიარებს:
თერმოდაცვა ხელს უშლის თმის უთოს ან ფენის გამოყენებისას თმიდან ტენის აორთქლებას და დაზიანებას. თერმოდამცავი პროდუქტები შეიცავს ნივთიერებებს დაბალი თბოგამტარობით: ისინი თავად თბება, რაც ხელს უშლის თმის გადახურებას.
სალონში არწასვლის ათობით მიზეზი არსებობს და დავიწყოთ უმარტივესი და ყველაზე გავრცელებულით: ზოგჯერ ეს უბრალოდ არ ჯდება თქვენს ბიუჯეტში. თუ თმის სახლში შეღებვას გადაწყვეტთ, მაშინ გააკეთეთ ეს სწორად. გაითვალისწინეთ ის შეცდომები, რომლებიც თავიდან აუცილებლად უნდა აიცილოთ.
ჭაღარა თმა ალბათ ბევრს აღიზიანებს. მაგრამ ეს შეიძლება შენიღბული იყოს ერთი ხრიკით. თქვენ არ დაგჭირდებათ ფულის დახარჯვა საღებავებზე ან ძვირადღირებულ სალონებში. გარდა ამისა, აგრესიული საღებავები უარყოფითად მოქმედებს თმის მდგომარეობაზე. და ეს ბუნებრივი პროდუქტი შენიღბავს ნაცრისფერ თმას და გააძლიერებს თქვენს ხვეულებს.
თმის ცვენა განსაკუთრებით ცივ სეზონზე უამრავ ადამიანს აწუხებს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს რთული და მტკივნეული საკითხია, რადგან თმა გარეგნობას მნიშვნელოვნად ცვლის და, ასევე, მოწესრიგებული და ბზინვარე თმა მოვლილი ქალის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.
ბოლო დროს სტილისტები სულ უფრო მეტს საუბრობენ თმის მოვლის ინოვაციურ მეთოდზე, რაც როზმარინის სხვადასხვა ფორმით გამოყენებას გულისხმობს. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეიძლება მოვამზადოთ ეს მცენარე სახლის პირობებში ისე, რომ ჩვენს თმას იდეალური ხარისხი და ბზინვარება მივანიჭოთ.როზმარინის ზეთი არის პოპულარული ინფუზიური ზეთი, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში და თავის მოვლისთვის. თუ გსურთ, სწრაფად მოამზადოთ როზმარინის ზეთი, ამისთვის აიღეთ სასურველი მცენარის ზეთი და მოათავსეთ მასში როზმარინის რამდენიმე ტოტი. ნაერთი ცეცხლზე შეათბეთ და გამოიყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. თუ გსურთ, ზეთი უფრო ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაამზადოთ, გამოიყენეთ გამხმარი როზმარინი. კიდევ ერთი მეთოდია, მოათავსოთ როზმარინი რკინის ქილაში, დაასხათ ცოტაოდენი საკვები ზეთი და დადგათ მზეზე.
თმის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის, განსაკუთრებით 45 წლის ასაკიდან, რადგან ამ დროს ორგანიზმი ემზადება მოახლოებული მენოპაუზისთვის, იცვლება ჰორმონების ბალანსი და .შ.
დაზიანებულ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დაზიანებული თმის მოვლის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის მისი დატენიანება. მშრალი თმა ხშირად ძალიან მტვრევადია, რაც იწვევს თმის დაზიანებას. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ გახადოთ თმა უფრო რბილი და ჯანსაღი.
თმის ცვენის პროცესის შეჩერება, სქელი და ხშირი თმის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ,როდესაც ცვენის მიზეზი გაირკვევა. ამიტომ გარკვეული ანალიზების ჩატარება გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.
ბევრი ჩვენგანი არასწორად აკეთებს ამ მარტივ და ნაცნობ პროცედურას.სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა არის, თმის სწორად დაბანის „ალგორითმი“ და რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
სუსტი, მტვრევადი, თხელი, გამომშრალი და გაყოფილი ბოლოების მქონე თმა ზამთარში ნამდვილად არ არის იშვითი მოვლენა. ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის ცვლა ასუსტებს და აუარესებს თმის ღეროების მდგომარეობას ზამთრის პერიოდში. ვისაც ისედაც პრობლემატური თმა აქვს, მათთვის განსაკუთრებით რთულია წელიწადის ამ სეზონში თმისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება.
გაეცანით ინსტრუქციას სრულად და მიიღეთ რჩევები თუ როგორ დაიცვათ თმა ზამთრის სიცივეებისგან.
იმისათვის, რომ შეღებვის შემდეგ არ დაგიზიანდეთ თმები, საჭიროა მათი სწორი მოვლა. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იყენებთ ჩამოსაბან საშუალებებსა და სხვადასხვა სპეციალურ შამპუნებს არ ნიშნავს, რომ მათი გადაჭარბებულად მომხმარება სასარგებლოა. მათი ზედმეტი გამოყენებაი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თმის სიჯანსაღისთვის. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე შეღებვის შემდეგადაც გაეცანით და მიყევით ინსტრუქციას სრულად
მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ურჩი, ხვეული და დაზიანებულია. დღეს ნამდვილად არ ჭირს ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის შამპუნის არჩევა. თუ თქვენ ძვირადღირებულ შამპუნებს ხმარობთ, შედეგი კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც მოცემული შამპუნის რეკლამაში იყო, არ იდარდოთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილ შამპუნს ყიდულობთ. არსებობს მშრალი/ცხიმიანი/ნორმალური/შერეული თმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: თავის კანის) ტიპები. ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის იერს. თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა. მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება. შერეული ტიპის თმა ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან - მშრალი. მინდა რამდენიმე ასე ვთქვათ შინაურული მეთოდი გირჩიოთ სახლის პირობებში თმის მოსავლელად. მოგეხსენებათ,ზამთარში ჩვენს თმას და ზოგადად, ორგანიზმს ვიტამინები აკლია. გარდა იმისა, რომ ვიტამინიზირებული პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ, ის ასევე დაუნანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გარეგანი დანიშნულებითაც, ანუ თმაზე წაისვათ, დავიწყეთ:
უმეტესს შემთხვევაში ქერტლი გამოწვეულია ცხიმის გამომყოფილი ჯირკვლის ნივთიერების ცვლის მოშლით. ეს ჯირკვალი ცნობილია როგორც სებორია. მიყევით ქვემოთ მოცემულ რჩვებს და გათავისუფლდით ქერტლისგან.