როგორ მეყოს ხელფასი? - 5 რამ პერსონალური ფინანსების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეს
ხარჯვის შესახებ ჩანაწერების გაკეთება
რუტინა - ალბათ ეს არის პირველი, რაც ხარჯვის შესახებ ჩანაწერების წარმოებაზე გახსენდებათ. დიახ, მართლაც არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა აუცილებელი, თვიური დანახარჯების შესახებ აღრიცხვა ვაწარმოოთ, იქნება ეს ფურცელზე თუ რომელიმე პროგრამაში. თვის დასაწყისში თითქმის ყოველთვის ვიცით წინასწარი ხარჯები, მათი აღრიცხვა კი საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავითვალოთ, რა თანხა გვითავისუფლდება და რამდენად შეგვიძლია, საჭიროებების გარდა ის სურვილებზეც დავხარჯოთ.
არსებობს ყოველთვიური შემოსავლის გადანაწილების 50/30/20 მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოსავლის 50% იხარჯება საჭიროებებში, 20% - სურვილებში, ხოლო 20% დანაზოგში ან სასესხო ვალდებულებაში. თუ ვხვდებით, რომ საჭიროებების ხარჯები 50%-ს აჭარბებს, რეკომენდებულია სურვილებისთვის გამოყოფილი თანხა შევამციროთ, ხოლო დანაზოგის ოდენობა უცვლელად დავტოვოთ. თუ პირველ ეტაპზე ხარჯვის აღნიშნული სქემა გარკვეული დისკომფორტის მომტანი შეიძლება გახდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ჩვენი ცხოვრების ხარისხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს და სწორად ხარჯვის ჩვევის გამომუშავებაში დაგვეხმარება.
ფინანსური მიზნების სწორად განსაზღვრა
ფინანსური მიზნების განხორციელების პროცესი მოიცავს მსხვილი ინვესტიციის ჩადებამდე ან დიდი დანახარჯების გაწევამდე მომზადებას, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.
მაგალითისთვის, თუ თქვენს ფინანსურ მიზნებს შორის უძრავი ქონების შეძენაა, რისთვისაც 20-წლიან უზრუნველყოფილ სესხს იღებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია შემოსავლების სტაბილურობა და სურვილების დასაკმაყოფილებლად ხარჯვისას შეიძლება თავის შეზღუდვა მოგიწიოთ.
ამასთან, მსგავსი გრძელვადიანი ფინანსური მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ გარკვეული დანაზოგით მოემზადოთ, რასაც, მაგალითად, საბანკო ინსტიტუტიდან სესხის აღებისას წინასწარი შენატანის სახით გამოიყენებთ, რაც გადასახდელი თანხის ძირს გამოაკლდება და პროცენტი მხოლოდ დარჩენილს დაერიცხება.
სახლის, ავტომობილის, კომერციული ფართის შეძენის, მოგზაურობის თუ სხვა სურვილისა და საჭიროების ასრულებისას სასურველია ყოველთვიური გადასახადი არ აღემატებოდეს შემოსავლის 20%-ს, რათა დიდმა ფინანსურმა ვალდებულებებმა ცხოვრების ხარისხზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს. განაგრძეთ კითხვა
წყარო: ss.ge