ძაღლი - rogor.ge

როგორ შევაჩვიოთ ძაღლი და კატა ერთმანეთს უსაფრთხოდ: ზოოფსიქოლოგის რჩევები

ბევრი მეპატრონე ნერვიულობს იმის გამო, შეძლებენ თუ არა კატა და ძაღლი ერთ სახლში მშვიდობიან თანაცხოვრებას. სინამდვილეში, ეს აბსოლუტურად რეალურია, თუ ცხოველების გაცნობის პროცესს სწორად მიუდგებით. ამის შესახებ ცნობილმა ზოოფსიქოლოგმა ისაუბრა.

გაიგეთ, რა შეცდომებს უშვებენ მეპატრონეები სახლში ძაღლის აღზრდისას და როგორ მოქმედებს ეს ახალ ბინადრებთან მის ურთიერთობაზე:

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი სახლში ყეფას: კინოლოგის რჩევები

ძაღლის ყეფა კომუნიკაციის ბუნებრივი ფორმაა, თუმცა, როდესაც ის დაუსრულებელ ხმაურში გადადის, ეს პრობლემა ხდება როგორც პატრონისთვის, ისე მეზობლებისთვის. იმისათვის, რომ ძაღლი გადააჩვიოთ უმიზეზოდ ყეფას, პირველ რიგში უნდა გაიგოთ მისი გამომწვევი მიზეზი და იმოქმედოთ თანმიმდევრულად.

მიჰყევით ამ ნაბიჯებს სასურველი შედეგის მისაღწევად:

როგორ უნდა გაასეირნოთ ძაღლი ზამთარში

რა შეიძლება იყოს უფრო ჯანსაღი და მხიარული, ვიდრე თამაში სუფთა ცივ ჰაერზე? ბევრი ოთხფეხა ცხოველი სიცივეს უკეთ იტანს, ვიდრე სიცხეს, ამიტომ ხშირად უფრო მეტად ტკბებიან ზამთრის სეირნობით. იმისათვის, რომ ცივ ამინდში გასეირნებამ არ შეუქმნას ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ძირითადი რეკომენდაციები.

რამდენი უნდა ჭამოს ლეკვმა? რჩევები ჯანსაღი შინაური ცხოველის გაზრდისთვის

პატარა ლეკვი ოჯახში ისეთივე სიხარულია, როგორც ახალშობილი ბავშვი: უამრავი ემოცია, მაგრამ არანაკლები კითხვაც: რამდენჯერ უნდა ვაჭამო, რამდენი უნდა შეჭამოს და როგორ არ გადავაჭარბო, მაგრამ არც მშიერი დავტოვო.

გამოცემა Daily Paws წერს, რომ პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯიშზე, ასაკზე, აქტივობაზე და საკვების ტიპზე. უმჯობესია, კვების რაოდენობა განსაზღვროთ იმ რეკომენდაციების მიხედვით, რაც მითითებულია შეფუთვაზე. ისინი გათვლილია კალორიულობასა და კვებით ღირებულებაზე. თუ საკვები მაღალკალორიულია, მისი ნაკლები რაოდენობა საკმარისია. თუ ნაკლებად ენერგეტიკული, უფრო მეტი დასჭირდება. მთავარია, კვებითი ბალანსის დაცვა.

რამდენ ხანს გრძელდება ორსულობა ძაღლებში და როგორ მოვუაროთ ოთხფეხა მეგობარს ამ პერიოდში

ორსულობა ძაღლებში, ანუ გესტაციის პერიოდი, საშუალოდ 63 დღეს გრძელდება ოვულაციის მომენტიდან. თუმცა ზუსტი ხანგრძლივობა მერყეობს ჯიშის, ასაკის, ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და ნაშიერების რაოდენობის მიხედვით. ზოგჯერ ეს ვადა შეიძლება იყოს 57-დან 72 დღემდე — სწორედ ამიტომ აუცილებელია ვეტერინართან რეგულარული კონსულტაცია.

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი საწოლზე ძილს

შეიძლება პრობლემად არ მოგეჩვენოთ, რომ ძაღლმა თქვენს საწოლში დაიძინოს, თუმცა მოგვიანებით ამან შეიძლება გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა და ზედმეტი მესაკუთრეობა.

როგორ იქცევა და რას გრძნობს ძაღლი, როდესაც სახლში მარტო ტოვებთ

ყველა ძაღლის მფლობელს კარგად ესმის, როგორი მძიმეა საყვარელი ოთხფეხა მეგობრის სახლში მარტო დატოვება. მათი სევდიანი თვალები და ჩუმი წკმუტუნი ნამდვილად გულს გვტკენს. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხართ, რას გრძნობს და როგორ იქცევა თქვენი ძაღლი, როდესაც თქვენ სამსახურში ან სხვა საქმეებზე მიდიხართ?

როგორ გამოვუცხოთ ძაღლს დაბადების დღის ნამცხვარი

გსურთ გააკეთოთ განსაკუთრებული კერძი თქვენი ძაღლის დაბადების დღისთვის? გამოაცხვეთ დაბადების დღის ნამცხვარი, რომელიც თქვენს ძაღლს ძალიან მოეწონება. დაბადების დღის ნამცხვრის ინგრედიენტები (როგორიცაა შაქარი და მარილი) არ არის კარგი ძაღლებისთვის, ამიტომ გამოიყენეთ ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც არ დააზარალებს მის კუჭს. გთავაზობთ მარტივ მეთოდს, თუ როგორ გააკეთოთ ბანანის ნამცხვარი არაქისის კარაქით.

