შინაური ცხოველები - rogor.ge

როგორ მუშაობს 2026 წლის ახალი რეგულაციები მიუსაფარ ძაღლებზე და როგორ დავიცვათ ისინი გაუჩინარებისგან

2026 წლიდან საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მართვის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. თუ აქამდე ქუჩის ძაღლებზე ზრუნვა მხოლოდ მოხალისეებსა და მცირე მუნიციპალურ სამსახურებზე იყო დამოკიდებული, ახალი კანონმდებლობა აწესებს მკაცრ წესებს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მოქალაქეებისთვის.

ამ გზამკვლევში განგიმარტავთ, რა ბედი ეწევათ მიუსაფარ ძაღლებს და რა უნდა იცოდეთ, თუ მათზე ზრუნავთ.

როგორ „ელაპარაკებიან“ კატები პატრონებს: ვეტერინარების მიერ დასახელებული 7 სახალისო გზა

კატები თავისი ქცევითა და სხეულის ენით ცდილობენ პატრონს აცნობონ საკუთარი განწყობისა და საჭიროებების შესახებ.

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ კატები საინტერესო არსებები არიან, რომლებსაც საკუთარი ფიქრები აქვთ. თუმცა, რადგან ისინი ადამიანების ენაზე არ საუბრობენ, ხშირად რთულია იმის გაგება, თუ რის თქმას ცდილობენ კონკრეტულ მომენტში. შინაური ცხოველების ზოგიერთ პატრონს მიაჩნია, რომ კატები გარიყულები ან არამეგობრულები არიან, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მათი ქცევის გაგება დაგეხმარებათ თქვენს ფუმფულა მეგობართან კავშირის გაძლიერებაში.

ვეტერინარებმა შეკრიბეს 7 სახალისო ხერხი, რომლებითაც კატები ჩვენთან „კომუნიკაციას“ ამყარებენ:

როგორ უნდა გაასეირნოთ ძაღლი ზამთარში

რა შეიძლება იყოს უფრო ჯანსაღი და მხიარული, ვიდრე თამაში სუფთა ცივ ჰაერზე? ბევრი ოთხფეხა ცხოველი სიცივეს უკეთ იტანს, ვიდრე სიცხეს, ამიტომ ხშირად უფრო მეტად ტკბებიან ზამთრის სეირნობით. იმისათვის, რომ ცივ ამინდში გასეირნებამ არ შეუქმნას ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ძირითადი რეკომენდაციები.

რამდენი უნდა ჭამოს ლეკვმა? რჩევები ჯანსაღი შინაური ცხოველის გაზრდისთვის

პატარა ლეკვი ოჯახში ისეთივე სიხარულია, როგორც ახალშობილი ბავშვი: უამრავი ემოცია, მაგრამ არანაკლები კითხვაც: რამდენჯერ უნდა ვაჭამო, რამდენი უნდა შეჭამოს და როგორ არ გადავაჭარბო, მაგრამ არც მშიერი დავტოვო.

გამოცემა Daily Paws წერს, რომ პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯიშზე, ასაკზე, აქტივობაზე და საკვების ტიპზე. უმჯობესია, კვების რაოდენობა განსაზღვროთ იმ რეკომენდაციების მიხედვით, რაც მითითებულია შეფუთვაზე. ისინი გათვლილია კალორიულობასა და კვებით ღირებულებაზე. თუ საკვები მაღალკალორიულია, მისი ნაკლები რაოდენობა საკმარისია. თუ ნაკლებად ენერგეტიკული, უფრო მეტი დასჭირდება. მთავარია, კვებითი ბალანსის დაცვა.

როგორ გავუმკლავდეთ მწუხარებას შინაური ცხოველის სიკვდილის შემდეგ

საყვარელ ძაღლთან, კატასთან, თუთიყუშთან, ზაზუნასთან და ნებისმიერ სხვა შინაურ ცხოველთან დამშვიდობება ყოველთვის რთულია. ცხოველები ადამიანების ცხოვრებას არა მარტო ნათელს და მხიარულს ხდიან, არამედ ხდებიან ნამდვილი ოჯახის წევრები.

როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი?

მღრღნელმა რომ კარგად იგრძნოს თავი თქვენს გარემოცვაში, მას ესაჭიროება არა მხოლოდ კომფორტული გალია, არამედ სიმშვიდე და იდილია. მნიშვნელოვანია, რომ მისი ნდობა დაიმსაუხუროთ და მიიჩვიოთ.რა თქმა უნდა, მღრღნელს ერთ ან ორ დღეში ვერ შეიჩვევთ, ამისთვის საჭიროა დრო და ნებისყოფა. ამასთანავე მისდამი ერთმა არასწორმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, გააფუჭოს სიტუაცია, რომლის გამოსწორებასაც შემდეგ დრო დასჭირდება.

ქვემოთ მოყვანილია რჩევები , თუ როგორ უნდა მოექცეთ თქვენს მღრღნელს, რომ ის შეგეჩვიოთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?

წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში საშინელი ამინდია: თავსხმა წვიმა ან ისეთი თოვლი, რომ ერთი მეტრის რადიუსზე რთულია, რამე დაინახო. თქვენ ფეხებთან შემთხვევით ამჩნევთ უცნაურ ცოცხალ არსებას - უპატრონო კნუტს, რომელიც ძალიან გამხდარი და საცოდავია. ვის არ გაუთბება გული ასეთი სანახაობის შემხედვარე? უმეტესობა ჩვენგანს მოუნდება მისი აყვანა, გათბობა, გამოკვება და თუ ვერ დავიტოვებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მოსიყვარულე პატრონი მოვუძებნოთ. მხოლოდ ერთი რამ გვაყოვნებს: რამდენად ჯანმრთელი შეიძლება იყოს ქუჩაში მცხოვრები კნუტი ან კატა?

როგორ მოვუაროთ ძაღლს

როგორ მოვუაროთ ძაღლს, ამის შესახებ კინოლოგიური სკოლა "ბალტოს" დირექტორი გოჩა თვაური გვესაუბრება:

მშრალი თუ სველი კვება? რომელი სახის საკვებია უკეთესი კატისათვის?

კატების მოყვარულთა საზოგადოებაში მსგავსი კითხვები ხშირად ტრიალებს. ჩვეულებრივ, შინაური ცხოველების კვების სპეციალისტთა და ვეტერინართა უმრავლესობა კატის მფლობელებს დაბალანსებული, ყველა საჭირო ნივთიერებით სავსე კვების რაციონისკენ მოუწოდებს. და მაინც, გამომდინარე იქედან, რომ უამრავ ფაქტორთან გვაქვს საქმე, აღნიშნულ საკითხზე ცალსახა პასუხის გაცემა მარტივი არაა. ფაქტია, რომ ორივე სახის საჭმელს თავისი უპირატესობა გააჩნია და მიზანშეწონილი კვება, როგორც ასეთი, მაინც ინდივიდუალურია.

როგორ გავაკეთოთ კატის სახლი მუყაოსგან

თუ სახლში კატა გყავთ, ამ ვიდეოს აუცილებლად უყურეთ.წარმოგიდგენთ ვიდეოგაკვეთილს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ თქვენი ხელით მუყაოსგან კატების სახლი.

როგორ შევაჯვაროთ ძაღლი

ძუ ძაღლები სქესობრივად მომწიფებული საშუალოდ 9-10 თვის ასაკში ხდებიან. პატარა ჯიშის ძაღლებში ახურება პირველად უფრო ადრეც შეიძლება გამოვლინდეს და ზოგიერთ შემთხვევაში 5-6 თვის ასაკში ცხოველი უკვე სქესობრივად მომწიფებულია. ახურების პირველი გამოვლინება შეიძლება დაგვიანდეს კიდეც და პირველად 2 წლის ასაკში დაფიქსირდეს.

როგორც წესი, პირველი ახურება შეუმჩნეველია და არ ახასიათებს ორგანიზმის ის ცვლილებები, რაც სამომავლოდ ვლინდება ხოლმე. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ძაღლის შეჯვარება მოხდეს მეორე, ან მესამე ციკლის დროს.

როგორ მოვუაროთ ბაჭიას

ვიდრე ბოცვერს შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით, სად მოუწყობთ მას ბინას , ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას მის მოვლაზე, მოახერხებთ თუ არა, სათანადო დრო დაუთმოთ "აღსაზრდელს".

რატომ და როგორ უტარდებათ ძაღლებს სტერილიზაცია (კასტრაცია)

პატრონები გაურკვევლობაში არიან, როდესაც საქმე შინაური ცხოველის კასტრაციას ან სტერილიზაციას ეხება.ისინი შიშობენ, რომ პროცედურამ შეიძლება, მტკივნეულად ჩაიაროს და ეჭვი შეაქვთ მის მიზანშეწონილობაში.

4 მეთოდი, თუ როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი კბენას

ლეკვები ზრდასთან ერთად სწავლობენ კბენას და ამის მეშვეობით ურთიერთობენ. ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ, რომ კბენა და ღეჭვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს შეიძლება გადაიზარდოს ზრდასრული ძაღლების ქცევით პრობლემებში.

როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს

კნუტი, რომელიც მიჩვეულია კატის ტუალეტს და იქ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ერთის მხრივ კარგია და მოხერხებული. არ გიწევთ კუთხე-კუთხე სიარული და კატის "საჩუქრების" წმენდა, თუმცა თვითონ კატის ტუალეტს სჭირდება ხშირად გასუფთავება, ქვიშის დამატება/გამოცვლა და მიუხედავად ამისა, სახლში მაინც დგება არასასიამოვნო სუნი. თუ თქვენ მოინდომებთ, თავისუფლად შეძლებთ თქვენი საყვარელი შინური ცხოველი მიაჩვიოთ "ნამდვილ" ტუალეტს. აღარ მოგწევთ ზედმეტ დეტალებზე ფიქრი.