ბევრს სჯერა, რომ ჩვენი სული დროთა განმავლობაში მოგზაურობს და ყოველი ახალი სხეული მხოლოდ მორიგი თავგადასავალია. გაინტერესებთ, რატომ გაქვთ აუხსნელი მიზიდულობა კონკრეტული ეპოქის მიმართ ან რატომ გეჩვენებათ უცნობი ადგილები ნაცნობად? შესაძლოა, ეს თქვენი წარსული ცხოვრების გამოძახილია.
ამ სტატიაში გასწავლით მარტივ ნუმეროლოგიურ მეთოდს თქვენი წინა ინკარნაციის გამოსათვლელად და შემოგთავაზებთ 10 შესაძლო ვარიანტს.
თითქმის ყველას სურს იცოდეს, რას უმზადებს მომავალი. ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ.
ქვემოთ მოცემულ სურათზე გამოსახულია სამი ულამაზესი ტიტა. ეს ყვავილები სხვადასხვა სიმბოლიკას შეიცავს. ჩართეთ თქვენი ინტუიცია და მომავალი აღარ იქნება ასეთი გაურკვეველი.
აირჩიეთ თქვენი ბედის ყვავილი - ის პირველი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ტიტა გამოავლენს, თუ რა გელოდებათ მომდევნო თვეებში.
კონცენტრირდით, რადგან ეს პიროვნების ტესტი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ, თუ როგორ განვითარდება მომავალი მოვლენები.
ტარო არის მკითხაობის უძველესი მეთოდი, რომელიც ერთდროულად ითავსებს ინტუიციის, სიბრძნისა და თვითშემეცნების ხერხებს. ტაროს დასტა 78 კარტისგან შედგება და მოიცავს უმაღლეს (Major Arcana) და უმცირეს არკანებს (Minor Arcana).
ტაროს მკითხაობა არის შესაძლებლობა, გავიგოთ ჩვენი ცხოვრება ღრმა, სიმბოლური და ფილოსოფიური კუთხით. კარტის სიმბოლოები ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას საჭიროებს და გვთავაზობს მიმართულებას და სიღრმისეულ ხედვას.
ყავაზე სამკითხაოდ უნდა დალიოთ თურქული ყავა. დალევის დროს სასურველია განმარტოვდეთ და მოდუნდეთ. იფიქრეთ იმ საკითზე, რაც გაინტერესებთ. ჭიქაში დატოვეთ ცოტა სითხე და ბოლოსკენ, წრიულად დაატრიალეთ ჭიქა, რომ ნალექი გაიხსნას. შემდეგ, გადმოატრიალეთ ჯერ თქვენს მხარეს, ცოტა ყავა რომ გადმოიღვრება ჭიქიდან, გადააბრუნეთ საპირისპირო მხარეს და ამობრუნებული ჭიქა ხელსახოცზე მოათავსეთ. დაელოდეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კვლავ აიღეთ ჭიქა და შეეცადეთ გაარჩიოტ ფიგურები ნალექზე. რაც უფრო ფსკერისკენაა ფუგურები ჭიქის კედლებზე, მით უფრო შორეულ მომავალს იწინასწარმეტყველებთ.
ტაროლოგმა ვიქტორია ახმედიანოვამ გააკეთა ჯგუფური გაშლა ურთიერთობების შესახებ, რათა გაგიწიოთ დახმარება პარტნიორის ძიებაში და შემოგთავაზოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პარტნიორის არჩევისას.
თქვენს წინაშე 6 კარტია. დააკვირდით მათ და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რა მელოდება 2023 წელს ურთიერთობაში?“
როგორი იქნება თვის მეორე ნახევარი? რას მივაქციოთ ყურადღება? როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები და მივმართოთ ენერგია სწორი მიმართულებით? ტაროს კარტებმა იციან პასუხი!
ბევრი მოუთმენლად ელის 2023 წლის დასაწყისს, რადგან არ იციან რისთვის მოემზადონ. მაგრამ დღეს ჩვენ გეტყვით, რა ელის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს, რისი უნდა გეშინოდეს და რა იღბალი გელოდებათ. იჩქარეთ და წაიკითხეთ ჩვენი რუნების ჰოროსკოპი!
ადამიანებს მუდმივად აწუხებთ კითხვები საკუთარ მომავალ ბედთან დაკავშირებით და მის გასაგებად სხვადასხვა მეთოდს, ძირითადად მკითხაობას მიმართავენ. მკითხაობა მრავალგვარია: კარტით, ყავაზე, ხელზე და ა.შ. არსებობს სხვა მრავალი მეთოდიც. დღეს ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ. ეს მეთოდი მათთვისა, ვისაც მაგიის შესახებ არც თუ ისე დიდი ინფორმაცია აქვს, მაგრამ მაინც სურს მკითხაობა. ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ მისგან სწორი პასუხი მიიღო. ამ მეთოდს არ სჭირდება, არავითარი შელოცვები. საკმარისია ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც ინსტრუქციაშია მოყვანილი და პასუხსაც მალე მიიღებთ.
გულის ხაზი მართავს ადამიანის ცხოვრების ემოციონალურ სფეროს. მასზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს გარშემომყოფებთან. იმისათვის, რომ დავადგინოთ თუ რას ამბობს ეს ხაზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საჭიროა ყურადღებით შეისწავლოთ მარჯვენა ხელის გული. ეს ხაზი როგორც წესი იწყება საჩენებელსა და გრძელ თითებს შორის და სრულდება ხელის მტევანთან ნეკა თითის ბოლოს. ამ გზით ის კვეთავს მთელს ხელის გულს. მოცემულ სურათებზე ხელის გული გამოყოფილია წითელი ხაზით რათა გაგიმართივდეთ მისი გამორჩევა. თუ გსურს გაიგოთ მეტი საკუთარი თავის შესახებ წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად და დააკვირდით საკუთარ ხელებს.
ხაზებს და ნიშნებს ხელის გულზე ქირომანტები ეძახიან ბედის ნიშნებს. საბედისწერო ნიშნები ხელის გულზე შეიძლება მიუთითებდნენ დაავადებებზე, ტრავმებზე და სხვა ძირეულ ცვლილებებზე. ქირომანტია მოგვითხრობს ადამიანის ხასიათის უნიკალურობაზე, მის სულიერ მდგომარეობაზე, მის შესაძლებლობებზე და ასევე იმის დანახვაც შეიძლება თუ რა ელის ადამიანს მომავალში. ეს მეცნიერება ბოლო დროს უფო და უფრო პოპულარული ხდება, აძლევს ადამიანს შანსს დაინახოს თავისი ბედი და ასევე რიგ შემთხვევებში შეცვალოს.