ინვენტარიზაცია ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რუტინული და დამღლელი მოვალეობაა, თუმცა რეალურად ეს პროცესი პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის ეფექტიანობაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მომავალი ზრდის პოტენციალზე.
მართებული და გამარტივებული ინვენტარიზაცია არა მხოლოდ ამცირებს ადამიანურ შეცდომებს, არამედ გეხმარებათ უფრო სწრაფად მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ გავიმარტივოთ ინვენტარიზაცია.
ასტროლოგები რეკომენდაციას უწევენ ბიუჯეტის რაციონალურად დაგეგმვას და იმპულსური შესყიდვებისგან თავის შეკავებას. ვნახოთ, ვის ელის ფინანსური წარმატება ამ კვირას, 9-15 დეკემბერს.
ფინანსებთან დაკავშირებული სირთულეები, როგორც წესი, არ ეხება ახალგაზრდა თაობას, რაც სავსებით ლოგიკურია. უფროსების ამოცანაა გადასცენ ბავშვებს ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობა. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს ისწავლოს ფინანსების მართვა?
Fast Food-ი ბევრს უყვარს, მაგრამ თუ რეგულარულად მიირთმევთ მათ, ალბათ საკმაოდ ბევრი გეხარჯებათ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, დაზოგოთ თანხა საყვარელ საჭმელზე.
ფინანსების და, ზოგადად, ქონების მართვა ყოველთვის იყო ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სანამ ვალუტა გაჩნდებოდა, ადამიანები ბარტერითა და გადახდის სხვა მეთოდებით სარგებლობდნენ და თავიანთ საჭიროებებს ამგვარად იკმაყოფილებდნენ. 5 000 წლის წინ კი მესოპოტამიელებმა თავიანთი ვალუტა - შეკელი შექმნეს, თუმცა ფულის წარმოშობასთან დაკავშირებით არაერთი განსხვავებული თეორია არსებობს.
ბარტერის თუ ვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში, ადამიანებს ათასწლეულების მანძილზე უწევდათ საკუთარი კაპიტალის მენეჯმენტი, რისი გამოცდილებაც მომავალ თაობებში აკუმულირდებოდა და იხვეწებოდა. დღეს გადახდის საშუალებებს ტრადიციული ვალუტის გარდა დაემატა ციფრული ვალუტები და კრიპტოვალუტებიც, ეს უკანასკნელი კი სრულად თავისუფალ ბაზარზეა დამოკიდებული და ცენტრალური ბანკების მიერ ვერ რეგულირდება.
ამრიგად, ფინანსების მართვაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანები ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა და მაშინ, როცა ციფრულ ეპოქაში ყველაფერი ისე გამარტივდა, როგორც არასდროს, საკუთარი შემოსავლების მენეჯმენტი მაინც გამოწვევად რჩება.
ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ პირადი ფინანსების მართვაზე და მეთოდებზე, რომლებიც სწორ მენეჯმენტში დაგვეხმარება. ადამიანისთვის სახელფასო ანაზღაურება, პასიური თუ სხვა ტიპის შემოსავალი არასდროს არის და იქნება საკმარისი, რადგან მეტ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მოთხოვნების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების სურვილს ნიშნავს. როგორ ვიპოვოთ ბალანსი ამ უკანასკნელსა და ფინანსების სწორ მენეჯმენტს შორის?
2023 წელს ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კრედიტინფოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლაშა ბაღათურიამ განუცხადა.
„ე.წ. შავი სია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ცნობილია, არ არსებობს, მაგრამ არსებობს საკრედიტო ჩანაწერი და როდესაც ვადაგადაცილებული სესხი ფიქსირდება, თუნდაც ერთი დღის, იგი ავტომატურად ეგზავნება კრედიტინფოს და ბაზაში ისახება“, - განაცხადა ლაშა ბაღათურიამ.
კრიპტო ბაზარი მუდმივად იცვლება და ვითარდება. იგი საზოგადოებისთვის, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, აღარ წარმოადგენს რაიმე უჩვეულოს. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოს მიმღებლობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება გვქონდეს. აღნიშნულით შევძლებთ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური, ეფექტიანი და უსაფრთხო ფულადი ტრანზაქციების სისტემა შევქმნათ და შევინარჩუნოთ.
დიჯიტალური ფინანსების გამოყენებისას და კრიპტოთი ტრანზაქციების განხორციელებისას აუცილებელია გვესმოდეს ისიც, თუ რა პროცესებთანაა დაკავშირებული კრიპტოს ციფრული ვალუტების ფლობა თუ მისი კონვერტაცია - კრიპტოს გატანა. მნიშვნელოვანია გავითავისოთ თუ ბიტკოინის ტრანზაქციების განხორციელებისას, როგორ შეგვიძლია მაქსიმალური სარგებლის ნახვა მინიმალური დანაკარგებით ან ხარჯებით.
