მშობიარობა - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ, თუ ქალს მშობიარობა დაეწყო და სასწრაფო დახმარების მანქანა ჯერ არ მოსულა

ზოგჯერ მშობიარობა შეუფერებელ ადგილას იწყება. აუცილებლად უნდა იცოდეთ როგორ მოიქცეთ ასეთ რთულ სიტუაციაში, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა.

როგორ უნდა მოუაროთ ახალშობილს პირველ დღეებში და რა არ უნდა გამოგრჩეთ - ექიმის მიმართვა დედებს

როგორ უნდა ჩააცვათ ახალშობილს, რა უნდა ჰკითხოთ ექიმს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როგორ მოემზადოთ მშობიარობისთვის და რა უნდა წაიღოთ სამშობიაროში

გაინტერესებთ, როდის უნდა დაიწყოთ მშობიარობისთვის სერიოზული მომზადება? თეორიულად, სამშობიარო ჩანთა უნდა იყოს მზად ორსულობის 35-ე კვირიდან და მასში უნდა იყოს შემდეგი ნივთები:

რა უნდა იცოდნენ ქმრებმა, რომლებიც მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას გეგმავენ - რა წესები აქვთ ქართულ კლინიკებს და რისთვის უნდა იყოთ მზად

დღეს არავის უკვირს, როცა ქალის მშობიარობას მისი მეუღლეც ესწრება, პირიქით, მშობიარობაზე დასწრების მსურველი მომავალი მამების რიცხვიც თანდათან იზრდება. რა უნდა იცოდეს მომავალმა მამამ, თუ გადაწყვეტს, რომ შვილის დაბადების პროცესს დაესწროს? - პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რა როლს ასრულებს პარტნიორი მშობიარობის დროს. ის არც ქალის კანონიერი წარმომადგენელია და არც მეან-გინეკოლოგის თანაშემწე - მშობიარობისას ორსული ექიმების სრული პროფესიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.ქმრის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს ცოლს, გაამხნევოს და ყურადღება მიაქციოს. როგორც ექიმები ამბობენ, საყვარელი ადამიანის თანდასწრებით, ის უფრო მშვიდად იქნება. თუმცა, მამაკაცი აუცილებლად წინასწარ უნდა შეემზადოს ამ პროცესისთვის.

როგორ დაესწროთ ცოლის მშობიარობას

დღეს არავის უკვირს, როცა ქალის მშობიარობას მისი მეუღლეც ესწრება, პირიქით, მშობიარობაზე დასწრების მსურველი მომავალი მამების რიცხვიც თანდათან იზრდება. რა უნდა იცოდეს მომავალმა მამამ, თუ გადაწყვეტს, რომ შვილის დაბადების პროცესს დაესწროს? უპირველესად, უნდა გესმოდეთ, რა როლს ასრულებს პარტნიორი მშობიარობის დროს.

როგორ მოვექცეთ ორსულ ცოლს

9 თვე ქალის ორსულობისათვის - ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, არა მხოლოდ მისთვის არამედ მისი ახლობელი ადამიანებისთვისაც. დრო ეს არის ბედნიერი და სასიხარულო რადგან, ყველა ელოდება ბავშვის ამ ქვეყნად დაბადებას. მიუხედავად ამისა ამ პერიოდში არის დაძაბულობებიც, სტრესები, პრობლემები ორსულის ჯანმრთელობასთან. საჭიროა, რომ ქმარი მაქსიმალურად გვერდში ედგეს მეუღლეს, ამხნევებდეს, იყოს თბილი და ალერსიანი.

როგორ იბადება ბავშვი

დადგა მშობიარობის კულმინაცია. სადაცაა ბავშვი დაიბადება და ამდენი შრომის შემდეგ შეგეძლებათ პირველად შეეხოთ მას. მშობიარობისას მეუღლის გვერდით ყოფნამ შეიძლება დაგამშვიდოთ და რწმენით აგავსოთ. სასურველია, თქვენმა გულშემატკივარმა სუნთქვისა და რელაქსაციის ტექნიკა შეგახსენოთ. ისეთი ფიზიკური შეგრძნებები გექნებათ, რომელიც სრულიად უცხოა თქვენთვის. სულ რამდენიმე წუთიც და ბავშვს ჩაიხუტებთ. მაშინ იგრძნობთ დიდ შვებას, გაოცებას, სიხარულის ცრემლიც კი მოგერევათ. ბავშვის დაბადება ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და არაჩვეულებრივ განცდად დაგრჩებათ.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში მშობიარობის შემდეგ

ყოველდღიური მსუბუქი ვარჯიშის შედეგად, მშობიარობიდან სამ თვეში თქვენი სხეული ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, თუმცა მუცლის კუნთები შეიძლება წინანდებურად აღარ გამკვრივდეს. ივარჯიშედ რეგულარულად, მაგრამ ცოტ-ცოტა, რადგან მყესები ჯერაც რბილია. თუ ტკივილს ან დაღლილობას იგრძნობთ, მაშინვე შეჩერდით.

როგორ იგრძნობთ თავს მშობიარობის შემდეგ

მშობიარობიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში უხერხულობისა და ტკივილის შეგრძნება გექნებათ. თუ რამე გაწუხებთ, მეანს სთხოვეთ დახმარება.

როგორ მივხვდეთ, რომ მშობიარობა დაგვეწყო

შეიძლება ღელავთ, რომ ვერ მიხვდებით, როდის იწყება მშობიარობა. ასეთი რამ ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუმცა, შეიძლება, რომ პირველი სამშობიარო შეტევები საშვილოსნოს შეკუმშვებში აგერიოთ, რომლებიც შესაძლოა ორსულობის ბოლო კვირებში განვითარდა.