რა უნდა იცოდნენ ქმრებმა, რომლებიც მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას გეგმავენ - რა წესები აქვთ ქართულ კლინიკებს და რისთვის უნდა იყოთ მზად - rogor.ge

რა უნდა იცოდნენ ქმრებმა, რომლებიც მეუღლის მშობიარობაზე დასწრებას გეგმავენ - რა წესები აქვთ ქართულ კლინიკებს და რისთვის უნდა იყოთ მზად

იზრუნეთ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე

აუცილებელია ტანისამოსს მიაქციოთ ყურდღება, რადგან სამშობიარო ბლოკში იმ ტანსაცმლით, რაც ქუჩაში გეცვათ, ვერ შეხვალთ. მნიშვნელოვანია, გეცვათ სუფთა ტანსაცმელი, ფეხზე წინდები, ე.წ. ბახილები, სამედიცინო ერთჯერადი თავსაბურავი და ხალათი. სავალდებულოა ნიღბის ტარება.

შესაძლოა, დიდხანს ლოდინმა მოგიწიოთ

ბუნებრივი მშობიარობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ქალებში, რომლებიც პირველად ხდებიან დედები, მშობიარობა საშუალოდ 15-დან 24 საათამდე გრძელდება. პროცესი შეიძლება დაიწყოს დღის მეორე ნახევარში და ბავშვი მეორე დილით გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში შეუძლებელია დაძინება ან ქუჩაში გასეირნება. მამაკაცს მოუწევს მშობიარობის დროს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალის გვერდით იყოს. ამიტომ, მოთმინება გმართებთ. გარდა ამისა, წინასწარ უნდა იზრუნოთ წასახემსებელსა თუ თერმოსით ჩაის წაღებაზე.

ეს პროცესი არც ისე ლამაზი იქნება

როდესაც მამაკაცი მეუღლის მშობიარობის პროცესზე გადაწყვეტს დასწრებას, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არ იქნება რომანტიკული ფილმების სცენების მსგავსი, სადაც ბავშვი 2 წუთის შემდეგ იბადება და შესაძლოა, ქალისთვის ძალიან რთული პერიოდი იყოს. განაგრძეთ კითხვა