ფულთან თქვენი ურთიერთობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს და მის რესურსებს. ამ თვალსაზრისით, ყველა ადამიანი იყოფა ორ ტიპად.
პირველს სჯერა, რომ სამყარო საშიში ადგილია. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ყველასთვის საკმარისი რესურსი არ არის, ისინი ყოველთვის ფიქრობენ მომავალზე და სხვებს კონკურენტებად თვლიან, ზოგავენ ფულს, ან ცდილობენ წაართვან სხვას არაეთიკური გზებით - წვრილმანი თაღლითობიდან რეალურ დანაშაულებამდე.
მეორე ტიპის ხალხი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება სამყაროსგან თავისი შრომის, ნიჭის და სურვილის წყალობით. ისინი სხვებს ეპყრობიან მადლიერებით.
ბიუჯეტური სტარტაპის იდეის შემუშავება მოითხოვს კრეატიულობას, ბევრ ინფორმაციას და სტრატეგიულ აზროვნებას. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სტარტაპის იდეის შემუშავებაში.
ვახშამი დიდ ჯგუფთან ერთად, საერთო ტაქსით მგზავრობა, გარკვეული ხნით ნივთების თხოვება და არ დაბრუნება - "პარაზიტ" მეგობრებს ბევრი მიზეზი აქვთ, რომ ისარგებლონ თქვენი გულუხვობით. როგორც ჩანს, ადვილია პრობლემის მოგვარება - თქვენ უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ მათთან ურთიერთობა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. შესაძლოა, ასეთი ადამიანი იყოს თქვენი ძველი მეგობარი, ოთახის მეზობელი, რომელთანაც ქირას იზიარებთ, ან კოლეგა, რომელსაც ყოველდღე ხედავთ.
გარდა ამისა, ამა თუ იმ მიზეზის გამო, შეიძლება გულწრფელად არ გინდოდეთ მისი თქვენი ცხოვრებიდან ამოძირკვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ფულს მუდმივად გძალავთ.
ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა არის პროცესი, რომელსაც დრო, ძალისხმევა და სტრატეგიული დაგეგმვა სჭირდება. გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში.
დიდი ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მცირე ცვლილებებით! ეს არის შრომატევადი ყოველდღიური სამუშაო, მაგრამ მხოლოდ მას მოაქვს შედეგი.
თუ ყოველდღე გადადგამთ პატარა ნაბიჯს თქვენი ბედნიერებისკენ, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ მიზანს! უნიკალური ტექნიკა დაგეხმარებათ იპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, მიიღოთ მეტი ფული, იცხოვროთ საინტერესო ცხოვრებით, გამოიყურებოდეთ ბევრად უფრო ახალგაზრდულად... ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ, უკვე გაქვთ.
საქართველოში GooglePay გადახდის სერვისი ამოქმედდა. საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელს, აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტექონოლოგიები ხელმისაწვდომია, სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით, გადაიხადოს ერთი შეხებით - სწრაფად, უსაფრთხოდ დამარტივად.
ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ რისკები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. რისკების წინასწარი შეფასება და მინიმალიზაცია გონივრული გადაწყვეტილების მიღებასა და საბანკო პროდუქტით მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ.
საბანკო პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ რისკს შეიცავს, სესხია. თუ სესხის აღება გადაწყვიტეთ, არაერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მათ შორის კი უპირველესია, გადაწყვიტოთ, რომელ ვალუტაში აიღებთ ფინანსურ ვალდებულებას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ სესხს არასწორად შერჩეულ ვალუტაში აიღებთ, სავალუტო კურსის ცვლილების გამო წლიდან წლამდე თვიური გადასახადი შეიძლება მნიშვნელოვნად მოგემატოთ. ეს კი საბანკო პროდუქტის მომხმარებელს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. გადასახადის მომატების გამო ბანკი მას ვერც საპროცენტო განაკვეთს დაუწევს და ვერც კურსის ცვლილებისგან დაიცავს.
მეორე მხრივ, სესხის გაცემის დროს ბანკსაც სჭირდება გარანტია, რომ სხვადასხვა ცვლილების დროს მსესხებელი პროცენტის გადახდას შეძლებს. სესხის უზრუნველყოფა მოიცავს შემოსავლების დადასტურებას, ფინანსური ვალდებულების უძრავი ქონებით უზრუნველყოფას, თავდებ პირს.
რისკების შემცირება ორივე მხარისთვის, ბანკისთვისაც და მსესხებლისთვისაც დიდწილად დამოკიდებულია ვალუტაზე, რომელშიც სესხი გაიცემა.
