სახლის მცენარეები - rogor.ge

როგორ მოვუაროთ სპატიფილუმს, რომ იყვავილოს

სპატიფილუმი ცნობილია თავისი თეთრი ყვავილებითა და ხასხასა მწვანე ფოთლებით. ჩვეულებრივ, ამ მცენარეს მარტივ მოსავლელს უწოდებენ, თუმცა, მისი მფლობელები ხშირად აწყდებიან პრობლემას – მცენარე არ ყვავილობს, მისი ფოთლები მოწყენილია და ჩნდება ლაქები.

რამდენად ხშირად უნდა შეცვალოთ ნიადაგი სახლის მცენარეებში: როგორ გააკეთოთ ეს სწორად?

თუ გსურთ, რომ თქვენი სახლის მცენარეები აყვავდნენ, ისინი უნდა იყვნენ საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში, სადაც მიიღებენ საკმარის წყალს, მზეს და ჰაერს. თუმცა, დროთა განმავლობაში მცენარეები მოიხმარენ ნიადაგში არსებულ თითქმის ყველა საკვებ ნივთიერებას და ორგანულ მასალებს.

მართა სტიუარტის ვებსაიტზე საუბარია იმაზე, თუ რატომ გჭირდებათ ნიადაგის გამოცვლა ქოთანში და როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად.

შვებულებაში მიდიხართ და არავინ გყავთ ყვავილების მოსარწყავად? ეს აპრობირებული მეთოდი თქვენი ხსნა იქნება

ზაფხულში, დასვენების სეზონზე, ბევრი ადამიანი მიდის დასასვენებლად. თუმცა, მოგზაურობის საერთო პრობლემაა ყვავილების მორწყვა. სახლის მცენარეები შეიძლება უბრალოდ მოკვდნენ, თუ წყლის გარეშე დარჩებიან. თუმცა, არსებობს მარტივი და დროში გამოცდილი მეთოდი, რომელიც გადაარჩენს თქვენს მცენარეებს სახლიდან შორს ყოფნისას.

მოათავსეთ ისინი თქვენს საძინებელში: როგორ გაიუმჯობესოთ ძილი 3 მცენარის დახმარებით

თქვენს საძინებელში მცენარეების დადგმამ შეიძლება გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი ნახშირორჟანგის შთანთქმით და გაფილტვრით და ჟანგბადის გამოყოფით.

ყველა სახლის მცენარის შენახვა არ შეიძლება საძინებელში, მაგრამ ეს სამი არა მხოლოდ არ დააზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, არამედ ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას.

როგორ შეარჩიოთ სახლის მცენარეები ჩამოსაკიდი ქოთნებისთვის

ჩამოკიდებული მცენარეები სახლში მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ეს შესანიშნავი გამოსავალია მცენარეების მეშვეობით იდეალური სილამაზის მისაღწევად. ბევრი მცენარეა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს თქვენს სახლში.

როგორ გადავარჩინოთ ოთახის მცენარეები ზამთარში

ზამთარში განსაკუთრებით რთულია მცენარეებისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნება. მზის ნაკლებობა, მშრალი ჰაერი, ცვალებადი ტემპერატურა, დღის სინათლის ნაკლებობა - ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ყვავილების მდგომარეობაზე. მცენარეების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ რჩევას.თითოეული მცენარეს ინდივიდუალური მიდგმა სჭირდება. ზოგი უხვად მორწყვას საჭიროებს, ზოგი - იშვიათად, ზოგს ჩრდილი მოსწონს, ზოგს კი მზის სხივების მუდმივი ზემოქმედება სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ნიადაგის გამდიდრება, საკვები ნივთიერებების გარკვეული დონის შენარჩუნება და დროული გადარგვა.

როგორ გავუმკლავდეთ ნესტს ბინაში მცენარეების დახმარებით

ხშირია შემთხვევა, როდესაც ახლადგარემონტებული სახლიც კი ინესტება და კედლებზე ჩნდება ობი. საბედნიეროდ, მცენარეების დახმარებით შესაძლებელია ამ პრობლემის აღმოფხვრა მარტივად, ისინი კონდენსაციის პროცესს უზრუნველყოფენ.

