როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი? - rogor.ge

როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი?

რა შეიძლება და რა არა?

მღრღნელის ხელში აყვანისას გაითვალისწინეთ, რომ ზევიდან ხელი არ უნდა გადააფაროთ, ასეთი მოპყრობით ის განიცდის სტრესს. როდესაც გადაწყვეტთ მის გალიიდან გამოყვანას, არ მიიმწყვდიოთ ის კუთხეში, ასე მოქმედებენ მსხვერპლთან მტაცებლები.დასაწყისისთვის უმჯობესია, მიმართოთ მას მშვიდი ხმით და შემდეგ ნელა გაუწოდოთ ხელი, მიეცით საშუალება შეეჩვიოს პატრონის სუნს. ამის შემდეგ ფრთხილად აიყვანეთ თქვენი პატარა ბინადარი ხელში, მაგრამ ისე, რომ ზურგი არ დაუფაროთ. არავითარ შემთხვევაში მღრღნელს არ მოკიდოთ კისერზე ხელი, მას არ უყვარს სხეულის ამ ნაწილზე შეხება.

არ არის სასურველი მის წინაშე ამოძრაოთ ხელები სწრაფად, მსგავსი ქმედებები მღრღნელს აშინებს, ასევე არ შეიძლება გალიის თავზე (ან სადაც ის იმყოფება) დააგდოთ ისეთი ნივთი, რაც ხმას გამოსცემს. ეს პატარა ბინადარი იმდენად მშიშარა არსებაა, მისი თანდასწრებით სასურველია ყვირილს, ან ხმამაღალ საუბარს მოერიდოთ.

პატრონის ხელები კომფორტის ზონა

მღრღნელმა რომ მყურდოდ იგრძნოს პატრონის ხელში თავი, საკმარისი არ არის მხოლოდ მისი სწორად აყვანა. მნიშვნელოვანია ის თავისუფლად იყოს მოკალათებული - მოკიდეთ მას წინა თათებზე ხელი, ისე, რომ არ მოუჭიროთ, ან არ მოქაჩოთ ზედმეტად და ნაზად აიყვარენთ. ხელში ჭერისას გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს პატარა არსება ვერ გრძნობს სიმაღლეს, ამიტომ ნუ გააკეთებთ სწრაფ მოძრაობებს, ის შეიძლება ჩამოვარდეს.

სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ყველაზე მშიშარა მღრღნელიც კი სწრაფად ეჩვევა თავის ახალ პატრონს.

წყარო: zooclub.ge