როგორ ავხსნათ ძაღლების ეს 5 უცნაური ჩვევა

ზოგჯერ შინაური ცხოველები უცნაურად იქცევიან. ამ საქციელს შეუძლია შეაშფოთოს და გააცინოს პატრონი. თქვენი ძაღლის უკეთ გასაგებად, ჩვენ ავსხნით მათ უცნაურ ჩვევებს.

როგორ შეარჩიოთ იდეალური ძაღლი ბინისთვის: 10 ყველაზე უპრობლემო ჯიში ქალაქში საცხოვრებლად

ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც ცხოვრობენ მრავალსართულიან კორპუსებში, იძულებულნი არიან გაითვალისწინონ ბევრი განსხვავებული ფაქტორი ძაღლის არჩევისას.

ყველა ჯიშის ძაღლს არ შეუძლია კომფორტულად ცხოვრება ქალაქის პირობებში. ზოგს უბრალოდ სჭირდება საკუთარი ეზო და კარგი შემოსავალი. ამავდროულად, ზოგიერთი ძაღლი თავს მშვენივრად გრძნობს 16-ე სართულზე მდებარე პატარა ბინაში.

განშორების შფოთვა ძაღლებში: როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას

ცხოველებიდან მხოლოდ ძაღლებს აქვთ განვითარებული უნარი ადამიანებთან ახლო კავშირების დამყარების, რის გამოც ისინი მიჯაჭვულები ხდებიან თავიანთ პატრონებზე. ბევრი ძაღლი განიცდის ძლიერ სტრესს პატრონთან განშორებისას. ექსპერტები მას განშორების შფოთვას უწოდებენ. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში.

როგორ მოვაშოროთ ძაღლის შარდი მატრასიდან

ძაღლი შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ როცა ის თქვენს საწოლზე გორაობს, შეიძლება დასვაროს მატრასი. საბედნიეროდ, არ არის საჭირო ახალი მატრასის ყიდვა. ძაღლის შარდის გაწმენდა, თუნდაც ლეიბიდან, უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით ეტაპობრივ პროცესს შარდის, ლაქებისა და სუნის მოსაშორებლად, რათა კვლავ მშვიდად დაიძინოთ.

როგორ მიაჩვიოთ ძაღლი სახლში მარტო დარჩენას

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩნდება ჩვენს გონებაში, როცა ძაღლზე ვფიქრობთ, არის ის, თუ რამდენად მშვიდად იგრძნობს თავს ოთხფეხა მეგობარი ბინაში ჩვენი არყოფნის დროს.

სამსახურში ყოფნისას თქვენი ძაღლი მუდმივად ყეფს და აფუჭებს ნივთებს, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძაღლების ექსპერტებს აქვთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ დავტოვოთ ჩვენი ცხოველები უყურადღებოდ და არ მოხვდეთ შავ სიაში, როგორც პრობლემური მაცხოვრებლები კორპუსის ჩატში. ლორნა ვინტერმა, დიდი ბრიტანეთის ძაღლების ქცევისა და წვრთნის ქარტიის დირექტორმა, Mirror-ს რამდენიმე რეკომენდაცია გაუზიარა. გაეცანით რჩევებს:

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხება, როდესაც სახლში შინაური ცხოველია

ცხოველებისა და ბავშვების განსაკუთრებული ურთიერთობა ბევრისთვის დღემდე ამოუხსნელი ფენომენია, ის გავლენა რასაც ჩვენი შინაური ცხოველები ბავშვებზე ახდენენ. ცხოველებს გამორჩეულად უყვართ ბავშვები და ისინიც ასეთივე სიყვარულით პასუხობენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს. მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მათი თანაცხოვრებისა და ურთიერთობისას.

როგორ გავაბედნიეროთ ძაღლი - ძალიან საჭირო და პრაქტიკული ხრიკები

შინაური ცხოველის ყოლა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს პატარა მეგობრებზე. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს შინაური ცხოველების მოვლის რამდენიმე წესი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი პრობლემა და გაზარდოთ ბედნიერი, ჯანმრთელი ცხოველი.

როგორი წესები უნდა დაიცვათ ძაღლის სეირნობისას

არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც აუცილებელია, დაიცვათ ძაღლის სეირნობისას. შესაძლოა, უმეტესობამ ამის შესახებ იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს, თუმცა, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ამ ფაქტების შესრულება აუცილებელია. გადახედეთ ძირითად მოთხოვნებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგიცავთ შესაძლო უსიამოვნებისგან და დაგეხმარებათ, ცხოველის სეირნობის პროცესი გაცილებით სასიამოვნო გახდეს.

როგორ მოუაროთ თეთრ ძაღლს - კინოლოგების რჩევები

თეთრი ძაღლები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ მათ ასევე მეტი დრო სჭირდებათ მოვლის პროცედურებისთვის, ვიდრე სხვა ფერის ბეწვის მქონე ძაღლებს. ნებისმიერი უმნიშვნელო ჭუჭყი დაუყოვნებლივ ჩანს მათ ბეწვზე, გარდა ამისა, თუ შინაურ ცხოველს კანის პრობლემები აქვს, ამანაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერზე. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ ფაქტორებს.