როგორ გავზარდოთ პალმა ქოთანში მაღაზიაში ნაყიდი ფინიკისგან

მარკეტში ნაყიდი ფინიკისგან შეიძლება პალმა გაზარდოთ. ტროპიკულ და ძალიან გემრიელ ფინიკს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. სუპერმარკეტებში მისი შეძენა ყველას შეუძლია. შეძენის შემდეგ ბევრი დაინტერესებულა, შეიძლება თუ არა ფინიკის კურკისგან ნამდვილი ფინიკის პალმის გამოზრდა.რატომაც არა. მიირთვით გემრიელი ფინიკი და კურკა კი დაგრჩათ. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად? თანაც მცენარე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თქვენს ინტერიერს კი გაალამაზებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სახლში გამოზრდილი პალმა ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ის ნელა იზრდება, მაგრამ 5 წლის შემდეგ შეიძლება ოთახშიც ვეღარ დაატიოთ.

აი, დეტალური ინსტრუქცია:

როგორ გავახაროთ ორქიდეა სახლში

ბევრ დიასახლისს უყვარს მშვენიერი ლამაზი ორქიდეების გაშენება ფანჯრის რაფებზე. ორქიდეების უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა მათზე ზრუნვა ადვილი არ არის: ისან არ ყვავის, ან ფოთლები ცვივა და ხმება.

როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის

გაგიკვირდებათ, მაგრამ სეზონის ცვალებადობა ოთახის მცენარეებზეც აისახება. ზამთარში დღე კლებულობს, ტემპერატურა ეცემა, შენობაში ჰაერი შრება, რაც შედეგად ხელს უშლის მცენარის განვითარებას და მის ზრდას. როგორ დავეხმაროთ ოთახის მცენარეებს ზამთრის პერიოდის გადატანაში?

როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომ დიდხანს იცოცხლოს

თითოეულ მცენარეს თავისი სპეციფიკური საჭიროებები აქვს და ისინი ამ საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე ვერ გაიზრდებიან. ზოგს უფრო გრილი კლიმატი ურჩევნია, ზოგს - სახლში ყოფნა, ზოგს - გარეთ და ა.შ. რომ შევაჯამოთ, ყველა მცენარე განსხვავებულია, თუმცა არის 5 რამ, რაც ყველა მცენარეს სჭირდება.

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ეს 5 აუცილებელი ნივთი ყველა მცენარისთვის და ფუნქციები, რომლებსაც ისინი ასრულებენ მცენარის ზრდაში.

სად და როგორ განვათავსოთ დიდი ზომის მცენარეები

ოთახის მცენარეების მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ პატარა ქოთნის მცენარეებისთვის ადგილის მიჩენა მარტივია, ისინი ადვილად ერწყმიან ოთახის საერთო ინტერიერს. ცოტა ძნელია დიდი ზომის, მაღალი მცენარეების განლაგება. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ასეთი მცენარისთვის ყველაზე ხელსყრელი ადგილი მისაღები, კონკრეტულად კი მისაღების კუთხეა. თუმცა, ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ასე სულაც არ არის, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდვია.

როგორ მოვუაროთ სახლის მცენარეებს

სახლის მცენარეების მოშენება ბევრი ჩვენგანის გატაცებას წარმოადგენს. ჩვენ მოგვწონს მათი მოვლა, გამრავლება, გაზრდა. სახლის მცენარეები, გარდა იმისა რომ სახლის დეკორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და სახლის დიზაინის გალამაზებას ემსახურება, ჟანგბადის წარმოების აუცილებელი საშუალებაა. მათ კი, ისევე, როგორც ნებისმიერ ნივთს მოვლა ესაჭიროება და ამ ინსტრუქციაში სწორედ სახლის მცენარეების მოვლის წესებზე გიამბობთ.