ფინანსური რჩევები მშობლებისთვის - როდის, როგორ და რამდენი უნდა დავაგროვოთ და დავზოგოთ ბავშვისთვის - rogor.ge

ფინანსური რჩევები მშობლებისთვის - როდის, როგორ და რამდენი უნდა დავაგროვოთ და დავზოგოთ ბავშვისთვის

მშობლობას ემოციურ და მორალურ სამზადისთან ერთად დიდი ფინანსური მომზადებაც სჭირდება. უამრავი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის პარალელურად მშობელს ფინანსური საზრუნავიც ემატება, რისთვისაც ის მზად უნდა იყოს. სამზადისი კი სასურველია იმ პერიოდიდანვე დაიწყოს, როდესაც წყვილი ბავშვის ყოლას გადაწყვეტს. ხარჯი არა მხოლოდ ბავშვის ყოლის შემდეგ, არამედ ორსულობის პერიოდშიც გაგეზრდებათ.

დეტალურად განვიხილოთ ხარჯები, რომლებიც მშობლებს აქვთ:

ორსულობის დროს სახელმწიფო პროგრამა გინეკოლოგთან გარკვეული რაოდენობის ვიზიტსა და კვლევას, მათ შორის, ექოსკოპიას აფინანსებს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ორსულს დამატებითი კვლევებისა და ანალიზების ჩატარება უწევს. ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და თვის განმავლობაში მინიმუმ 100 ლარი უნდა გაითვალისწინოთ.

მშობიარობის ხარჯსაც ნაწილობრივ სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 500 ლარს - ფიზიოლოგიური მშობიარობის და 800 ლარს - საკეისრო კვეთის შემთხვევაში. სამშობიარო კლინიკებში, როგორც წესი, მშობიარობა მოცემულ თანხაზე უფრო მეტი ღირს და ის სხვადასხვა პირობაზეა დამოკიდებული. ასევე დამატებით ხარჯებში უნდა გაითვალისწინოთ ანესთეზიისა და პირადი ექიმის აყვანის ღირებულება. აღნიშნულის საწყისი ღირებულება 250-300 ლარია.

ორსულობის ბოლო თვეებში ზრუნვა უნდა დაიწყოთ პატარას ტანსაცმელსა და ავეჯზე. თვეების ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და ამიტომ ბევრი ტანსაცმლის წინასწარ ყიდვა და ამაში დიდი თანხის დახარჯვა საჭირო არაა. თან მნახველების დიდმა ნაწილმაც შეიძლება სწორედ ტანსაცმელი გაჩუქოთ. რაც შეეხება ავეჯს, საწყის ეტაპზე დაგჭირდებათ საწოლი, ტანსაცმლის კარადა, აბაზანა და ეტლი. თითოეული მათგანი სხვადასხვა საფასო სეგმენტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა მინიმუმ 1000 ლარი უნდა გათვალოთ.

. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge