კანონი და სამართალი - rogor.ge

როგორ განვსაზღვროთ ალიმენტის ოდენობა - ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

შვილების რჩენის მოვალეობა მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლების მიერ

არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ

თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

როგორ დავარეგისტრიროთ იჯარის უფლება

საჯარო რეესტრი აგრძელებს „საკონსულტაციო ბარათების“ გამოქვეყნებას, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, მიიღონ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია.

როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება მემკვიდრეობის საფუძველზე

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე).

არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა.

როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები, მოტყუებით დადებული გარიგებების შემთხვევაში

საზოგადოებაში თითქმის ყოველდღე იდება სხვადასხვა ტიპის გარიგება. გარიგება, ზოგადად, ეწოდება პირთა ნების გამოვლენას, რათა დაიწყოს, შეწყდეს ან შეიცვალოს სამართლებრივი ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს დაწერილი ან ზეპირი ხელშეკრულება (ხელშეკრულების ზეპირი ფორმაა, მაგალითად, როდესაც სურსათის მაღაზიაში შეიძენთ პროდუქტს). სამწუხაროდ ხშირად ხდება შემთხვევები, როდესაც გარიგება მოტყუებით იდება, ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ვინაიდან გარიგება დადებულია, ხოლო შეთანხმების ვალდებულებები შესრულებული, უკანდასახევი გზა აღარ არსებობს, თუმცა ეს მდგომარეობა სამართლებრივად გამოსწორებადია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ვხვდებით მუხლებს საცილო გარიგებების შესახებ (სსკ-ის მუხლი 72-89). შეცდომით, მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგებები საცილო გარიგებებს მიეკუთვნება და ისინი დადების მომენტიდან ნამდვილია; თუმცა გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შეეცილება თუ არა, ესე იგი გაასაჩივრებს თუ არა, პირი მას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებების ერთ-ერთი სახეა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიდავოთ, მოვითხოვოთ მისი ბათილად, გაუქმებულად გამოცხადება.

იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დავიცვათ საკუთარი თავი ან/და ახლობლები, უნდა ვიცოდეთ თუ რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად და დროის რა ინტერვალში შეგვიძლია მოქმედება.

როგორ ავარიდოთ თავი ჯარში გაწვევას

18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.

როგორ უნდა გადაამოწმოთ, ჭარბად დაგინიშნათ თუ არა ექიმმა მედიკამენტები

პოლიფარმაციის მართვის მიზნით 2018 წლის 16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი მოქმედებს.

როგორ გადავრჩეთ მანიაკის თავდასხმისგან +ტესტი: გაექცევი თუ არა მანიაკს

დღემდე, ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ქალი, რომელმაც ძალადობა გამოიარა, თავადაა დამნაშავე: სათანადოდ არ ჩაიცვა, ვულგარული მაკიაჟი გაიკეთა, ისე არ შეხედა და უპასუხა, როგორც საჭირო იყო და ა.შ.

სინამდვილეში, მანიაკები თავიანთ მსხვერპლს ირჩევენ განსაზღვრული მიზეზებით, რომელიც მხოლოდ მათ იციან. არც ერთი ადამიანი დედამიწაზე არ არის დაზღვეული მათი თავდასხმისგან.

მანიაკის წინასწარ ამოცნობა ასევე შეუძლებელია. გაიხსენეთ ტედ ბანდი - მომხიბვლელი, მოწესრიგებული, ქარიზმატული და კომუნიკაბელური მკვლელი. შეუძლებელია ვინმე დაეჭვდეს ოჯახის კაცის და პედაგოგის მანიაკალურ მიდრეკილებებში. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა.

ყველაზე ხშირად, ქალებს ურჩევენ, არ იარონ მარტო უკაცრიელ ქუჩებში, არ შევიდნენ ლიფტში უცნობ მამაკაცებთან ერთად და არ გაყვნენ უცნობს არსად. მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში ასეთი რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან რთულია. ყოველთვის ვერ დაბრუნდები სახლში დროულად, ზოგჯერ მარშრუტის შემოკლებაა საჭირო. დაზუსტებით ვერ გეცოდინება, სად უფრო უსაფრთხოა სიარული - უკაცრიელ გზაზე თუ ხალხმრავალი გზის გასწვრივ.myquiz

როგორ დაესწროთ ცოლის მშობიარობას

დღეს არავის უკვირს, როცა ქალის მშობიარობას მისი მეუღლეც ესწრება, პირიქით, მშობიარობაზე დასწრების მსურველი მომავალი მამების რიცხვიც თანდათან იზრდება.

როგორ გავთავისუფლდეთ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობისგან

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში მოქალაქის მოვალეობაა დროდადრო მსახურობდეს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოში, არსებობს რამდენიმე გზა, ამგვარი მოვალეობის თავიდან ასაცილებლად.

