რატომ და როგორ უტარდებათ ძაღლებს სტერილიზაცია (კასტრაცია) - rogor.ge

რატომ და როგორ უტარდებათ ძაღლებს სტერილიზაცია (კასტრაცია)

ჩვენ გვსურს, დაწვრილებით გაგაცნოთ ეს პროცედურა და მისი უპირატესობები.

რისთვისაა საჭირო კასტრაცია/სტერილიზაცია?

სტერილიზაცია დედალი ცხოველების რეპროდუქციული ორგანოების ქირურგიული ჩარევით ამოღებას ნიშნავს, ხოლო კასტრაცია - მამალი ცხოველებისთვის საკვერცხე ჯირკვლების მოცილებას.

ორივე ოპერაცია ანესთეზიით კეთდება. ვეტერინარმა შეიძლება, საჭიროდ ჩათვალოს ძაღლის მეთვალყურეობა რამოდენიმე საათიდან - რამოდენიმე დღემდე. ძაღლის სტაციონარში დატოვების პერიოდი მის ასაკთან, ზომასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. არ დატოვოთ ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში ღამით, თუ კლინიკას არ გააჩნია აუცილებელი ტექნიკა და ღამის პერსონალი.

ზოგ შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს განმეორებითი ვიზიტი კლინიკაში ნაკერების ამოსაღებად. ვეტერინარი გიპასუხებთ ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე, რომელიც კასტრაციას ეხება.

ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაციის უპირატესობები

სტერილიზებული და კასტრირებული ძაღლები დიდხანს ცოცხლობენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა აქვთ.

კასტრაცია/სტერილიზაცია ამცირებს ან სულაც კურნავს ზოგიერთი სერიოზული ავადმყოფობის რისკს.

სტერილიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას, განსაკუთრებით, თუ ძაღლი პირველი ესტრალური ციკლის დაწყებამდე იქნება გასტერილებული.

ასევე, კასტრაცია პროსტატის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს.

ძაღლის კასტრაციის და სტერილიზაციის უპირატესობა მათი პატრონებისთვის

კასტრაციის/სტერილიზაციის შემდეგ ძაღლი ბევრად მეგობრული ხდება. კასტრირებული ძაღლები იშვიათად ნიშნავენ ტერიტორიას.

სტერილიზაციის შემდეგ დედლებს უწყდებათ დენა, რომელიც 6-დან 12 დღემდე გრძელდება და მეორდება წელიწადში ორჯერ. დენის დროს დედლებმა შეიძლება, დასვარონ ავეჯი. ისინი შფოთავენ და სახლთან დაუპატიჟებელ სტუმრებს, მამალ ძაღლებს იზიდავენ.

არაკასტრირებული/არასტერილიზებული ძაღლები ნაოპერაციებ ძაღლებზე ხშირად პრობლემური ქცევის დემონსტრირებას ახდენენ.

კასტრირებული/სტერილიზებული ძაღლები იშვიათად იკბინებიან.

კასტრაციის შემდეგ მამლები იშვიათად მიდიან სახლიდან დედლების საძებნელად და ნაკლებად ებმებიან ჩხუბში.

კასტრაცია/სტერილიზაციის სოციალური უპირატესობა

საზოგადოება უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს უპატრონო ძაღლების პოპულაციის კონტროლზე.

უკონტროლო გამრავლება – ძაღლის ადამიანზე თავდასხმის ძირითადი მიზეზია.ცხოველების თავშესაფრები გადავსებულია უპატრონო ძაღლებით.

უსახლკარო და უპატრონო ძაღლები სანაგვე კონტეინერებში იქექებიან, გადადიან გაზონებზე, აშინებენ და აღიზიანებენ ადამიანებს, რომლებიც არ თანაუგრძნობენ უსახლკარო ცხოველებს.

ზოგი უპატრონო ძაღლი ცხოველებსა და ფრინველებს აფრთხობს და ანადგურებს.

კასტრაციის ან სტერილიზაციის უპირატესობა თქვენთვის და თქვენი ბინადრებისთვის აშკარაა. თქვენთვის სასიამოვნო იქნება იმის გააზრება, რომ შინაური ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეჩერებას უწყობთ ხელს.

იხილეთ: ცხოველების სტერილიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები

წყარო: zooclub