როგორ უნდა მოუაროთ ახალშობილს პირველ დღეებში და რა არ უნდა გამოგრჩეთ - ექიმის მიმართვა დედებს - rogor.ge

როგორ უნდა მოუაროთ ახალშობილს პირველ დღეებში და რა არ უნდა გამოგრჩეთ - ექიმის მიმართვა დედებს

პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ

ეს დღეც დადგა - უკან დარჩა მშობლების, მეგობრების დარიგებები, თეთრხალათიანთა არმია, უსიამოვნო, მაგრამ საჭირო სამედიცინო ჩარევები, სამშობიარო ტკივილი ან საკეისრო კვეთისშემდგომი პრობლემები.

შენ დედა გახდი! არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ბოლომდე, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა! ახლა შენს წინ პაწაწინა არსებაა, ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი!

დგახარ სამშობიარო სახლის კარის ზღურბლთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და პირველი, რაც გეფიქრება, ალბათ, არის შემდეგი - შინ ბევრი პრობლემაა, იქ არც ექიმია, არც მედდა, სამაგიეროდ, არიან ყველაფრის მცოდნე მშობლები, მეგობრები და ცოტა შენსავით დაბნეული მეუღლე.

მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ იმ პირველი მთავარი 24 საათისათვის, როცა შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები.

სხეულის ფორმები

თუ შენ ფიქრობდი, რომ მშობიარობის შემდეგ შენი სხეული და წონა ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდებოდა, იმედი უნდა გაგიცრუო. ეს ასე არ მოხდება. ჩვეული წონის დაბრუნებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მშობიარობისშემდგომი მუცლის ზომები ისევ დაგამსაგავსებს ორსულ ქალს, თუმცა დროებით. ამიტომ საშმობიაროდან გამოწერის დღისათვის ნუ შეიგულებ ძველ სამოსს, ჩვეული ამბავია ორსულობის დროინდელი ტანსაცმლით დაბრუნება სამშობიაროდან შინ. გაგრძელება