როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას - rogor.ge

როგორ მოვუაროთ გამომშრალ თმას

თუ თმა გამომშრალი გაქვთ, პირველ რიგში, საჭიროა იცოდეთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, რათა სწორად მოუაროთ თმას. გთავაზობთ რამდენიმე გზას კონკრეტული პრობლემის გამოსასწორებლად:

სიცხე აძლიერებს თმის სიმშრალეს. ეს ნამდვილად არაა გასაკვირი, რადგან სიცხე იწვევს ტენის აორთქლებას.

„ფენის“ და თმის უთოს გარეშე გაიშრეთ თმა ჰაერზე. მხოლოდ პირსახოცით შეიმშრალეთ, თუ ამის დრო გაქვთ. თუ საშრობის გამოყენება გარდაუვალია, დააყენეთ გრილი ჰაერის რეჟიმზე და მინიმალურ სიმხურვალეზე გაიშრეთ.

თუ გარეთ ძალიან ცხელა, ჯობს მზის ქუდი, ან კეპი დაიხუროთ.

ნუ დაიბანთ ხშირად თმას. ადამიანების უმრავლესობა ზედმეტად ხშირად იბანს თავს და ძალიან ბევრ შამპუნს იყენებს. ზომიერი რაოდენობის შამპუნით თმის ნაკლები სიხშირით დაბანა დაგეხმარებათ გამომშრალი თმის პრობლემის მოგვარებაში.

გამოიყენეთ თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც მშრალი თმისთვისაა განკუთვნილი, აი რა უნდა ეძებოთ:

შამპუნები და კონდიციონერები, რომლებიც შეიცავენ დამატენიანებელ ნივთიერებებს. ხშირად ეს პროდუქტები შეიცავენ ცილებსაც, რომლებიც ამაგრებენ თმას. ისეთ შამპუნები, რომლებსაც აქვთ დაბალი pH უკეთესად მოქმედებენ მშრალ თმაზე. მშრალი თმის განკურნებისთვის ასევე დაგეხმარებათ მჟავიანობის შემცველი პროდუქტის გამოყენება.

სკალპის ცხიმის სეკრეცია ჩვენი სხეულის ბუნებრივი დაცვაა სიმშრალისგან. მაშ, რა უნდა გააკეთოთ, როცა სკალპი ცხიმიანია, მაგრამ თმა მშრალი? ამ სიტუაციაში საჭიროა სპეციალური მკურნალობა:

გამოიყენეთ შამპუნები და კონდიციონერები, რომლებიც შექმნილია თქვენი თმის დასატენიანებლად, მაგრამ შეიზილეთ ისინი თმაზე და არა უშალოდ თავის კანში. ზედმეტად ხშირი დაბანის გამო შეიძლება სხეულმა მეტი ცხიმი გამოყოს.


იპოვეთ ცხიმის მსგავსი ზეთი, რომელიც კანში შეაღწევს. ჟოჟობა ძალიან ჰგავს ცხიმს, ამიტომ დროდადრო თმაზე შეგიძლიათ წაისვათ ჟოჟობას ზეთი, რომელიც აფთიაქში იყიდება.

321850-2200-1200x628-1652216159.jpg

ეთერზეთებისგან განსხვავებით, არაეთერზეთების უმეტესობა თმაში არ შეიწოვება. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეშვეობით შესაძლოა თმის ტენიანობის შენარჩნუნება, მან ასევე შეიძლება შეაკავოს თმის ხელახალი დატენიანების პროცესი და ერთგვარ ფარად გადაიქცეს. თმაზე არაეთეროვანი ზეთის წასმა მშრალ მუხლებზე ჟელეს წასმის მსგავსია, რომელსაც დატენიანება ჯერ კიდევ სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ ფენი და უთო ამგვარი პროცედურების ჩატარებისას, რადგან უარყოფით ეფექტს ახდენს.

თმის ქიმიური პროცედურები, როგორიცაა დახვევა, გასწორება და შეღებვა, ხელს უშლის თმის დატენიანებას და შესაბამისად, აშრობს მას. თუ გაწუხებთ სიმშრალე, არ უნდა შეიღებოთ, ან არ გაისწოროთ თმა, სანამ არ გააჯანსაღებთ თმის ძირებს.

კიდევ ერთი იარაღი გამომშრალი თმის სამკურნალოდ, არის სწორი კვება, ამიტომ დალიეთ ბევრი წყალი. ასევე, დარწმუნდით, რომ დიეტის დროს იღებთ საკმარისი რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს. ხშირად გვავიწყდება, რომ თმის ჯანმრთელობაზე კვება დიდ გავლენას ახდენს, ამიტომაც უკვირთ ადამიანებს, რომ არასწორი კვება იწვევს თმის სიმშრალეს, მაგრამ ამას ასევე ხელს უწყობს ზედმეტი დაბანა, სიცხე და ქიმიური დაზიანება.

ახლა თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თითოეული რჩევა, რათა გქონდეთ ლამაზი, ჯანსაღი და დაუზიანებელი თმა.

წყარო: instructables.com