სამსახური და კარიერა - rogor.ge

როგორ გამოვიმუშაოთ დროის სწორად განაწილების უნარი

ალბათ, ბევრჯერ გიკითხავთ თქვენი თავისთვის, რა არის წარმატებული ადამიანების საიდუმლო და რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. პასუხი ზუსტად იმდენგვარია, რამდენი წარმატებული ადამიანიც არსებობს, ყველა გზას წარმატებისკენ თავისი ,,ფორმულით” გადის, თუმცა, ცხადია, ამ ფორმულაში ერთ-ერთი უნთავრესი პუნქტი, დროის სწორად განაწილების უნარია.

თუ მიგაჩნიათ, რომ დროის სწორად განკარგვა თქვენი ძლიერი მხარე არაა, ნუ იდარდებთ, ამ უნარის გამომუშავებას სისტემატური და თანმიმდევრული შრომით შეძლებთ.

როგორ?

როგორ მიიღო გრანტი შენი იდეის განსახორციელებლად

გრანტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როდესაც იდეის განსახორციელებლად საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა. გრანტი არის უსასყიდლო სუბსიდია, ანუ თანხა გაცემულია უპროცენტოდ, დაბრუნების ვალდებულების გარეშე, თქვენ უბრალოდ უნდა შეატყობინოთ რაში დახარჯეთ.

როგორ მოვიფიქროთ იდეები სტარტაპისთვის - 10 სტრატეგია

21-ე საუკუნე უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანს, დღეს შედარებით მარტივია წამოიწყო და განავითარო საკუთარი საქმე. მთავარი მონდომება და პირველი ნაბიჯის გადადგმაა. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც დიდი ხანია ოცნებობს წამოიწყოს სტარტაპი, მაგრამ ყოყმანობს ან არ იცის, რა და როგორ გააკეთოს, გთავაზობთ 10 რჩევას, რომლებიც, ერთი მხრივ, დაგარწმუნებთ მოქმედების აუცილებლობაში, ხოლო, მეორეs მხრივ, მოგცემთ ღირებულ რჩევებს სტარტაპის წამოსაწყებად.

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ინტერნეტის გარეშე

ფულის შოვნა სახლში ჯდომისას და თუნდაც ინტერნეტის გარეშე, ერთი შეხედვით რაღაც უცნაური და მოძველებული ჩანს. მიუხედავად ამისა, არიან მოქალაქეების გარკვეული კატეგორიები - პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები, ზოგიერთი დიასახლისი და მრავალშვილიანი დედა, ვისთვისაც ეს საკითხი აქტუალური რჩება.

როგორ ვიშოვოთ სამსახური - 10 რჩევა

უმუშევრობა თანამედროვე საზოგადოების ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთია ვაკანსიისა და სამუშაოს მაძიებლის ოპერატიულად დაკავშირების პრობლემა. ეს უკანასკნელი ხშირად სამუშაოს მაძიებლის პასიურობას, სამუშაოს ძებნისა და თვითპრეზენტაციის უნარების არარსებობას უკავშირდება.

როგორ დავზოგოთ ენერგია სამუშაო დღის განმავლობაში

თუ სამსახურის შემდეგ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ენერგია, გარდა სახლში წასვლისა, სავარაუდოდ, რაღაცას არასწორად აკეთებთ. მიჰყევით ჩვენს რჩევებს, რათა გაარკვიოთ, როგორ დაზოგოთ ენერგია მუშაობის პროცესში.

როგორ მოვიქცეთ, როცა საყვარელი ადამიანები მხარს არ გვიჭერენ

თვალები გეწვით, ფიქრები გიდუღთ, გული სავსეა მონდომებით - ენთუზიაზმით ეუბნებით მშობლებს, პარტნიორს ან მეგობრებს თქვენი გეგმების შესახებ, მხარდაჭერისა და კეთილი სიტყვის იმედით. მაგრამ თქვენ აწყდებით კრიტიკას და უსიამოვნო კითხვას: "რაში გჭირდებათ ეს?" ამის გამო დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ, არამედ მეტად უნდა გაძლიერდეთ და დაამტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები.

როგორ ვიშოვოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური აკადემიური ხარისხის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს აკადემიური ხარისხის გარეშე არა თუ მაღალანაზღაურებადი, არამედ სამსახურის შოვნაც კი გაუჭირდებათ, სინამდვილეში ასე არ არის. შეგვიძლია ბოლოდროინდელი სიახლეები და განვითარება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია

ხშირად ადამიანებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა. თუ თქვენ გიჭირთ ფოკუსირება და გჭირდებათ დასაყრდენი, გაითვალისწინეთ იდეები მეცნიერებისა და ფილოსოფიის სამყაროდან.

