გოგრას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთაოთ. მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი, ჩავდოთ საწური და დავადოთ ამოტრიალებული გასუფთავებული გოგრა თავისივე თავსახურით, დავაყოვნოთ ორთქლის აბაზანაზე 20-30 წუთს ან სანამ ოდნავ არ შერბილდება. გადმოვიღოთ და გავაცივოთ.
თუ გსურთ სტრესის მოხსნა, დალიეთ ფინჯანი არომატული ყავა გოგრით. ამ სასმლის მომზადების პროცესი რაღაც ჯადოსნურს ჰგავს, რადგან თქვენი სახლის სამზარეულო არა მხოლოდ ყავის სასიამოვნო არომატით იქნება სავსე, არამედ ცხარე სანელებლებითაც.
გოგრის თესლი შესანიშნავი სნექია. საჭმელად ვარგისიანი რომ იყოს, გოგრის თესლი უნდა გაიწმინდოს. თუ გოგრის თესლს მოათავსებთ წყლიან თასში, რბილობი ჩაიძირება ძირში და თესლი ზემოთ დარჩება, რაც გოგრის თესლის გაწმენდას ძალიან ამარტივებს.
როგორ გავხადოთ წიწიბურა ოჯახში საყვარელ კერძად? მოამზადეთ წიწიბურა გოგრით, ხახვითა და ნიორით. რეცეპტი შესაფერისია ნებისმიერი სუფრისთვის. სამარხვო და მოკრძალებული, ვეგანებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის და უბრალოდ გემრიელი კერძების მოყვარულებისთვის.
გოგრა-ბარდას წვნიანი საკმაოდ მარტივი და სწრაფად მომზადებადი კერძია, რომელიც გამოირჩევა გემოთი და ბოსტნეური მრავალფეროვანი შემცველობით. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა სამარხვო საჭმელებს შორის.