როგორ მკითხაობენ შობის დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყნებში - rogor.ge

როგორ მკითხაობენ შობის დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყნებში

საბერძნეთი

საბერძნეთში სახლის ზღურბლზე ბროწეულს აგდებენ - როგორც წესი, ამას ოჯახის უფროსი აკეთებს. თუ ნაყოფი მწიფე აღმოჩნდა, გაიხლიჩა და მარცვლები უხვად დაიფანტა, მაშინ წელი წარმატებული და მოგებიანი იქნება.

საბერძნეთში კიდევ ერთი სასაცილო მკითხაობა არსებობს: გოგონა ღამით საქათმესთან მიდის და კარზე აკაკუნებს. თუ ქათამი იყო პირველი, ვინც რეაგირება მოახდინა დაკაკუნებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წელს არ დაოჯახდება, მაგრამ თუ მამალი ყივილს დაიწყებს, მაშინ ქორწილი უკვე ახლოსაა.

ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთში გაუთხოვარი გოგოები ქათმების გარეშე მკითხაობენ. მხარს უკენ ფეხსაცმელს აგდებენ. თუ მან მიუთითა შესასვლელი კარისკენ, მაშინ დაელოდეთ საქმროს, თუ ოთახისკენ - საქმრო კიდევ ერთი წლით დააყოვნებს.

იღბლის მოსაზიდად ჩეხები მკითხაობენ ვაშლზე: ვაშლს შუაზე ჭრიან და უყურებენ ნაყოფის გულის ფორმას. ვარსკვლავი ნიშნავს, რომ წელი ბედნიერი იქნება, ჯვარი ნიშნავს, რომ ოჯახს უბედურება ელის.

ასევე, ვაშლს შეუძლია მიუთითოს ადამიანის გრძნობებზე. ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ ყველაზე მადისაღმძვრელი ვაშლი და მიართვათ თქვენს რჩეულს: თუ ის მთლიანად შეჭამს ვაშლს, მაშინ შეგიძლიათ საპასუხო გრძნობების იმედი გქონდეთ, თუ უარს იტყვის, მისცემს ვინმეს ან არ დაასრულებს, - არ ეყვარებით.

ფინეთი

ფინეთში, საშობაოდ, კალაზე მკითხაობენ: გამდნარ ლითონს ასხამენ წყალში, შემდეგ კი ცდილობენ გაიგონ, რას პირდება მომავალი ფიგურების მონახაზებიდან. კარგ ნიშნად ითვლება ჩუქურთმები (მატება), ადამიანის სილუეტი (ქორწილი ან ბავშვის დაბადება) და მზე (წარმატება). მაგრამ თუ კალა იშლება ბევრ პატარა ნამსხვრევებად, ეს ასახავს სამწუხარო მოვლენებს და დაავადებებს.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში შობის დღესასწაულზე "ბედის ღვეზელს" აცხობენ - დიასახლისი შიგთავსს უმატებს ვარდის ფურცელს, ლობიოს მარცვალს, ღილს, ბეჭედს და მონეტას. ვისაც მონეტა შეხვდება, გამდიდრდება. ვარდის ფურცელი სიყვარულს გვპირდება, ბეჭედი - ქორწილს, ლობიო - ბავშვის დაბადებას, ღილი - ფინანსურ ზარალს.