როგორ იკვებოთ ჯანსაღად - რჩევები დაკავებული ადამიანებისთვის

დატვირთულ გრაფიკთან ერთად სწორი კვების განრიგის შედგენა უფრო პრობლემური ხდება, თუმცა მაინც შეგიძლიათ დროის რაციონალური გამოყენება, რათა ჯანსაღად იკვებოთ.

როგორ აირჩიოთ პროფესია, თუ არ იცით რა გსურთ

პროფესიის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული მომავალი კეთილდღეობა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გადაწყვიტოთ რომელ სფეროში გსურთ მუშაობა, რათა მიიღოთ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური კმაყოფილებაც.

როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა სამოტივაციო ლიტერატურა. წარმატებული ადამიანები ხშირად გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გვირჩევენ, როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ცხადია, ვერავინ იტყვის, რომ არსებობს უნივერსალური წესები, რომელთა თუნდაც ზედმიწევნით შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ რჩევების გათვალისწინება ნამდვილად დაგეხმარებათ, გახდეთ უკეთესი ,,მე”.

როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა გვინდა? – HR პროფესიონალის რჩევები

იმ საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­კე­თებთ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას და აი­სა­ხე­ბა ჩვენს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. თუ ვფიქ­რობთ, რომ რე­ა­ლუ­რად, იმის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­რო გვაქვს, რა­საც ახლა ვა­კე­თებთ და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი უნდა გა­ვი­ა­როთ.

პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი თე­ო­ნა კუ­პა­ტა­ძე გან­მარ­ტავს, რომ პრაქ­ტი­კა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თხელ ჰქო­ნია და კან­დი­და­ტე­ბის მხრი­დან უნა­ხავს რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ისე არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც. სწო­რედ ამი­ტომ HR პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გვი­ზი­ა­რებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გვსურს.

როგორ ვიმეცადინოთ მთელი ღამე - რჩევები, თუ სწავლისთვის ღამის გათენება გიწევთ

ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მოსწავლესა თუ სტუდენტს, ხშირად აქვს ტესტი, ნაშრომი ან სხვა დავალება, რომლისთვისაც შესაძლოა საჭირო იყოს ღამის გათენება. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი იდეაა მთელი ღამის გათენება, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი მეხსიერება და კონცენტრაცია, ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეთ მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლად ყოფნა.

როგორ მოძებნოთ და შეარჩიოთ ძიძა, რა კითხვები უნდა დაუსვათ მას გასაუბრებაზე

ძნელია შვილებისგან შორს ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღელავ იმაზე, თუ ვინ მოუვლის მათ. როგორ იპოვოთ ადამიანი, ვისაც ენდობით? ვინც ფხიზლად იქნება და ბავშვებს დროულად დააძინებს? ჩვენ გთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოთ და შეარჩიოთ სათანადო ძიძა.

როგორ გავხადოთ სამსახურში შესვენება უფრო ნაყოფიერი

სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება დაისვენოთ სამსახურში (საქმისგან) ნაყოფიერად ისე, რომ სასარგებლო იყოს ტვინისათვის, ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვის. როგორც კი გამოგიჩნდებათ თავისუფალი დრო, გამოიყენეთ ის მაქსიმალურად რაციონალურად და სასარგებლოდ.

როგორ გამოვნახოთ დრო პიროვნული განვითარებისთვის

როდესაც ადამიანები იწყებენ მუშაობას პიროვნულ განვითარებასა და კარიერის დაგეგმვაზე, მათ გაცნობიერებული აქვთ, თუ რამდენად შრომატევადი შეიძლება იყოს ეს. თქვენ უნდა იფიქროთ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება არასოდეს გაგჩენოდათ. ამას გაცილებით მეტი თვითანალიზი დასჭირდება, ვიდრე შეჩვეული ხართ. დატვირთულ გრაფიკში ყოველთვის არ არის ადვილი თვითგანვითარებაზე ზრუნვის პრიორიტეტად ქცევა. შეეცადეთ განიხილოთ ის, როგორც სამუშაო პროექტი, ვადები, პროცესი, რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ მიზნის მისაღწევად.

როგორ შეარჩიოთ საახალწლო საჩუქარი საბავშვო ბაღის მასწავლებლისთვის

როდესაც დიდი ხნის ნანატრი საახალწლო არდადეგები მოდის, ერთი მხრივ, ეს ძალიან სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, მას ბევრი საზრუნავი მოაქვს, რადგან ნამდვილად გსურთ ყველას მიულოცოთ, გააკვირვოთ და გაახაროთ... და ეს ეხება არა მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებთანაც ყოველდღე კონტაქტობთ.

თუ ფანტაზიას ვერ გაშლით და ორიგინალური არაფერი მოგაფიქრდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგადად მიღებული და ტრადიციული საჩუქრები, რომლებიც აუცილებლად მოეწონებათ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს.