როგორ მოვუაროთ სახლის მცენარეებს
მზის შუქი
ჰაერის სინესტე
მზის შუქი
ჰაერის სინესტე
მცენარის კვება
მორწყვა მცენარეები ზამთარში ნაკლები სიხშირით საჭიროებენ მორწყვას, ვიდრე ზაფხულში. წყლის რაოდენობის განსაზღვრისთვის საუკეთესო ხერხია მორწყვის შემდეგ მცენარის ნიჟარაში ჩადგმა, რათა ზედმეტი წყალი ქოთნიდან გამოვიდეს. უნდა გაითვალისწინოთ მცენარის ზომაც. დიდი ზომის მცენარეს ესაჭიროება მეტი რაოდენობით წყალი, პატარა მცენარეებს კი სულ ცოტაც ჰყოფნით. საერთოდ კი ყველა მცენარე სხვადასხვაგვარად ირწყვება. მისი მორწყვის წესი შეძენისას უნდა გააკრვიოთ. ან ინტერნეტის საძიებო სისტემაში გაარკვიოთ მისი კონკრეტული სახელწოდებიდან გამომდინარე.
გამხმარი ფოთლების მოცილება იმისთვის, რომ მცენარემ შეინარჩუნოს ბუნებრივი სილამაზე, აუცილებელია მას გამხმარი ფოთლები მოაშოროთ. ამის გაკეთებას ხელით ან სეკატორით შეძლებთ.
სხვა რჩევები აუცილებელია მცენარეს მოაცილოთ მტვერი, ტილოთი ან ფუნჯით. გაუფხვიეროთ მიწა და დრო და დრო დაამატოთ ახალი მიწა.
გადარგვა გადასარგავად დაგჭირდებათ ახალი ქოთანი და მიწა. ახალი ქოთნის ძირში ვყრით ცოტა კერაზინს.ვამატებთ ცოტა მიწას. შემდეგ ვიღებთ მცენარეს ძველი ქოთნიდან და ვათავსებთ ახალში. ვამატებთ მიწას ისე, რომ ქოთანი გაივსოს, ოღონდ პირამდე დარჩეს ერთი სანტიმეტრი სისქის თავისუფალი ადგილი და ვასხამთ ცოტა წყალს.