ძუძუთი კვება: როგორ გავაუმჯობესოთ ლაქტაცია
მიიღეთ ბევრი სითხე
როგორც იცითб ცხოვრების პირველი წლისთვის ბავშვის საკვების მოცულობა იწყება 700 მლ-დან (სხეულის წონის 1/5), თანდათან იზრდება 1 ლიტრამდე დღეში. შესაბამისად, მეძუძური დედის მიერ მოხმარებული სითხის რაოდენობაც არანაკლებ 1 ლიტრით უნდა გაიზარდოს. სახლში ყოველთვის უნდა იყოს მცენარეული ჩაი თერმოსში (მინერალური წყალი, კომპოტები ან ხილის სასმელები).
მცენარეული ჩაი
მცენარეული პრეპარატების უმეტესობა შეიცავს ორეგანოს, ცერეცოს, ველური მარწყვის ფოთლებს. ყველა ამ ბალახს აქვს დამამშვიდებელი, ანტისპაზმური მოქმედება, რაც დადებითად მოქმედებს ლაქტაციაზე პასუხისმგებელი ჰორმონის - ოქსიტოცინის გამომუშავებაზე. ამიტომ სტრესის, ზედმეტი მუშაობის, ნერვული აშლილობის დროს, როდესაც ოქსიტოცინის გამომუშავება მცირდება, მცენარეული პრეპარატები აბსოლუტურად რეკომენდებულია გამოსაყენებლად. ხოლო შალფეი და ბეგქონდარასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მათ არც თუ ისე კარგი ზემოქმედება აქვთ რძის გამომუშავებასთან.
პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს ლაქტაციას
ძუძუთი კვება ზრდის არა მხოლოდ საკვების მოცულობას (ძირითადად სითხის გამო), არამედ მის კალორიულ შემცველობასაც. მაგრამ არა ნამცხვრებისა და ტკბილეულის ხარჯზე! აუცილებლად უნდა მიიღოთ ცილის შემცველი საკვები, უცხიმო ხორცი, თევზი (არა უმეტეს კვირაში 2-ჯერ), ხაჭო, ყველი, რძის პროდუქტები, კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს მეძუძური ქალის დიეტაში. მიიღეთ ქათმის და ინდაურისგან დამზადებული ცხელი სუპები და ბულიონები.
ვიტამინები და მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებს ლაქტაციას
ლაქტაციის პერიოდში ქალის ორგანიზმის საჭიროება ვიტამინებსა და მინერალებზე - იზრდება. შედეგად წარმოქმნილ ფარდობით ჰიპოვიტამინოზს შეუძლია ხელი შეუწყოს სარძევე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. უპირატესობა ენიჭება რეტინოლს (ვიტამინი A), ტოკოფეროლს (ვიტამინი E), თიამინს (ვიტამინი B1 ), ასკორბინის მჟავას, იოდს, გლუტამინისა და ლიპოის მჟავის მიკროდოზებს. ბიოგენური სტიმულატორებიდან გამოიყენება აპილაკი, ლაქტოგონი. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა პრეპარატი გადადის დედის რძეში, ეს მედიკამენტები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პროლაქტინის წარმოების სტიმულირების სხვა გზები
უნდა აღინიშნოს, რომ დედის რძის წარმოება ციკლური პროცესია. არსებობს ლაქტაციის კრიზისის კონცეფცია, რომელიც ხდება ყოველ 1,5-2 თვეში, როდესაც ქალის რძე ოდნავ მცირდება. ამ სიტუაციაში მთავარია არა საკვების რაოდენობის შემცირება, არამედ, პირიქით, ბავშვს უფრო ხშირად უნდა აჭამოთ. ეს ასტიმულირებს რძის წარმოებას. ბავშვი, როგორც წესი, გრძნობს ლაქტაციის კრიზისის მოახლოებას და წინასწარ „აგროვებს“ საკვებს, ზრდის მადას ლაქტაციის დაქვეითების დაწყებამდე ერთი-ორი დღით ადრე. ღამის კვებაზე უარის თქმა არ შეიძლება. პროლაქტინის მაქსიმალური გამომუშავება ხდება ღამით და სათანადო სტიმულაციის შემთხვევაში ლაქტაცია ადვილად აღდგება.