როგორ შეარჩიოთ სახლის მცენარეები ჩამოსაკიდი ქოთნებისთვის
ამპელური ბეგონია
ბეგონია უნიკალური მცენარეა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ჯიშებით, ფერებით და აქვს ლამაზი, ნაზი ყვავილები, რომლებიც ყვავის მთელი წლის განმავლობაში. ამპელურ ბეგონიას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები.
ცეროპეგია
ლიანოიდურ ყვავილს აქვს პატარა გულის ფორმის ფოთლები, რომელიც იზრდება გრძელ თხელ ღეროებზე 1 მ სიგრძის. ამ მცენარესაც არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. იგი გარემოს რომანტიკას შემატებს.
ქლოროფიტუმი
პოპულარული მცენარეა გრძელი, ვიწრო, ობობის მსგავსი ფოთლებით. ეს მცენარე ასევე აჯანსაღებს ჰაერს.
ესქინანთუსი
ეს საკმაოდ საინტერესო მცენარეა მუქი ფოთლებით და ალისფერი მილისებრი ყვავილებით.
სკინდაფსუსი
სკინდაფსუსი ადვილად მოსავლელი მცენარეა სქელი, ცვილისებრი, გულის ფორმის ფოთლებით. სკინდაფსუსი, რომელსაც ხანდახან „ეშმაკის სუროსაც“ უწოდებენ, არის მცოცავი მცენარე, რომელიც შეიძლება გაიზარდოს დაკიდებულ ქოთანში.
ინგლისური სურო
ამ მცენარეს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას. ასევე, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.
ფუქსია
ფუქსიები კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია ჩამოკიდებული მცენარეებისთვის. ფუსქსიას არ უყვარს მზის სხივები, ამიტომ უმჯობესია დაჩრდილული იყოს.