როგორ ვიმკითხაოთ კარტით - rogor.ge

როგორ ვიმკითხაოთ კარტით

როგორ დაიწყოთ:

სამკითხაოდ შეარჩიეთ რაც შეიძლება ჩუმი ადგილი, რადგან მკითხაობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიჩუმეს. სასურველია, მკითხაობას არ მისცეთ ხშირი სახე. თუ ცუდად გრძნობთ თავს ან გაღიზიანებული ხართ, არ გირჩევთ კარტის გაშლას

მკითხაობისთვის საუკეთესო დრო ახალი წლის პირველი დღეა, თქვენი დაბადების დღე, ან შაბათი. ორშაბათს, სამშაბათს და დღესასწაულის დღეებში სასურველი არ არის მკითხაობა. ინტერესისთვის მოვიყვანოთ კარტზე მკითხაობის წესები, რომელსაც იყენებენ ბოშები: ყველაზე სწორი მკითხაობა - ყოველი თვის 13 რიცხვში, ან პარასკევს 13. მკითხაობისთვის საუკეთესო დროა მზიანი დღის საღამო - მაქსიმუმ 11საათამდე. ორშაბათი არ არის საუკეთესო დღე მკითხაობისთვის. სათამაშო კარტები არ არის შესაფერის მკითხაობისთვის. კარგი არ არის მკითხაობა დამსწრე ადამიანებთან ერთად.

აიღეთ კარტის დასტა ექვსიანების ჩათვლით, აურიეთ კარგად, "გაჭერით" თვენს მხარეს მარცხენა ხელით და გაშალეთ მარაოსავით სათამაშო კარტის ზურგის მხრით.

ამის შემდეგ, ჩაიფიქრეთ რამე. გამოიღეთ სათითაოდ კარტი და იხილეთ მისი განმარტება.