როგორ ვუმკურნალოთ უძილობას და რა უნდა გავითვალისწინოთ - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ უძილობას და რა უნდა გავითვალისწინოთ

ნუ შეჭამთ გვიან, შეეცადეთ ბოლოს იკვებოთ ძილის წინ 2-3 საათით ადრე. თავი აარიდეთ ნახშირწყლების შემცველ საკვებს და უპირატესობა მსუბუქ საკვებს (თევზი, ფრინველი, უცხიმო ყველი, ხაჭო, ათქვეფილი კვერცხი და ა.შ.) მიანიჭეთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში ან ძილის წინ - ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეხმარება მას გამართულ ფუნქციონირებაში. გაანიავეთ ოთახი ძილის წინ, ძალიან გაგიჭირდებათ დაბინძურებულ ოთახში დაძინება.

სუნთქვის პრაქტიკა

ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად, შემდეგ ასევე ნელა ამოისუნთქეთ ცხვირით. დადასტურებულია, რომ როდესაც ჩასუნთქვა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ამოსუნთქვა, ჩნდება ფსიქოსომატური პრობლემები. დაიწყეთ საათში 5 წუთით. ივარჯიშეთ ორი დღის განმავლობაში ამ რეჟიმში, შემდეგ კი ნახევარ საათში გაზარდეთ მიდგომების რაოდენობა 5 წუთამდე. გააკეთეთ 21 დღე, შემდეგ სურვილისამებრ.

დაკავდით სპორტით

ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას. იმუნური სისტემის დასარეგულირებლად და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად საჭიროა საკმარისი ძილი, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის აუცილებელია. გააკეთეთ ვარჯიშები / გაჭიმვა დილით / საღამოს. იარეთ აუზზე. ცურვა წვავს კალორიებს სხვა სპორტის სახეობებზე მეტად, წყალი კი საუკეთესო გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და ამზადებს ხარისხიანი დასვენებისთვის.

დაკავდით ჰობით. იპოვეთ ჰობი, რომელსაც დაუთმობთ გარკვეულ დროს. იფიქრეთ იმაზე, თუ რა მოგწონთ, რისგან იღებთ სიამოვნებას და ენერგიას. მიეცით საკუთარ თავს საშუალება კვირაში რამდენჯერმე მაინც გააკეთოთ ეს საქმე.

გონივრულად გაანაწილეთ თქვენი დრო. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხანდახან უაზროდ ხარჯავენ თავიანთ ყველაზე ძვირფას რესურსს (დროს). ეს ხშირად ხდება იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ კონცენტრირებულები მთავარზე და ვერ ვალაგებთ პრიორიტეტებს. თუ მთელ დღეს არაპროდუქტიულად ატარებთ, მაშინ საღამომდე მშვიდად ვერ დაისვენებთ, რადგან სამოქმედო გეგმა არ დასრულებულა, ტვინმა იცის, რომ რაღაც არ დაგიმთავრებიათ. ასე რომ, მაგალითად, თუ კარადას ასუფთავებთ, უმჯობესია არ დაურეკოთ მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, რადგან ყურადღებას გადაიტანთ სხვა რამეზე.