როგორ გამოვიდეთ ბანკების "შავი სიიდან"
ლაშა ბაღათურია ასევე განმარტავს, თუ რის შემდეგ ხდება ვადაგასული სესხების ბაზიდან ინფორმაციის წაშლა: „ეს ჩანაწერი მანამ რჩება, სანამ მსესხებელი არ დაფარავს ვადაგადაცილებას. ბაზიდან ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იშლება, რაც მსესხებელი სესხს სრულად დაფარავს და დაფარვიდან 5 წელი გავა.“
ამასთან, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2023 წელს, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და სიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო სესხები მოხვდნენ. გაგრძელება