ულის ჭკვიანურად ხარჯვის ჩვევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გამომუშავება. ყოველი შენაძენის გაკეთებამდე ბევრის ფიქრი და დარჩენილი ბიუჯეტის თვლა ერთი შეხედვით მოსაბეზრებელი და არასასიამოვნო პროცესია, თუმცა აუცილებელი, რადგან არაგონივრულად ხარჯვის გამო შეიძლება მნიშვნელოვან დროს დანაზოგის გარეშე დავრჩეთ და ამან პრობლემები შეგვიქმნას.
ზოგადად, სწორად მხარჯველი ადამიანის ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია, რადგან ის სწორად ანაწილებს შემოსავალს საჭიროებებსა თუ სურვილებზე და ყოველთვის აქვს საკმარისი გადადებული იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, დასასვენებლად ან სხვა მსგავს შემთხვევებში თავი დაიზღვიოს.
თანხის სწორად ხარჯვის ჩვევის გამომუშავება ყოველდღიურად განმეორებითი მოქმედებებით არის შესაძლებელი: იმპულსურად ყიდვისგან თავშეკავება, კონკრეტულ სიტუაციაში სურვილისა და საჭიროების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ზედმეტი ხარჯების შემცირება - მაგალითად, ყავის სახლში მომზადებით და არა დილით კაფეში შეძენით და სხვა.
ცნობილი ბესტსელერის „ფულის ფსიქოლოგიის“ ავტორი მორგან ჰაუზელი წერს, რომ „შესაძლებლობა, გააკეთო რაც გინდა, როცა გინდა, ვისთან ერთადაც გინდა და რამდენ ხანსაც გინდა, შეუფასებელია და ეს არის ყველაზე დიდი დივიდენდი, რისი მოცემაც ფულს შეუძლია.“ ფულის არასწორად ხარჯვით, ამის გამო მუდმივად სწრაფი და იოლი შემოსავლის ძიებითა და მუდმივად კრედიტებით სავსე ცხოვრება კი ნაკლებად გაძლევს ჰაუზელის მიერ აღწერილ შესაძლებლობებს.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 რეკომენდაციას, როგორ გამოვიმუშაოთ ფულის სწორად ხარჯვის ჩვევა:
ინფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდა, ჩვენს ბიუჯეტს ყოველდღიურად აზარალებს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 2011 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს, 13.9%-ს მიაღწია. მართალია, მას შემდეგ მცირედით შემცირდა და აგვისტოში 10.9%-მდე ჩამოვიდა, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.
კორონავირუსის პანდემიის შედეგად საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების ჯაჭვების რღვევასა და რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის წამოწყებასთან ერთად, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ინფლაცია ჯერ არსად წასვლას აპირებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები ამ პრობლემის წინაშე უძლურები არიან და არსებობს გზები, რომელთა დახმარებითაც ამ წნეხს შეამსუბუქებთ.
არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ინფლაცია ყველა საქონელსა თუ სერვისზე ერთნაირად არ მოქმედებს, შესაბამისად, არც ყველა ადამიანზე მისი გავლენაა ერთნაირი.
ახლა, შესაძლოა, თქვენი ფინანსური სტრატეგიის გადასახედად ხელსაყრელი პერიოდი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ამ სტატიაში ჩამოთვლილი ნაბიჯები, სავარაუდოა, რომ თქვენი ფინანსური გეგმის გადაფასებაში დაგეხმარებათ.
ვადიანი და ზრდადი ანაბარი, „ჩემი ყულაბა“, მოთხოვნადი ანაბარი - ეს დეპოზიტების სახეობების მცირე ჩამონათვალია, რასაც ქართულ ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ. ანაბრის გახსნა ზოგ შემთხვევაში 10 ლარიდან არის შესაძლებელი და თანაც უფასოდ.
ზოგადად, ანაბარი, იგივე დეპოზიტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საბანკო პროდუქტია. განვითარებულ ქვეყნებში დეპოზიტებზე თანხის შეგროვებას მომხმარებელი ძირითადად მაშინ იწყებს, როცა სრულწლოვანია და სტაბილური შემოსავალი აქვს. განვითარებად ქვეყნებში კი, მათ შორის, საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯები შემოსავლებს ბევრად აჭარბებს, დეპოზიტის გახსნა ცოტა რთული, თუმცა წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის.
საქართველოში ანაბრის გახსნა ყველა კომერციულ ბანკშია შესაძლებელი. დეპოზიტების ძირითადი სახეობა კი ასეთია - ვადიანი, ზრდადი, მოთხოვნამდე და ა.შ. ჩვენ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ: