როგორ მოვამზადოთ გოგრა-ბარდას წვნიანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გოგრა-ბარდას წვნიანი

 

წყალი გადაავლეთ მშრალ ბარდას და დატოვეთ წყალში დასალბობად მთელი ღამით. დილით წყალი გადაასხით, ქვაბი აავსეთ ახალი წყლით, ჩაყარეთ მასში ბარდა და დადგით საშუალო ცეცხლზე ნახევრად მომზადებამდე (დაახლოებით 30 წუთით).

 

ეს დრო გამოიყენეთ კარტოფილის გასარეცხად და გასათლელად, დაჭერით ოთხკუთხედებად და ჩაყარეთ ქვაბში. ხახვი, კარტოფილი და ოხრახუშის ფესვი გაწმინდეთ, დაჭერით და შეწვით მცენარეულ ზეთში.

 

წინასწარ დაწმენდილი გოგრა დაჭერით ოთხკუთხედებად. მას შემდეგ, რაც კარტოფილის ჩაყრიდან გავა 15 წუთი, წვნიანში დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული.

 

დაუმატეთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი მსწავნილი და მოხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში იქამდე, სანამ გოგრა არ გახდება ნახევრადგამჭირვალე. უკეთესი იქნება, თუ გამზადებულ გოგრა-ბარდას წვნიანს მიიტანთ სუფრაზე მომზადებისთანავე.