ბავშვთა კვება - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად ჭამა: მარტივი რჩევები

როდესაც პატარა თავად იწყებს ჭამას, მშობლებს მეტი დრო უჩნდებათ საოჯახო საქმეებისთვის ან საკვების მომზადებისთვის. ამიტომაც, ბევრ მშობელს აინტერესებს, როგორ დაეხმაროს შვილს ამ უნარის სწრაფად განვითარებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი შესაძლოა თვეები გაგრძელდეს. მშობლებს შეუძლიათ მისი გამარტივება და დაჩქარება, თუ წინასწარ გაეცნობიან რეკომენდაციებს და აირჩევენ სწორი მეთოდებს.

როგორ მოვიქცეთ ბავშვის უმადობის დროს

ბავშვის ორგანიზმს აქვს უნარი თავად განსაზღვროს, როდის და რამდენი უნდა მიიღოს საკვები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფროსებმა ბავშვის მენიუს ყურადღების გარეშე დავტოვოთ - აუცილებელია, პატარას უზრუნველვყოთ ბალანსირებული კვება და შევადგინოთ რაციონი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავს.

თუ ბავშვი სკოლის ბუფეტში სხვადასხვა სასუსნავს ყიდულობს, მცირეა შანსი, რომ სახლში დაბრუნებული მადიანად ისადილებს. თუ სადილის შემდეგ მიირთვა სასუსნავი, ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს ვახშამზე. ამის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, ნამცხვრები, კანფეტები და ჩიპსები ბავშვის მენიუში იშვიათად იყოს. მათი ადგილი უკეთესია ხილმა დაიკავოს, რადგან ხილი სწრაფად გადამუშავდება, მოკლე ხნით აძლევს სიმაძღრის შეგრძნებას და გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცომეული და ტკბილეული.

ძუძუთი კვება: როგორ გავაუმჯობესოთ ლაქტაცია

ახალშობილის სიცოცხლის პირველი წლისთვის იდეალური საკვები მხოლოდ დედის რძეა. კვებითი ღირებულების, ქიმიური შემადგენლობის ბალანსით და საკვები ნივთიერებების მონელების ხარისხით დედის რძეს ვერც ერთი ყველაზე სრულყოფილი და ადაპტირებული რძის ფორმულა ვერ შეედრება. ამიტომ მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება ბავშვის დაბადებისთანავე.

როგორ უნდა იკვებებოდეს 4-5 წლის ბავშვი

ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ერევათ მადა და საგემოვნო ჩვევები იოლი საქმე არ არის, ორგანიზება გაუკეთოთ 4-5 წლის ბავშვის რაციონს. ამ ასაკის ბავშვები უკვე კარგად იცნობენ ყველა სახის საკვებს და იკვებებიან მშობლებთან ერთად. სკოლამდელი ასაკის ბავშვები გამუდმებით საჭიროებენ ვიტამინებისა და მინერალების მიღებას. 5 წლის ასაკში ბავშვებს ხშირად ერევათ მადა და საგემოვნო ჩვევები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა მათ შეუძლიათ თავად გამოაღონ მაცივარი და თვითონ აირჩიონ საკვები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ასაკში ბავშვები ძალიან მოძრავები არიან და ბევრ ენერგიას ხარჯავენ თამაშზე. მხოლოდ სრულფასოვანი კვებით შეიძლება შევუვსოთ მათ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ბალანსი.

როგორ ვაჭამოთ ბავშვს სწორად (4 შეცდომა რასაც მშობლები ხშირად უშვებენ)

ბებიების უმეტესობის ნაწილი, ალბათ დამეთანხმებით,რომ არის ბავშვების დანაყრება ნებისმიერ ფასად. ასევე დედებსაც უყვართ ხოლმე ხშირად ბავშვებისთვის იმაზე მეტის ჭამის დაძალება ვიდრე საჭიროა, მაშინაც კი აჭმევენ ხოლმე, როცა ის მშიერი არ არის. ამის გფასახორციელებლად კი, უფროსები ხშირად იგონებენ ბევრ სხვადასხვანაირ ეშმაკობებს. თუ ბავშვი ჯანმრთელია, ენერგიული და ხალისიანი, კარგად იმატებს წონაში, მაშინ ეს ინსტრუქცია აცილებლად უნდა წაიკითხოთ. თქვენ გაეცნობით 4 ძირითად შეცდომას, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ მშობლები, ეს შეცდომები კი იწვევს არასასიამოვნო შედეგებს თუ დროულად არ მოხდება მათი გამოსწორება.