უძილობა - rogor.ge

ექიმის რეკომენდაცია: „ტვინის ხრიკი“, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად ჩაძინებაში

ძილის უკმარისობა და უძილობა თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, არსებობს მარტივი „ტვინის ხრიკი“, რომელიც ექიმის თქმით, საშუალებას გაძლევთ რამდენიმე წუთში ჩაიძინოთ ყოველგვარი სირთულის გარეშე. ეს მეთოდი არა მხოლოდ გაამარტივებს დაძინების პროცესს, არამედ გააუმჯობესებს ძილის ხარისხსაც.

7 რჩევა, რომელიც უძილო ღამის შემდეგ მხნედ და ენერგიულად ყოფნაში დაგეხმარებათ

არ გეძინათ საკმარისი და დილით სამსახურში ხართ წასასვლელი? ეს მარტივი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, რომ ენერგიულად იყოთ საღამომდე.

როგორ მოქმედებს ადამიანზე უძილობა (თუ ის დიდი ხნის მანძილზე არ იძინებს)

თუ ადამიანს არ მივცემთ დაძინების საშუალებას 7 დღის მანძილზე, უკვე მე5-ე დღედან ჩნდება სიკვდილის რისკი უძილობისგან - მაგალითად უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ასევე ჰალუცინაციები. ადამიანი მოწყობილია შემდეგნაირად, ფიზიკური და გონებრივი შრომის შემდეგ მას ესაჭიროება დაძინება და ენერგიის აღდგენა. ძილის დროს ტვინში აქტიურად ირთვება ქვეცნობიერი და ხდება ინფორმაციის დამუშავება რომელიც დაგროვდა მთელი დღის მანძილზე. სხეულის კუნთები ისვენებს, შიდა ორგანოები კი დაკავებულები არიან ფუნქციონირებით, ცნობიერება კი გათიშულია დროებით. რატომ არის აუცილებელი დაძინება სპეციალურ დროს და გამოძინება საკმარისი დროით? ამ კითხვებზე პასუხს მარტივად გაიგებთ, თუ დააკვირდებით ადამიანებს რა მოსდით მათ როცა ისინი იტანჯებიან უძილობითა და ინსომნიით სხვადასხვა მიზეზების გამო.

როგორ დავამარცხოთ უძილობა 10 ნატურალური საკვები პროდუქტით

ყველასათვის ცნობილია, რომ გვიან ჭამა არ არის რეკომენდებული როცა დაძინება გვინდა. ხოლო თუ უძილობა გაწუხებთ სხვა მიზეზების გამო, შესაძლოა ზოგმა საკვებმა პროდუქტებმა პირიქით ხელი შეგიწყოთ დაძინებაში. თუ გაქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლმებელი, წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელშიც ჩვენ მოგიმზადეთ 10 ნატურალური საკვები პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის დაძლევაში. დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე საჭირო საჭმლის მიღება დაგეხმარებათ ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში.

როგორ დავამარცხოთ უძილობა (ინსომნია) 6 მარტივი იოგას პოზით

იმ შემთხვევაში თუ გიჭირთ ღამე დაძინება, არსებობს ინსომნიის, იგივე უძილობის დასამარცხებელი მრავალი მეთოდი, ასე რომ არ აღელდეთ და გაეცანით ინსტრუქციას სრულად. მოცემული სავარჯიშოები დაგეხმარებათ ნერვული სისტემის გაჯანსაღებაში, სტრესის დაძლევასა და რელაქსაციაში. მოცემული 6 პოზა ყველასთვისაა განკუთვნილი, მათთვისაც კი ვინც ცხოვრებაში არასდროს დაკავებულა იოგით. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ვარჯიშის შემდეგ დატკბეთ მშვიდი ძილით არის ბალიში. მოთავსდით საწოლზე კომფორტულად, 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შემდეგ კი დაიწყეთ.

როგორ ვებრძოლოთ უძილობას

ძილის უკმარისობა სერიოზული პრობლემაა. რაც არ უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზი, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის - მშვიდი და ღრმა ძილის მიღწევაში. ამ სტატიაში გთავაზობთ უძილობის დაძლევის 3 საშუალებას.

როგორ დავძლიოთ უძილობა

- თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებისთვის ის უდიდეს პრობლემად იქცა. უძილობას მრავალი ფაქტორი იწვევს, უპირველეს ყოვლისა ნერვული სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, მედიის საშუალებით მიღებული, უმეტესად ნეგატიური, ინფორმაციის დიდი ნაკადი.

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას

უძილობის ძირითადი მიზეზები არის გადაღლა, სტრესი ძირითადად ტვინობრივი გადაღლა. ექიმების აზრით ეს არის ყველაზე ხშირი უძილობის მიზეზი. მთელი დღე კომპიუტერთან ყოფნა, თვალების წინ გიდგათ უამრავი გრაფიკი და სისტემა, გაუგებრობა კოლეგებთან, ჩხუბი ტრანსპორტში. სახლში კი ცოლი პრეტენზიებით, ბავშვმა ორიანი მიიღო, ტელევიზორში კრიმინალური ქრონიკა. თქვენ წვებით ლოგინში და გახსედებათ მეორე დღის შეხვედრა და რა თქმა უნდა ფიზიკური გადაღლაც, როდესაც თქვენ ყველა კუნთი გტკივათ ძილიც არ გერევათ. ხალხი, რომლებიც ხშირ სტრესს განიცდის აწუხებთ უძილობა, აგრეთვე შესაძლებელია უკუეფექტი ანუ დღის უმეტესი ნაწილის ძილში გატარება.