როგორ დაესწროთ ცოლის მშობიარობას - rogor.ge

როგორ დაესწროთ ცოლის მშობიარობას

ის არც ქალის კანონიერი წარმომადგენელია და არც მეან-გინეკოლოგის თანაშემწე - მშობიარობისას ორსული ექიმების სრული პროფესიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.ქმრის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს ცოლს, გაამხნევოს და ყურადღება მიაქციოს. როგორც ექიმები ამბობენ, საყვარელი ადამიანის თანდასწრებით, ის უფრო მშვიდად იქნება. თუმცა, მამაკაცი აუცილებლად წინასწარ უნდა შეემზადოს ამ პროცესისთვის.იზრუნეთ ჰიგიენური ნორმების დაცვაზეაუცილებელია ტანისამოსს მიაქციოთ ყურდღება, რადგან სამშობიარო ბლოკში იმ ტანსაცმლით, რაც ქუჩაში გეცვათ, ვერ შეხვალთ. მნიშვნელოვანია, გეცვათ სუფთა ტანსაცმელი, ფეხზე წინდები, ე.წ. ბახილები, სამედიცინო ერთჯერადი თავსაბურავი და ხალათი. სავალდებულოა ნიღბის ტარება.შესაძლოა, დიდხანს ლოდინმა მოგიწიოთბუნებრივი მშობიარობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ქალებში, რომლებიც პირველად ხდებიან დედები, მშობიარობა საშუალოდ 15-დან 24 საათამდე გრძელდება. პროცესი შეიძლება დაიწყოს დღის მეორე ნახევარში და ბავშვი მეორე დილით გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში შეუძლებელია დაძინება ან ქუჩაში გასეირნება. მამაკაცს მოუწევს მშობიარობის დროს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალის გვერდით იყოს. ამიტომ, მოთმინება გმართებთ. გარდა ამისა, წინასწარ უნდა იზრუნოთ წასახემსებელსა თუ თერმოსით ჩაის წაღებაზე.

ეს პროცესი არც ისე ლამაზი იქნება. როდესაც მამაკაცი მეუღლის მშობიარობის პროცესზე გადაწყვეტს დასწრებას, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არ იქნება რომანტიკული ფილმების სცენების მსგავსი, სადაც ბავშვი 2 წუთის შემდეგ იბადება და შესაძლოა, ქალისთვის ძალიან რთული პერიოდი იყოს.თქვენც გჭირდებათ ძალისხმევამამაკაცები ხშირად ამ გადაწყვეტილებას იმიტომ იღებენ, რომ არ სურთ კლინიკაში მშვიდად ისხდნენ და ელოდნენ, როდის გამოვა ექიმი და ეტყვის შვილის დაბადების შესახებ. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ემოციების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია. ცოლის დამშვიდება, გამხნევება, სუნთქვითი ვარჯიშებისა და მასაჟის ერთად გაკეთება აუცილებელია.მშობიარობის პროცესს არ უნდა დაესწროთ, თუ სისხლის დანახვა არ შეგიძლიათთუ ქმარს სისხლის დანახვაზე გული მისდის, მაშინ ეს პროცესი მისთვის არ არის. ექიმებს თავისი საქმის შესრულებაში ხელი არ უნდა ეშლებოდეთ. მეუღლის პანიკასთან გამკლავება და მისი მოსულიერება ამ დროს სამედიცინო პერსონალისთვის ზედმეტი თავისტკივილია. ამ დროს მამაკაცს მტკიცე ხასიათი და საკუთარი თავის კონტროლი სჭირდება.

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში? როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, პანდემიის პირობებში, თავად კლინიკები, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისცემენ თუ არა მამაკაცებს სამშობიარო ბლოკში შესვლის უფლებას.

გაგუას კლინიკაში ამბობენ, რომ მამაკაცებს შეუძლიათ მეუღლის მშობიარობის პროცესზე დასწრება, თუმცა, როცა შევლენ, ვიდრე ქალი მშობიარობას არ დაასრულებს, გამოსვლას ვეღარ შეძლებენ. ასევე, წინასწარ კორონავირუსის სწრაფი ტესტით იტესტებიან. ზაფხულის პერიოდში სასურველია, რომ არ გეცვათ შორტები და სამშობიარო ბლოკში სრულად ეკიპირებულები შეხვიდეთ.

ახლა, პანდემიის პირობებში, ღუდუშაურის კლინიკაშიც აძლევენ მამაკაცებს შვილის დაბადების პროცესზე დასწრების უფლებას. მათი თქმით, თუ ქალი ფიზიოლოგიურად მშობიარობს, მაშინ მამაკაცი ადგილზე კორონავირუსის სწრაფ ტესტს იკეთებს. ხოლო, თუ გეგმიური საკეისრო კვეთაა, მაშინ 24 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, მამაკაცი ამ დროს სრულად უნდა იყოს ეკიპირებული ისე, როგორც სამედიცინო პერსონალია.

წყარო: mshoblebi.ge