როგორ შევაჯვაროთ ძაღლი - rogor.ge

როგორ შევაჯვაროთ ძაღლი

როგორ უზრუნველვყოთ წარმატებული შეჯვარება? ეს პროცესი მამრი ცხოველებისთვის გაცილებით დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ისინი თავს ბევრად კომფორტულად საკუთარ გარემოში გრძნობენ, ამიტომ შესაჯვარებლად უმჯობესია მდედრი ცხოველი მიიყვანოთ მამრთან.

იმის გამო, რომ ოვულაციის პერიოდი ინდივიდუალურია და ზუსტი დღის განსაზღვრა რთულია, როგორც წესი, ცხოველებს 2-3-ჯერ აჯვარებენ 24-48 საათის ინტერვალებით. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან ან კინოლოგთან.

რამდენი ხანი გრძელდება ორსულობა და რა განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს ძაღლი ამ დროს?

წარმატებულ შეჯვარებას ბუნებრივია მოსდევს მაკეობა, რაც 58-68 დღე გრძელდება. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენს ოთხფეხა მეგობარს ვერაფერს შეამჩნევთ. არ შეიცვლება არც მისი ხასიათი, არც მუცელი გაეზრდება.

შესაძლოა მაკეობის 3-ე – 4-ე კვირას ძაღლმა თავი შედარებით სუსტად იგრძნოს და დაუქვეითდეს მადაც. ზოგ შემთხვევაში შეინიშნება პერიოდული ღებინება. ეს მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

შეჯვარებიდან მეორე – მესამე კვირას მიიყვანეთ თქვენი ცხოველი ვეტერინართან. ამგვარად თქვენ გეცოდინებათ არის თუ არა ის მაკედ. ექიმი გასცემს ყველა თქვენ შეკითხვას პასუხს. გასწავლით როგორ შეცვალოთ კვების რაციონი და ა.შ.

მოგვიანებით ძაღლს შეამჩნევთ შესიებულ სარძევე ჯირკვლებს. ეს დაახლოებით მაკეობის მეორმოცე დღეს ხდება.

მაკეობის ბოლო ორ კვირაში აუცილებელია კიდევ ერთი ვიზიტი ვეტერინართან. ის დიდი ალბათობით გადაუღებს რენტგენს თქვენს ძაღლს, რათა ზუსტად ნახოს თუ რამდენი ლეკვი უნდა დაიბადოს. ასევე რენტგენის მეშვეობით ვეტერინარი ამოწმებს მათ ზომებს.

თუ ლეკვები დიდები არიან და ექიმი მიიჩნევს, რომ მშობიარობა გართულდება, ის გირჩევთ საკეისრო მშობიარობას, რომელიც ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება როგორც დედა ძაღლისთვის, ისე ლეკვებისთვის.

მაკეობის ბოლო კვირას მათ ქცევაში შეიძლება შენიშნოთ მოუსვენრობა, ასევე შირად მოსწონთ განმარტოვება. ახასიათებთ მადის დაკარგვა რაც მანიშნებელია რომ 12-24 საათში დაეწყება ჭინთვები.

წაიკითხეთ: როგორ მოვემზადოთ მშობიარობისთვის?

წყარო: vetnet.ge