როგორ შევიტანოთ ადმინისტრაციული სარჩელი

პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რომელი ინსტანციის სასამართლო არის უფლებამოსილი, მიიღოს სარჩელი. როგორც წესი, პირველი ინსტანციის წესით საქმეს, თავდაპირველად, რაიონული სასამართლო განიხილავს, მაგრამ არის საქმეები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ სააპელაციო სასამართლოში იქნას შეტანილი. აუცილებელია სარჩელს თან დაერთოს სახელმწიფო ბაჟი. როგორც წესი, სახელმწიფო ბაჟის გარეშე სამოქალაქო სამართალში სარჩელი არ განიხილება. მაგრამ თუ სარჩელი შეტანილია ფიზიკური და არა იურიდიული პირის მიერ, ბაჟის გადაუხდელობა სარჩელს არ აბრკოლებს. სასამართლო საქმის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტს, მოქალაქემ ანუ ფიზიკურმა პირმა უნდა გადაიხადოს თუ არა ბაჟი.

როგორ მოვიქცეთ დაკითხვაზე

დაკითხვაზე შეიძლება მოხვდეთ, როგორც მოწმე ან ბრალდებული. თუ თქვენ ან თქვენმა ნათესავებმა მოაწერეს ხელი სასამართლოს განჩინებაზე, მაშინ დაკითხვაზე გამოცხადება აუცილებელია. მითითებულ განჩინებაში თქვენ გეძლევათ ვადა, რომელშიც უნდა გამოცხადდეთ დაკითხვაზე, აქედან გამომდინარე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოემზადოთ და დაფიქრდეთ სამომავლო კითხვა-პასუხზე.

როგორ ავიღოთ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია გასცემს შემდეგი სახის ნებართვებს:

როგორ გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია

2011 წლის განვლილ 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით 21 აუქციონი გაიმართა, ოცდაერთივე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით. აუქციონებზე გამოტანილთაგან 18 ობიექტი – მიწისქვეშა წყლებია (მტკნარი, დაბალი მინერალობის წყალი, მინერალური, გეოთერმული), 98 ობიექტი კი - მყარი წიაღისეული (მადნეული, არამადნეული, სათბობი, სამშენებლო მასალები და სამთოქიმიური ნედლეული). ჯამში ექვსი თვის განმავლობაში 116 ლიცენზია გაიცა, ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებულმა შემოსავლებმა კი 15 488 152.5 ლარი შეადგინა. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის რესურსების) სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

როგორ მივიღოთ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

საქართველოს წიაღის გეგმაზომიერი შესწავლა ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად და ბურღვითი სამუშაოები საბადოების გამოსავლენად და ნავთობის მოსაპოვებლად დაიწყო XX საუკუნის 20-ანი წლებიდან, როდესაც ჩამოყალიბდა სპეციალიზირებული საწარმოო "საქნავთობი". ბოლო 70-80 წლის განმავლობაში ქვეყანაში შესრულებული იქნა დიდი მოცულობის ძებნა-ძიებითი სამუშაოები (გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები, სტრუქტურული და ღრმა ბურღვა), რის შედეგადაც გამოვლენილი იქნა 16 ნავთობის, 1 გაზნავთობის და 1 გაზის საბადო. ნავთობის წლიური მოპოვების პიკი მოდის 1980-1983 წლებზე, როდესაც ეს მაჩვენებელი 3.2-3.3 მლნ. ტ-ს შეადგენდა. შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებამ მკვეთრად იკლო და ბოლო ხანებში წლიური მოპოვება 60-140 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.

როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა თბილიში

თუ გსურთ თბილისში მშენებლობის დაწყება, მაშინ უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - თბილისის არქიტექტურის სამსახურს. მშენებლობის ნებართვის გაცემა მოიცავს სამ ეტაპს.

როგორ მივიღოთ აშშ-ს მოქალაქეობა

Green Card-ის მფლობელს შეუძლია იცხოვროს აშშ-ში სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მას ეძლება დამატებითი უფლებები და ვალდებულებები: გადაადგილების სიმარტივე (გამგზავრება, დაბრუნება), არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თქვენი შვილები ავტომატურად ხდებიან აშშ-ს მოქალაქეები იმისდა მიუხედავად თუ სად არიან დაბადებულები და სხვა.

როგორ მივიღოთ Green Card

ბევრს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება სწავლისთვის ან მუშაობისათვის, ან თუნდაც დასარჩენად. ამ სტატიაში მე ვისაუბრებ \"მწვანე ბარათის\" – (მოქალაქეობის პირველი ეტაპის) მიღების ლეგალურ მეთოდებზე.