როგორ უნდა იკვებებოდეს 4-5 წლის ბავშვი - rogor.ge

როგორ უნდა იკვებებოდეს 4-5 წლის ბავშვი

კვების რეჟიმი

ძირითად კვებებს შორის ინტერვალი (საუზმე, სადილი, ვახშამი) უნდა შეადგენდეს 4 საათს, რადგან სწორედ ამდენი ხანი ესაჭიროება კუჭს საჭმლის მოსანელებლად. თუ ოჯახში მიღებულია „საფუძვლიანი“ ვახშამი, მაშინ რეკომენდებულია დაძინებამდე 3 საათით ადრე ვახშმობა. თუ მსუბუქად ვახშმობთ - მაშინ 2 საათით ადრე. კვების საათები დაახლოებით ასე გამოიყურება: საუზმე - 9 სთ, სადილი - 13 სთ, სამხარი - 16 სთ, ვახშამი - 19 სთ. სასურველია კვება ერთსა და იმავე დროს მოხდეს, რადგან ბავშვის ორგანიზმი მიეჩვევა ერთსა და იმავე დროს მოშიებას.

თუ ნახავთ, რომ ბავშვის თეფშზე გამუდმებით რჩება საკვები, საუზმის შემდეგ დაამატეთ კიდევ ერთი მსუბუქი კვება. ასევე შუადღის შემდე გ- ვახშმამდეც შესთავაზეთ ხილი. 4-5 წლის ბავშვის დღეღამური რაციონი უნდა შეადგენდეს 1700-1800 კკალ-ს. უნდა გაანაწილოთ შემდეგნაირად: 25% - უნდა მოდიოდეს საუზმეზე, 40% - სადილზე, 10-15% - სამხარზე და 20-25% - ვახშამზე.

რაციონის კვებითი შემადგენლობა

მიღებულია, რომ რაც უფრო მრავალფეროვნებაა ბავშვის რაციონში, მით მეტ სარგებელს იღებს მისი ორგანიზმი. პროდუქტები შეიძლება დავყოთ ორად: ცხოველური და მცენარეული წარმოშობის. პირველს მიეკუთვნება რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი და თევზი. მათი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მდიდარია ცილებით, მთელი რიგი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. როდესაც საუბარია რძის პროდუქტებზე, 4-5 წლის ბავშვები ყოველდღიურად უნდა იღებდნენ 500 მლ-ს, რაშიც შედის არა მარტო რძე, არამედ კეფირი, იოგურტი და ხაჭო. ძალიან სასარგებლოა ბავშვისათვის კვერცხი. კვერცხის გული შეიცავს А, В, Е და D ვიტამინების კომპლექსს, მაგრამ ის არ უნდა შედიოდეს ბავშის ყოველდღიურ რაციონში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. კვირაში 3-ჯერ შეგიძლიათ მისცეთ 1-2 კვერცხი მაგრად მოხარშული ან ომლეტის სახით - საუზმეზე. განაგრძეთ კითხვა