4 მეთოდი, თუ როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი კბენას - rogor.ge

4 მეთოდი, თუ როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი კბენას

დააკვირდით ლეკვის ქცევას

lekvi1-1653051888.jpg

ლეკვებმა ხშირად არ იციან, რამდენად ძლიერად კბენენ. ამიტომ ისე კბენენ, რომ არ ესმით, თუ როგორ მოქმედებს ეს სხვაზე. ლეკვები მხიარულად კბენენ ერთმანეთს, სანამ ერთი ლეკვი ან ძაღლი ძალიან ძლიერად არ უკბენთ და ხმამაღლა „ყვირილს“ არ დაიწყებს. მსხვერპლი შეწყვეტს თამაშს, ხოლო ლეკვი, რომელმაც უკბინა მსხვერპლს, გაოგნებულია და ასევე მომენტალურად წყვეტს თამაშს. შემდეგ ჯერზე, როცა ლეკვი ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება, ის ხვდება, რომ მის კბენას შეუძლია სხვა ლეკვები და ადამიანები დააზარალოს. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება შეცვალოს მან ქცევა. ძაღლები ითმენენ ლეკვების (ზოგჯერ ცუდ) ქცევას, მაგრამ ლეკვის ზრდასთან ერთად, ძაღლის რეაქციის სიმძაფრე იცვლება.

lekvi2-1653051907.jpg

ამ ბუნებრივი პროგრესის გამო, ლეკვები, როგორც წესი, სწავლობენ ზრდასრული ძაღლებისგან, რომ კბენა მიუღებელია მანამ, სანამ ისინი საკმარისად არ გაიზრდებიან.

როგორ გადააჩვიოთ კბენას

lekvi4-1653052260.jpg

ითამაშეთ თქვენს ლეკვთან. როცა ის კბენას ეცდება, ხმამაღლა, მკვეთრად დაუყვირეთ, შემდეგ კი ადექით და შეწყვიტეთ მასთან თამაში, რათა მიხვდეს, რომ მისი ქცევა არ არის მისაღები. შემდეგ ხელახლა ეთამაშეთ. თუ კვლავ დაიწყებს კბენას, იგივენაირად მოექეცით. გაიმეორეთ ეს ნაბიჯები არა უმეტეს 3-ჯერ 15 წუთის განმავლობაში. თუ მისგან საპასუხო დასამშვიდებელ რეაქციებს დაინახავთ, შეაქეთ და წაახალისეთ. იყავით მომთმენი, რადგან ამ პროცესს შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს და ბევრჯერ დაგკბინოთ ამ ხნის განმავლობაში.

ასწავლეთ კარგი ჩვევები

lekvi3-1653052278.jpg

წაახალისეთ თქვენი ლეკვი ითამაშოს სხვა ლეკვებთან და ძაღლებთან. რეგულარული თამაში სხვა კეთილგანწყობილ ძაღლებთან, რომლებმაც უკვე იციან თუ როგორ მოიქცნენ, წაახალისებს მას, რომ მსგავსად ითამაშოს სხვა ძაღლებთან და ადამიანებთან. ხშირად მიეცით სათამაშო ან ძვალი, რომ უკბინოს. ჩაერთეთ თამაშის სხვა ფორმებიც. მიაწოდეთ უამრავი საინტერესო და ახალი სათამაშო, რათა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.

lekvi5-1653052326.jpg

გამოიყენეთ შემაკავებელი საშუალება, რათა ძაღლმა არ გიკბინოთ და დააკვირდით მის ქცევებს. ამგვარი საშუალებებია: ჩაის ხის ზეთი ან თეთრი ძმარი. მოერიდეთ ლეკვის ფიზიკურად დასჯის მეთოდებს, რამაც შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს ან დააშინოს.

კბენის თამაშის თავიდან აცილება

თქვენი ხელებით თამაშის მაგივრად, თქვენს ლეკვს მიეცით საღეჭი სათამაშოები. შეაქეთ იგი სათამაშოს აღებისა და თამაშისათვის. თუ მას არ მოსწონს საღეჭი სათამაშო, მასზე ცოტაოდენი თინუსის წვენი, ან არაქისის კარაქი წაუსვით, რათა უფრო მიიზიდოს. თუ თქვენი ძაღლი ისევ უხეშად ითამაშებს, შეგიძლიათ გარკვეული პერიოდი აღარ ეთამაშოთ.

წყარო: wikihow.com